,,ნაცმოძრაობა თუ გადაწყვეტს, რომ დაიშალოს, მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ მათ ინიციატივებს”- იაგო ხვიჩია

,,გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას ეხმაურება, რომლის მიხედვით, პარტია მიხეილ სააკაშვილისთვის თავდებში ჩადგომის ინიციატივით პარლამენტს მიმართავს. დეპუტატის განცხადებით, პარტიის წარმომადგენლების ინიციატივას სერიოზულობა აკლია და მასში მონაწილეობის მიღება არ სურს.

„გააჩნია, როგორ მოამზადებ ინიციატივას და გარემოს, რომ ადამიანებს მისი მხარდაჭერა მოუნდეთ. ჩვენ გვესმის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები არც აქამდე იქნებოდნენ წინააღმდეგი თავდებში ჩადგომოდნენ მიხეილ სააკაშვილს, მაგრამ როგორც ჩანს, ეს არ არის გათავისუფლების გზა. თუმცა, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ სერიოზულად შეხედავს მისი გათავისუფლების საკითხს, გადაწყვეტს, რომ დაიშალოს და შემდეგ არჩევნებში არ მიიღოს მონაწილეობა, ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ამ კანონპროექტს და სხვა ინიციატივებსაც, რომელიც მიმართული იქნება მისი საზღვარგარეთ გადაყვანისკენ, თუ გათავისუფლებისკენ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი თემები