სახალხო დამცველი ადასტურებს, რომ გლდანის ციხეში პატიმრების მხრიდან ხმაური და შეძახილი ისმის

გლდანის ციხიდან გამოსული სახალხო დამცველი აცხადებს, რომ პატიმრების მხრიდან ხმაური და სხვადასხვა შეძახილი ნამდვილად ისმის. ნინო ლომჯარია ციხის საავადმყოფოში გადაყვანილ მიხეილ სააკაშვილს გვიან შეხვდა.

„ვადასტურებ, რომ პატიმრების შეძახილი ნამდვილად არის. გარეთ ნამდვილად ისმის. როგორც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, ასევე, ესმოდა პალატაშიც. როცა იქ ვიყავი, ტელევიზორიც იყო ჩართული და არ მესმოდა, მაგრამ ნამდვილად, შესვლის და გამოსვლის დროსაც, ეს ხმაური დავაფიქსირე, – განუცხდა ციხიდან გამოსულმა ლომჯარიამ ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი უარს აცხადებს მკურნალობაზე, რაც შეეხება სამედიცინო აპარატურას, რომელიც ციხეში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის შემდეგ მიიტანეს, ლომჯარიას თქმით, აპარატურა დერეფანში დგას.

მსგავსი თემები