ჩვენ შესახებ

პრესკლუბის ტრანსლირება ხდება  პირდაპირი ეთერით „ლაივსტრიმის“ საშუალებით;

პრესკლუბში გაჟღეღებული ინიციატივა თუ განცხადება თემების მიხედვით მუშავდება და სრული ვიდეომასალა ოპერატიულად იტვირთება პორტალზე  mcm.ge;

პრესკლუბში გაჟღეღებულ თემებზე ოპერატიულად იწერება ინფორმაცია, რომელიც იტვირთება როგორც პორტალზე  mcm.ge, ასევე, იგზავნება როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონალურ საინფორმაციო საშუალებებში;

პრესკლუბში მოწვეული სტუმრისა და თემების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება წინასწარ, რის შემდეგაც მედიასაშუალებები (ტელევიზია, რადიო, სააგენტო) ესწრებიან პრესკლუბს და აშუქებენ პროცესს;

რეგიონალური მაუწყებლები, რომლებსაც დედაქალაქში წარმომადგენლობა არ ჰყავთ, პრესკლუბის დამთავრების შემდეგ, პრესკონფერენციის ვიდეო ჩანაწერს FTP ფაილის სახით ღებულობენ და შესაძლებლობა აქვთ ის ნაწილი ამოჭრან და გამოიყენონ, რაც მათთვის საინტერესოა;

რეგიონალური მაუწყებლებს, რომელთაც კონკრეტული სტუმარი და თემა აინტერესებთ,  აქვთ შესაძლებლობა, კითხვები წინასწარ მოგვაწოდონ, რომელსაც მოწვეულ სტუმარს დავუსვამთ და ისინი ჩანაწერს ოპერატიულად იღებენ.

                              პორტალი  “მთავარი”

წარმოადგენს  მკითხველზე, მოსახლეობის საჭიროებებსა და ინტერესებზე გათვლილ საინფორმაციო პორტალს, რომლის ძირითადი მიმართულებებია:

  • პოლიტიკა;
  • ეკონომიკა;
  • საზოგადოება;
  • ემი მუნიციპალიტეტი;
  • დიასპორა;
  • კულტურა;
  • მსოფლიო;
  • მოგვწერეთ მთავარი;
  • პროფილი;
  • უმცირესობები.

                                

ჩემი მუნიციპალიტეტი“  და „მოგვწერეთ“  არის  ერთ-ერთი სეგმენტი, რომელიც, ინფორმაციული დავირთვის გარდა,  ხელისუფალსა და რიგით მოქალაქეებს შორის ერთგვარად მედიატორის ფუქნციასაც ასრულებს.

რუბრიკაში – „ჩემი მუნიციპალიტეტი“   მოქალაქეები ეცნობიან იმ სიახლეებსა და მიმდინარე საკითხებს, რომელიც მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს.

ასევე, მოქალაქეები  გვწერენ თავიანთი კუთხის, სოფლის თუ რაიონის შესახებ – საჭიროებებზე, გამოწვევებზე, ინიციატივებზე. ჩვენ კი, თემების მიხედვით, აღნიშნულ გამოწვევებზე რეაგირებას სხვადასხვა ფორმით ვახდენთ.  საუბრაია თუნდაც, დადებით ტენდენციებზე, საინტერესო ადამიანებზე, საინტერესო პუნქტებზე. აღნიშნულ რუბრიკაში თითოეულ მოქალაქეს შეუძლია ჩართვა, ტელეფონით მოკლე ვიდეო  თუ ფოტომასალის გადმოგზავნა და კომუნიკაცია მარტივად.

რუბრიკა „დიასპორა“  ემიგრაციაში წასული საქართველოს მოქალაქეებს გაგვაცნობს, რომლებიც წლებია,  უცხო ქვეყნებში ცხოვრობენ, წარმატებულები არიან  და ქართულ საქმეს აკეთებენ. მათ იცნობენ და აფასებენ  უცხო ქვეყნებში, საქართველოში კი ძალიან ვიწრო წრეებმა იციან მათ შესახებ. აღნიშნულ რუბრიკაში ასევე საუბარია  მიგრაციის პრობლემებზე, კერძოდ არალეგალურ მიგრაციაზე, საფრთხეებზე, გამოწვევებზე და სხვა საკითხებზე, რომ მოქალაქეებმა, საპრევენციად მაქსიმალური ინფორმაცია მიიღონ.

 

რუბრიკა „მოგვწერეთ მთავარი“  ასევე კომუნიკაციის, ინფორმაციის გასაჯაროების,  გაჟღერების თუ შესაბამის დანიშნულების ადგილამდე  მიტანის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, რომელიც ნებისმიერი მოქალაქისთვის ხელმისაწვდომია.

გვწერენ;

ვეცნობით;

ვამუშავებთ;

ვახარისრებთ;

ვრეაგირებთ;

ვწერთ, ვაშუქებთ და ვაცნობთ. 

