თბილისში, ვარკეთილში მე-9 სართულიდან 16 წლის ბიჭი გადმოვარდა და დაიღუპა.
ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები, ტერიტორია გარშემორტყმულია სპეციალური ამკრძალავი ლენტებით. გარდაცვლილს რამდენიმე წუთში პროზექტურაში გადაასვენებენ.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.