როგორ დაგიჯეროთ ტელევიზებს, როცა მოდელირებული ომი გვაჩვენეთ? რაც ხდება, პროვოკაციაა – ხურვალეთის მცხოვრები

“როგორ დაგიჯეროთ ტელევიზებს, როცა მოდელირებული ომი გვაჩვენეთ? საფრთხეს რუსეთისგან დიდი ხანია ვგრძნობ, მაგრამ აქ რაც ხდება, პროვოკაციაა”, – ამის შესახებ, ჟურნალისტებს, სოფელ ხურვალეთის შესასვლელთან, ადგილობრივმა მცხოვრებმა გივი კალმაძელიძემ განუცხადა.

კალმახელიძემ გუშინ ხურვალეთში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ხალხს გული გაუხეთქეს რათა დაანახონ, რომ თითქოს, გმირები არიან.

“საფრთხე არ იყო, ხალხი შედიოდა. აქ სულ ოსები ცხოვრობენ, რომელიმე საფრთხეს გრძნობს? ბარამიძე გამიკეთებს აქ საქმეს? გუშინ რომ დავინახე, გავსკდი გულზე! თუ გიგა ბოკერია? არავინ არ გადმოსულა. მოსახლეობა საუბრობს, რომ არავინ იყო. რომელმა ნახა?

როგორ დაგიჯეროთ ტელევიზიებს, როცა მოდელირებული ომი გვაჩვენეთ? საფრთხეს რუსეთისგან დიდი ხანია ვგრძნობ, მაგრამ აქ რაც ხდება, ძალიან კარგად ვხვდები. პროვოკაციაა, ხალხს გაუხეთქეს გული, რომ დაანახონ, ესენი არიან გმირები”, – განაცხადა გივი კალმახელიძემ.

საუბარი გუშინ, სოციალურ ქსელში, სამოქალაქო აქტივისტ დავით ქაცარავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხება, რომელმაც განაცხადა, რომ თითქოს ხურვალეთში რუსი ოკუპანტები შევიდნენ და სოფელი დაიკავეს.

მსგავსი თემები