,,აპრილში საარსებო მინიმუმი გაიზარდა”- საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის აპრილში, მარტთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა.

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის მარტში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 238.2 ლარი იყო, მარტში ეს მაჩვენებელი 2.8 ლარით გაიზარდა, ჯამში კი 241 ლარი შეადგინა. საქსტატის ცნობით, 2022 წლის მარტთან შედარებით, აპრილში 2.5 ლარით არის გაზრდილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 213.5 ლარს შეადგენს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. მინიმალური სასურსათო კალათა კი, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს. საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან – პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.

მსგავსი თემები