რუბრიკა  „პროფილი“ გათვლილია:

  • იმ ადამიანების პროფილის შექმნაზე, რომლებსაც არ ვიცნობთ;
  • ადამიანებზე, რომლებიც თავიანთი მიმართულებით მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ ან აკეთებდნენ, თუმცა, საზოგადოებამ მათ შესახებ არაფერი იცის.
  • გავიცნობთ ცნობილ და ცნობად სახეებს, რომლებსაც მხოლოდ ერთი მიმართულებით ვიცნობთ, თუმცა, მათი ფართო პროფილი რადიკალურად განსხვავებულია. მაგალითად, პოლიტიკოსები, რომლეთან მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით ვიცნობთ; ბიზნესმენები, რომელთაც მხოლოდ კონკრეტული ბიზნესის მფლობელად ვიცნობთ; მხატვარი, რომელიც მხოლოდ მხატვარი გვგონია; მეეზოვე თავისი დიდი და საინტერესო გამოცდილებითა და პროფილით.

 

 მოსახლეობის ფართო მასების ინფორმირება  მათთვის საინტერესო,

აქტუალურ, ოპერატიულ და მნიშვნელოვან      საკითხებზე;

  • მედიაადვოკატირება;
  • თქვენი საქმიანობის, ინიციატივისა თუ აქტივობების წარმოჩენა;
  • მედიის საშუალებით კავშირი ხელისუფლებასა და დანარჩენ საზოგადოებას შორის;
  • დახმარება და ხელშეწყობა მნიშვნელოვანი გავხადოთ მნიშვნელოვნად – თქვენი ხმა თუ იდეა გაიგოს ყველას.
  • სხვადასხვა მიმართულებით პროფესიონალებისა თუ ექსპერტების წარმოჩენა და სახეების შექმნა.

 

         მედიაცენტრის  მომსახურება

➔ორგანიზაციის  საქმიანობისა და ღონისძიებების შესახებ ანონსების მომზადება და  განთავსება პორტალზე „mtavari.net.ge“;

➔ანონსების მიწოდება და განთავსება სხვა საინფორმაციო სააგენტოებზე;

➔ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის (ფოტოსთან ერთად) განთავსება პორტალზე  „mtavari.net.ge“  პარტნიორ პორტალებზე;

➔პრესკლუბის მომსახურება;

საიმიჯო სტატიის მომზადება, სადაც პორტალი მკითხველს მიაწვდის სრულ ინფორმაციას  ორგანიზაციის  საქმიანობისა და აქტივობების შესახებ;

პირდაპირი ეთერი ლაივსტრიმზე;

ვიდეომასალის „YOUTOBE“-ზე განთავსება.

➔კონკრეტული საჭიროებიდან გამომდინარე, მედიის მოწვევა ოპერატიულად და პრესკონფერენციის ჩანიშვნა.

 

პრესკლუბის მომსახურება

 

➔ანგარიშებისა თუ სხვა ვიზუალური მასალის განთავსება;

➔აქტუალურ თემებზე კომენტარების ჩაწერა, დამუშავება და გავრცელება კონკრეტული ადამიანის წარმოჩენისთვის;

➔ვიდეო/ფოტო მომსახურება.

➔პროფილი კონკრეტულ ადამიანზე/მისი წარმოჩენა;

➔პიარ- ღონისძიებების დაგეგმვა/ორგანიზება;

➔აქტუალურ თემებზე კონკრეტული პროფილის ადამიანის განცხადების, კომენტარის მომზადება/გავრცელება;

➔თემის შერჩევა და შერჩეულ თემაზე კონკრეტული სტუმრის რომელიმე  ტელე/რადიო გადაცემაში მიწვევა/გაშუქება.

➔საინფორმაციო არქივის მომზადება – წლის განმავლობაში გავრცელებული ყველა მასალის ერთად თავმოყრა და დისკის სახით მომზადება;

➔ტრენინგი – კამერასთან მუშაობა.

ჩვენთვის მთავარია:

 საინფორმაციო მხარდამჭერის პაკეტი:

➢მედიაცენტრის ვებ.გვერდზე თქვენი ორგანიზაციის რეკლამების/ბანერის განთავსება;

➢ანგარიშებისა თუ სხვა ვიზუალური მასალის განთავსება;

➢აქტუალურ თემებზე კომენტარების ჩაწერა, დამუშავება და გავრცელება კონკრეტული ადამიანის წარმოჩენისთვის/ცნობადობის გაზრდა;

➢ვიდეო/ფოტო მომსახურება.

➢პროფილი კონკრეტულ ადამიანზე/მისი წარმოჩენა;

➢პიარ- ღონისძიებების დაგეგმვა/ორგანიზება;

➢თემის შერჩევა და შერჩეულ თემაზე კონკრეტული სტუმრის რომელიმე  ტელე/რადიო გადაცემაში მიწვევა/გაშუქება.

➢საინფორმაციო არქივის მომზადება – წლის განმავლობაში გავრცელებული ყველა მასალის ერთად თავმოყრა და დისკის სახით მომზადება;

➢ინდივიდუალური PR მომსახურების სერვისი;

➢ტრენინგი – კამერასთან მუშაობა.

საკონტაქტო ნომერი: 5 99 72 65 65
mcm.mtavari@gmail.com

მსგავსი თემები