იზიუმში ნანგრევების ქვეშ 44 ადამიანის ცხედარი იპოვეს

ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, იზიუმში, ხუთსართულიანი შენობის ნანგრევების ქვეშ 44 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს.

,,დროებით ოკუპირებულ იზიუმში, მარტის დასაწყისში ოკუპანტების მიერ დანგრეული ხუთსართულიანი შენობის ნანგრევებში 44 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. ეს არის რუსი ოკუპანტების კიდევ ერთი საშინელი სამხედრო დანაშაული მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ,”- განაცხადა ოლეგ სინეგუბოვმა.

მსგავსი თემები