პრობლემა რეგულირებადია, დაპირისპირების გაღრმავების საშიშროება არ არსებობს – გუბერნატორი გუდაურის ინციდენტზე 

​გუდაურში, კერძოდ სოფელ ბიდარაში, ქართველ და უკრაინელ პარაპლანისტებს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას, სახელმწიფოს რწმუნებული – გუბერნატორი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ლევან ზაუტაშვილი ეხმიანება და აცხადებს, რომ პრობლემა რეგულირებადია და დაპირისპირების გაღრმავების საშიშროება არ არსებობს. როგორც გუბერნატორმა მედიაცენტრ “მთავარის” პრესკლუბში სტუმრობისას დღეს განაცხადა, პარაპლანისტებს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა კონკრეტული ტერიტორია, კერძოდ, პარაპლანით ფრენის განსახორციელებელი სივრცე, სადაც სხვადასხვა ბილიკიდან აფრენილი პარაპლანისტები ბუნებრივად  ხვდებიან. ​ ​ლევან ზაუტაშვილი შეხვდა კონფლიქტის მონაწილე ორივე მხარეს და გამოძიებასთან თანამშრომლობა ურჩია. “ჩემი ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი იყო მფრინავებს შორის გაუგებრობა. ზარი შევიდა “112” – ში და პოლიციის მხრიდან იყო შესაბამისი რეაგირება. დაკავებულია რამდენიმე პირი. როგორც…

მეტი...