მაშველებმა ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის შახტში ჩავარდნილი კნუტი უსაფრთხოდ ამოიყვანეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა თემქის მეოთხე კვარტალში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის შახტში ჩავარდნილი კნუტი უსაფრთხოდ ამოიყვანეს და დედა კატასთან დააბრუნეს. სააგენტო მადლობას უხდის მოქალაქეებს, რომელთა მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ყოველდღიურ რეჟიმში ეხმარებიან. შინაური კომპანიონი ცხოველების დახმარების აუცილებლობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკაშირდით ცხელი ხაზის საშუალებით – 032 2 421 424.

მეტი...

გაერო ლიბანიდან მშვიდობისმყოფელების გაყვანაზე უარს აცხადებს

გაეროში აცხადებენ, რომ ორგანიზაციის მშვიდობისმყოფელები ლიბანის სამხრეთით საკუთარ პოზიციებზე დარჩებიან. მშვიდობისმყოფელთა ხელმძღვანელმა ჟან-პიერ ლაკრუამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებას მხარს უჭერს როგორც გაეროს უშიშროების საბჭო, ასევე ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოები, რომელთა მოქალაქეები მისიაში მსახურობენ. მისი თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ცისფერი ჩაფხუტები ადგილზე დარჩნენ და საკუთარი მანდატის ფარგლებში დაეხმარონ მშვიდობიან მოსახლეობას. ისრაელმა გაეროს ლიბანიდან მშვიდობისმყოფელების გაყვანა კვირას მოსთხოვა. ორგანიზაციაში ისრაელის სამხედრო ძალები გაეროს პოზიციებზე მიზანმიმართულ შეტევაში დაადანაშაულეს. ბრალდება კატეგორიულად უარყო ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

მეტი...

პრეზიდენტმა 12 მსჯავრდებული შეიწყალა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, 12 მსჯავრდებული პირი შეიწყალა, საიდანაც 9 მსჯავრდებული პირი სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან. 2 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა. შეწყალების აქტი შეეხო ასევე 1 პირობით მსჯავრდებულს, რომელიც სრულად გათავისუფლდა პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან.  

მეტი...

შვარცნეგერის სახელობის ფესტივალიდან, საქართველოში ოქროს მედალი ჩამოიტანეს

შვარცნეგერის სახელობის ფესტივალიდან, საქართველოში ოქროს მედალი ჩამოიტანეს. ,,საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა და მთიელთა თამაშების ეროვნული ფედერაციის“ სამმა სპორტსმენმა საპრიზო ადგილები აიღეს. ფესტივალი 12 ოქტომბერს მადრიდში ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღო ევროპის ყველა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ.

მეტი...

ზღვაში მამაკაცი იპოვეს, რომელიც ორი თვის განმავლობაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა

ოხოტის ზღვაში მამაკაცი იპოვეს, რომელიც ორი თვის განმავლობაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. ის გასაბერი ნავით ზღვაში ტივტივებდა. მამაკაცი მეთევზეების ნავმა შემთხვევით აღმოაჩინა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მასთან ერთად გასაბერ ნავზე ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს, ისინი მისი ძმა და ძმისშვილი იყვნენ. გარდაცვლილებთან დაკავშირებით, წყლის ტრანსპორტის მუშაობის წესების დარღვევის მუხლით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიების ინფორმაციით, 2024 წლის 9 აგვისტოს, ორი მამაკაცი და ერთ-ერთი მათგანის 15 წლის ვაჟი კატამარანის ტიპის ნავით ხაბაროვსკის ოლქის კონცხ პეროვსკიდან, სახალინის ოლქის – ოხას რაიონში გაემგზავრნენ. პროკურატურაში განმარტეს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, მათთან კონტაქტი დაიკარგა, გემის მდებარეობა კი…

მეტი...

ცნობილი ჟურნალისტი გარდაიცვალა

ცნობილი ავსტრალიელი ჟურნალისტი ჯორჯ ნეგუზი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. გადაცემის ავტორი, ტელევიზიისა და რადიოს წამყვანი ალცჰაიმერის დაავადებას წლების მანძილზე ებრძოდა. ნეგუზი საერთაშორისო ურთიერთობებში იყო სპეციალიზებული და ABC-ის საგარეო კორესპონდენტად მუშაობდა. ასევე იყო, SBS Dateline-ის დამფუძნებელი და წამყვანი. მისი პირდაპირი სტილის დემონსტრაცია 1981 წელს, დიდი ბრიტანეთის მაშინდელ პრემიერ-მინისტრ მარგარეტ ტეტჩერთან ინტერვიუს დროს მოხდა, რომელიც ლეგენდად იქცა.

