მშენებარე კორპუსიდან ჩამოვარდნილი 2 მამაკაცი გარდაიცვალა, ერთი კი მართვით სუნთქვაზეა

ორთაჭალაში, მშენებარე კორპუსიდან სამი მამაკაცი გადმოვარდა. მათ შორის ერთი ადგილზევე, მეორე მამაკაცი კი, კლინიკაში შეყვანიდან ორ საათში, “ამტელ ჰოსპიტალში” გარდაიცვალა. სამშენებლო ობიექტიდან ჩამოვარდნილ კიდევ ერთ მამაკაცს კი, ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დროისათვის ის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. არსებული ინფორმაციით, მუშები შენობის გარე ფასადის სამშენებლო სამუშაოებს ასრულებდნენ, როდესაც სიმაღლიდან ჩამოცვივდნენ. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

მეტი...

“როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, რომ ახალი პრობლემები მოიგონო” – მამუკა მდინარაძე

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის თქმით, ხურვალეთში არაფერი ხდება და განგაშის საფუძველი არ არსებობს. ამის შესახებ მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა, ნეგატიური ფონის შესაქმნელად, ახალი პრობლემები მოიგონეს. “რამდენად არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, როდესაც პრობლემები ისედაც არ გაკლია და ახალი პრობლემები მოიგონო. ჩვენ არ გვჭირდება პრობლემების მოგონება, ჩვენ პრობლები ისედაც გვაქვს საოკუპაციო ზოლთან. ამ პრობლემების გადაჭრაზე მუშაობენ მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი და ჩვენი უცხოელი პარტნიორები. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მოვახდინოთ პრევენცია. ამ დროს პრობლემების მოგონება, მერე კომენტარების კეთება პოლიტიკური წრეებიდან, არის სულ მცირე უხეში სპეკულაცია. ამაზე…

მეტი...

როგორ დაგიჯეროთ ტელევიზებს, როცა მოდელირებული ომი გვაჩვენეთ? რაც ხდება, პროვოკაციაა – ხურვალეთის მცხოვრები

“როგორ დაგიჯეროთ ტელევიზებს, როცა მოდელირებული ომი გვაჩვენეთ? საფრთხეს რუსეთისგან დიდი ხანია ვგრძნობ, მაგრამ აქ რაც ხდება, პროვოკაციაა”, – ამის შესახებ, ჟურნალისტებს, სოფელ ხურვალეთის შესასვლელთან, ადგილობრივმა მცხოვრებმა გივი კალმაძელიძემ განუცხადა. კალმახელიძემ გუშინ ხურვალეთში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ხალხს გული გაუხეთქეს რათა დაანახონ, რომ თითქოს, გმირები არიან. “საფრთხე არ იყო, ხალხი შედიოდა. აქ სულ ოსები ცხოვრობენ, რომელიმე საფრთხეს გრძნობს? ბარამიძე გამიკეთებს აქ საქმეს? გუშინ რომ დავინახე, გავსკდი გულზე! თუ გიგა ბოკერია? არავინ არ გადმოსულა. მოსახლეობა საუბრობს, რომ არავინ იყო. რომელმა ნახა? როგორ დაგიჯეროთ ტელევიზიებს, როცა მოდელირებული ომი გვაჩვენეთ? საფრთხეს რუსეთისგან…

მეტი...

სუს-მა თაღლითობის ფაქტზე ახალციხის მერის ყოფილი მოადგილე და საკრებულოს წევრი ამხილა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე საქართველოს მოქალაქე ოთარ ყ. დააკავეს, ხოლო სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ამხილეს: ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობასა და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრები: კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის ყოფილი მოადგილე ზაზა გ, კომისიის ყოფილი წევრი, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი სამველ ო, კომისიის ყოფილი წევრი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის უფროსი სპეციალისტი მოსაკრებლებისა და გადასახადების საკითხებში გელა მ. და კომისიის ყოფილი წევრი, ქონების მართვის სააგენტის ყოფილი თანამშრომელი მამუკა პ.…

მეტი...

შსს-მ ავტომობილის გაქურვის ფაქტზე ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, წარსულში ქურდობისათვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ორი პირი: 1992 წელს დაბადებული ი.ც. და 1987 წელს დაბადებული გ.ს., ქურდობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 15 მარტს თბილისში, სანერგეს 1-ლი ჩიხის ტერიტორიაზე, მოქალაქის ავტომანქანა გაქურდეს და შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდნენ, რა დროსაც პოლიციამ ორივე მათგანი ადგილზე დააკავა. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, დაკავებულებმა გამოკითხვისას მათ მიერ თბილისში ჩადენილი ქურდობის კიდევ რამდენი ფაქტი აღიარეს, მათ შორის ავტომობილებისა და…

მეტი...

“გენგეგმას დედაქალაქის სწორი განვითარება დაეფუძნება და სამომავლოდ შეცდომებს აღარ დავუშვებთ” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა თბილისის მიწათსარგებლობის გეგმა კიდევ ერთხელ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში შეაფასა და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა „სითი ინსტიტუტს“, თბილისის საკრებულოს წევრებს, საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებს, ასევე, მერიის იმ თანამშრომლებს, რომლებიც ჩართულები იყვნენ გენერალური გეგმის შემუშავებაში. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მიღებული გენერალური გეგმა მნიშვნელოვანი დოკუმენტია იმ თვალსაზრისით, რომ მას დედაქალაქის სწორი განვითარება დაეფუძნება. „ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია იმ თვალსაზრისით, რომ მას დაეფუძნება ქალაქის განვითარება. რაც მთავარია, სწორი განვითარება, რომ ჩვენ თავიდან ავიცილოთ ის, რაც ხდებოდა წლების განმავლობაში დედაქალაქში. ვფიქრობ, არავის სიამოვნებს და არ მოსწონს ის შედეგი, რაც მივიღეთ და რაც ხდება…

მეტი...

შსს-მ არჩილ თალაკვაძის ბინის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დეპუტატ არჩილ თალაკვაძის ბინის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული ა.ს. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 14 მარტს, თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, დეპუტატ არჩილ თალაკვაძის საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეაღწია, მცირე ზომის სეიფი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სეიფში გარკვეული ოდენობის ფული და არჩილ თალაკვაძის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი ინახებოდა. სამართალდამცველებმა, ნაქურდალი თანხა და ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის…

მეტი...