მიხეილ სააკაშილი ციხეში მკურნლობასა და სამედიცინო ჩარევაზე უარს აცხადებს

გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანილი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მკურნალობასა და ნებისმიერი სახის მანიპულაციაზე უარს აცხადებს. როგორც მიხეილ სააკაშვილი წერს, „მათი“ მიხარია პროვოკაცია და მხარდამჭერებს მოუწოდებს, არ წამოეგონ პროვოკაციას.

„ყველა იქცეოდა როგორც ნამდვილი კრიმინალი, ჩემს საკანში მუდმივად ისმის კრიმინალების შეძახილის ხმა. ვაცხადებ ყველანაირ სამედიცინო ჩარევაზე უარს, სამედიცინო პერსონალთან არ ვთანამშრომლობ, შევხვდები მხოლოდ ჩემს პირად ექიმს. აქ ჩემი გადმოყვანის მიზანი ერთმნიშვნელოვნად არის ჩემი ფიზიკური განადგურება პუტინის დაკვეთით. მინდა არ მივცეთ არანაირი პროვოკაციის შესაძლებლობა.

მე ვალდებული ვიყავი გამეწია ფიზიკური წინააღმდეგობა ძალადობისთვის, მაგრამ მე აქ მარტო ვიყავი, ხოლო თქვენ გარეთ ხართ უამრავი და შესაბამისად, ვერავინ დაგამარცხებთ. მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან მტკიცე პროტესტის პირობებში. კიდევ ერთხელ, არ წამოვეგოთ მათ პროვოკაციებს. ჩვენი ერთიანობით, მშვიდობიანობით გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა, რომელიც ბანდიტებს ჩაუვარდათ ხელში და დაღუპვის პირასაა.

მინდა ხელახლა ვთხოვო ემიგრაციას, ახლა არის მომენტი, აჩუქოთ საქართველოს თუნდაც ერთი ან რამდენიმე დღე და ბოლომდე მივიყვანოთ საქმე. ძალიან დიდი იმედი მაქვს თითოეული თქვენთაგანის, არ შეგვეშინდეს მათი, ჩვენ ბევრად მეტნი ვართ და რაც მთავარია მართალი ვართ, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ოჯახი, ჩვენი სამშობლო გვაქვს გადასარჩენი.

პ.ს. მიმართვა ნიკა მელიას, ვიზიარებ და სრულიად მხარს ვუჭერ ნიკა შენს გადაწყვეტილებას, გლდანის ციხესთან წამოსვლაზე უარის შესახებ. აქ მზადდებოდა და ახლაც მზადდება პროვოკაცია, რაც მიზნად ისახავს ჩვენი მშვიდობიანი პროტესტის ჩაშლას, ყოჩაღ ამისთვის“, – წერს მიხეილ სააკაშილი, რომელმაც გზავნილი მის ადვოკატს, ნიკა გვარამიას გამოატანა.

მსგავსი თემები