მეტი...

,,თოვლი, ძლიერი ქარი, სეტყვა” – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17-18 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში, ზოგან, თოვლი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

მეტი...

ისრაელი ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების უკმარისობას განიცდის – FT

ისრაელი ირანის შესაძლო თავდასხმის მოსაგერიებლად ემზადება, თუმცა მას ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების საკმარისი რაოდენობა არ გააჩნია. ინფორმაციას The Financial Times-ი ავრცელებს. „ისრაელს ტყვია-წამლის სერიოზული პრობლემა აქვს. თუ ირანი ისრაელის თავდასხმას უპასუხებს, და ამაში „ჰეზბოლაც“ ჩაერთვება, ებრაული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა გადაიტვირთება. აშშ-ს აღარ შეუძლია უკრაინას და ისრაელს იგივე სისწრაფით მიაწოდოს იარაღი“, – ციტირებს გამოცემა ამერიკის ყოფილ სამხედრო ჩინოვნიკს დანა სტროულს. ისრაელის სახელმწიფო კონცერნის „ისრაელის საავიაციო მრეწველობაის” გენერალურმა დირექტორმა ბოაზ ლევიმ განაცხადა, რომ მისი საწარმო სამ ცვლაში მუშაობს, ხოლო ზოგი ხაზი – 24 საათი, რათა წარმოების საჭირო მოცულობას მიაღწიოს. „არავისთვის საიდუმლო არაა, რომ ჩვენ მარაგების…

მეტი...

აშშ-მა ირანი გააფრთხილა, შეწყვიტოს ნებისმიერი შეთქმულება დონალდ ტრამპის წინააღმდეგ

აშშ-მა ირანის მთავრობა გააფრთხილა, შეწყვიტოს ნებისმიერი შეთქმულება, რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამერიკელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ ვაშინგტონი ტრამპის სიცოცხლეზე ნებისმიერ თავდასხმის მცდელობას ომის აქტად ჩათვლის. ანონიმური წყაროს ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს რეგულარულად აწვდიან ინფორმაციას ირანის მხრიდან საფრთხეების შესახებ. წყარო აცხადებს, რომ ბაიდენმა თავის გუნდს დაავალა ირანელი მაღალჩინოსნებისთვის გაეგზავნათ შეტყობინებები, რომლებშიც თეირანს აფრთხილებდნენ, შეეწყვიტა ყველა შეთქმულება ტრამპისა და ყოფილი ამერიკელი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ. ირანმა თავის მხრივ, აშშ-ის საქმეებში ჩარევა უარყო და განუცხადა ამერიკას, რომ სწორედ შეერთებული შტატები ერეოდა წლების განმავლობაში მის შიდა საქმეებში.

მეტი...

გერმანიამ ისრაელისთვის იარაღის მიყიდვაზე უარი თქვა – Politico

გერმანიის მთავრობამ უარი თქვა ისრაელისთვის იარაღის მიყიდვაზე. Politico-ს მტკიცებით, ოფიციალური ბერლინი შიშობს, რომ ისრაელი გერმანულ იარაღს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენებს. შეიარაღების ექსპორტის შესახებ გადაწყვეტილებას გერმანიის უშიშროების ფედერალური საბჭო იღებს, რომელიც მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებისგან შედგება. როგორც გერმანული გამოცემა Bild-ი წერს, ისრაელისთვის იარაღის მიწოდებისგან თავი გერმანიის ვიცე-კანცლერმა რობერტ ჰაბეკმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა შეიკავეს. მათ სურდათ მიეღოთ გარანტიები, რომ გერმანული იარაღის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ არ იქნებოდა გამოყენებული.

მეტი...

დააკავეს რუსი ტურისტი, რომელმაც ახლად დაბადებული ბავშვი აეროპორტის ტუალეტში მიატოვა და მოსკოვში გამოფრენას აპირებდა

დააკავეს რუსი ტურისტი, რომელმაც ახლად დაბადებული ბავშვი ანტალიის აეროპორტის ტუალეტში მიატოვა და მოსკოვში გამოფრენას აპირებდა. გოგონამ და მისმა მეგობარმა სცადეს მოსკოვში გაფრენა, მაგრამ არ გამოუვიდათ. SHOT-ის ცნობით, ტურისტმა ბავშვი შშმ პირთა ტუალეტში მიატოვა, შემდეგ კი საპასპორტო კონტროლისკენ გაემართა, რათა მეგობართან ერთად მოსკოვში წასულიყო. ბავშვი დამლაგებელმა იპოვა, რომელმაც ამის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინა აეროპორტის დაცვას. შედეგად რუსებმა გაფრენა ვერ შეძლეს, დააკავეს. ბავშვი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მეტი...

