თბილისის ბოტანიკურ ბაღში ვიდეოკონტროლი განხორციელდება

მცენარეთა კოლექციების დაცვისა და დამთვალიერებელთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ხალხმრავალ ტერიტორიაზე ვიდეოკამერები დამონტაჟდა, პარალელურად კი, დრონის მეშვეობით ბაღის ტერიტორიის აერო-ფოტოდაკვირვება განხორციელდება. შესაბამისად, ​ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია მოუწოდებს სტუმრებს, მაქსიმალურად დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოების წესები. როგორც “მთავარს” ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში განუცხადეს, სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ადგილი აქვს  მცენარეების, საინფორმაციო დაფებისა და მანიშნებლების დაზიანებას. ასევე, ბაღის ტერიტორიაზე არაეთიკურ და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელ ქცევას, რაც საჯარო სივრცეში დაუშვებელი და მიუღებელია. თითოეულ მსგავს შემთხვევაზე ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია კანონით გათვალისწინებულ ზომებს მიმართავს. მათივე თქმით, ბოტანიკურ ბაღში უამრავი უცხოელი დამთვალიერებელი სეირნობს, დასასვენებლად მიდიან ოჯახები, ბავშვები და…

მეტი...