პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ჩაიშალა, პარლამენტის თავმჯდომარე სხდომის საჭიროებას ვერ ხედავს  

დღეს, 12:00 საათზე ჩანიშნული პარლამენტის რიგგარეშე სხდომა არ გაიმართება. როგოც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი განმარტავს, მმართველი გუნდი სხდომას არ დაესწრება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვორუმი ვერ შედგება და სხდომის ჩატარებას აზრი არ აქვს.

„ჩვენ ვხედავთ ბოლო დღეებში, სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილი ცდილობს უკრაინის საკითხი გახადოს საკუთარი შიდაპოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი. გვესმის დეზინფორმაციის მთელი ტალღა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც ოპოზიციის ნაწილის მხრიდან მოდის, უკრაინასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, მათ შორის, რეზოლუციასთან მათი დამოკიდებულებაც ადასტურებს იმას, რომ ცდილობენ უკრაინის საკითხის გამოყენებას შიდაპოლიტიკური დღის წესრიგისთვის. ეს არის მთავარი არსი „ქართული ოცნების“ ფრაქციის განცხადების, რომ არ უნდა მივცეთ საშუალება და სწორედაც, რომ არასწორი სოლიდარობაა უკრაინელი ხალხის მიმართ, უკრაინის თემის შიდაპოლიტიკური დღის წესრიგისთვის გამოყენება. უკრაინის საკითხი, ეს არის საქართველოს უსაფრთხოების საკითხიც, მაგრამ ეს არ არის შიდაპოლიტიკური საკითხი იმ გაგებით, როგორც ცდილობენ წარმოაჩინონ“ – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ სხდომა არ გაიმართება.

მსგავსი თემები