„რუსეთი კარგავს უკანასკნელ იმედს“ – დმიტრო კულება

უკრაინული მხარე რუსეთის მხრიდან გაჟღერებულ ბირთვული ომის რისკებზე განცხადებას აკეთებს. როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულება აცხადებს, რუსეთის მხრიდან ბირთვულ ომზე საუბარი იმას ნიშნავს, რომ ისინი საფრთხეს გრძნობენ.

„როგორც ჩანს, რუსეთი კარგავს უკანასკნელ იმედს, რომ შეაშინოს მსოფლიო, უკრაინისთვის მხარდაჭერის აღმოჩენაზე უარის თქმის მიზნით. საუბარი მესამე მსოფლიო ომის  საშიშროებაზე მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მოსკოვი უკრაინაში დამარცხებას გრძნობს,”- წერს კულება „ტვიტერზე“.

შეახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ბირთვული ომის საფრთხე რეალურია.

რუსეთი ისევ იმეორებს, რომ ბირთვული ომის საფრთხე არსებობს

მსგავსი თემები