რუსეთი ისევ იმეორებს, რომ ბირთვული ომის საფრთხე არსებობს

ოკუპანტი ქვეყანა ისევ ბირთვულ ომზე ალაპარაკდა. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, ბირთვული ომის საფრთხე რეალურია.

„ბირთვული ომის რისკები ახლა ძალიან მნიშვნელოვანია.  ბევრია, ვინც მზად არის, ხელოვნურად გაზარდოს ეს საფრთხე, ამას ნამდვილად არ ვისურვებდი.  რისკი ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია. რისკები ხელოვნურადაა გაბერილი და ძალიან ბევრია ამის მსურველი, საშიშროება სერიოზულია, რეალურია, არ შეიძლება სათანადოდ არ შეფასდეს. არავითარ შემთხვევაში უნდა დავუშვათ მესამე მსოფლიო ომი. ზელენსკი და მისი გუნდი, ლამის, ითხოვს ნატოს ჯარების შეყვანას უკრაინის ტერიტორიაზე”  – აცხადებს ლავროვი.

მისივე შეფასებით, თურქეთში ორმხრივი შეხვედრის შემდეგ, უკრაინის პოზიცია რადიკალურად შეიცვალა.

“უკრაინელ მომლაპარაკებლებს შეთანხმების განახლებული ვერსია გადავეცით. ველოდებიღ მათ ერთი კვირაა. ზელენსკიმ კი პრესკონფერენციაზე განაცხადა, ჩვენ არაფერი მიგვიღიაო. ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ როგორ ექცევა ის მოლაპარაკების პროცესს” – აღნიშნა ლავროვმა.

აღნიშნულ საკითხზე გარკვეული პერიოდის უკან პუტინის პრესსპიკერმა პესკოვმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენებს, თუ ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხე დაემუქრება.

მსგავსი თემები