,,აზოვსტალის” ქარხანაში ასზე მეტი სამოქალაქო პირია დარჩენილი

ოკუპანტები ქალაქ მარიუპოლში “აზოვსტალის” ქარხანაზე შტურმს აგრძელებენ. რუსი სამხედროები აფეთქებენ სტრატეგიულ ობიექტებსა და ხიდებს,  რომლითაც მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს. აღნიშნულ ინფორმაციას მარიუპოლის მერის მრჩეველი, პეტრო ანდრიუშჩენკო ავრცელებს.

ამასთან, დონეცკის ოლქის ხელმძღვანელის განცხადებით, “აზოვსტალში” ამ დრომდე რჩება მშვიდობიანი მოსახლეობა.

,,აზოვსტალში ასზე მეტი სამოქალაქო პირია დარჩენილი. ეს მაშინ, როცა მუდმივი დაბომვა ხდება. ავიაცია და არტილერია უწყვეტად მუშაობს. მხოლოდ მაშინ ჩერდება, როცა ევაკუაცია მიმდინარეობს”- აღნიშნა დონეცკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

მსგავსი თემები