“რუსეთის სასამართლო სისტემა განვითარებას განაგრძობს“- პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ქვეყნის სასამართლო სისტემა “განვითარებას განაგრძობს“.

დიქტატორის განცხადებით, იგი იმედოვნებს, რომ რუსული სასამართლო რუსეთის მოქალაქეების მოთხოვნებს დააკმაყოფილებს და მათ უფლებებსა და ინტერესებს „დაიცავს“.

„მინდა გამოვხატო იმედი, რომ ჩვენი სასამართლო სისტემა, უზენაესი სასამართლოსა და საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელობით, გააგრძელებს განვითარებას, როგორც ეს იყო ბოლო წლებში და დააკმაყოფილებს ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნებს. სასამართლოს როლი მნიშვნელოვანია, იგი ბოლო წლებში საკმაოდ სწრაფად ვითარდება და პასუხობს იმ მოთხოვნებს, რომლებიც მასზეა დაკისრებული“, – აღნიშნა პუტინმა.

მსგავსი თემები