„კიდევ 2-3 ბურთის გატანა შეგვეძლო“ – ალბანელები საქართველოსთან მატჩზე

სექტემბერში ტირანაში განცდილი მარცხის შემდეგ, ალბანეთის ნაკრებმა საქართველოს ეროვნულ გუნდზე სრულფასოვანი რევანში აიღო და მეტოქე გასვლაზე ზუსტად იმ ანგარიშით დაამარცხა, როგორც თავად ერთი თვის წინ წააგო. სწორედ ამაზე ამახვილებდნენ ყურადღებას უეფას ოფიციალური ვებ-გვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში „შკიპერების“ კაპიტანი ადრიან ისმაილი და ნედიმ ბაირამი. ადრიან ისმაილი: რამდენიმე დღის წინ ჩეხებთან განცდილი მარცხი მალევე დავივიწყეთ და საქართველოსთან მატჩზე გადავერთეთ. ბოლო წუთებს თუ არ ჩავთვლით, მოედანზე ვდომინირებდით და კიდევ 2-3 ბურთის გატანა შეგვეძლო. ნოემბრის მატჩებში კიდევ უფრო მოტივირებულები დავბრუნდებით და დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას შევეცდებით. ნედიმ ბაირამი: მთავარია, რომ გავიმარჯვეთ და გოლს ვინ გაიტანს, ამას გადამწყვეტი…

მეტი...

„იმედგაცრუებული და დამწუხრებული ვარ“ – სანიოლის პირველი კომენტარი ალბანეთთან მარცხის შემდეგ

ალბანეთთან მარცხის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პირველი კომენტარი გააკეთა. „ზოგჯერ მარცხის შემდეგ ყველაფრის უარყოფითად დანახვა გვსურს. ჩემი გადმოსახედით ბურთს ვაკონტროლებდით და გოლის გატანის რამდენიმე შანსი გვქონდა. ძალიან შემტევი შემადგენლობა დავაყენე, რადგან მეტოქე დაცვიდან თამაშობდა. ვფიქრობ, ჩემს ფეხბურთელებს ტაქტიკასთან შეგუება არ გასჭირვებიათ, თუმცა ბოლო პასისას ვცდებოდით და საგოლე მომენტები ვერ გამოვიყენეთ. იმედგაცრუებული და დამწუხრებული ვარ. იმედი მაქვს, შეცდომებს გამოვასწორებთ. თამაშით და შედეგით გულდაწყვეტილი ვარ. მარცხის მთავარი მიზეზი ის არის, რომ მეტოქის საჯარიმოში მეტი სწორი გადაწყვეტილება უნდა მიგვეღო. ხშირად, არასწორ გადაწყვეტილებებს ვიღებდით მეტოქის საჯარიმოში. ვნახოთ, მომავალში როგორი ტაქტიკით…

მეტი...

კოსმოსიდან უცნობმა სიგნალმა დედამიწამდე მოაღწია – დიდი ალბათობით, მალე, კაცობრიობას უცხოპლანეტელების არსებობის მტკიცებულება ექნება

,,ადამიანი არ არის ერთადერთი ინტელექტუალური ცოცხალი არსება ირმის ნახტომის გალაქტიკაში”, – თქვა ბრიტანელმა რეჟისორმა დოკუმენტალისტმა, საიმონ ჰოლანდიმ. ასტრონომიის პროფესორის თქმით, ამის გადამოწმება დედამიწელებს მალე თავად შეეძლებათ. „ჩვენ აღმოვაჩინეთ არაადამიანური არამიწიერი ინტელექტი ჩვენს გალაქტიკაში და ხალხმა არ იცის ამის შესახებ”, – თქვა ჰოლანდიმ Daily Mail-თან ინტერვიუში. ჰოლანდი წლებია, NASA-სთან თანამშრომლობს. მან განაცხადა, რომ არამიწიერი სიცოცხლის მტკიცებულება ერთ თვეზე ნაკლებ დროში გამოქვეყნდება. ამ განცხადებას მხარი დაუჭირა ოქსფორდის უნივერსიტეტის Breakthrough Listen-ის მეცნიერების გუნდმა. ამჟამად, მეცნიერები აანალიზებენ დედამიწამდე მისულ სიგნალს.

მეტი...

„ჯოჯოხეთიდან სამოთხეში“ – ალბანური მედია გუშინდელ თამაშს აფასებს

ერთა ლიგის მეოთხე ტურში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ალბანეთს უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 0:1 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, ალბანურმა გამოცემა Panorama-მ აღნიშნულ დაპირისპირებაზე დაწერა. „ჯოჯოხეთიდან სამოთხეში! ალბანეთმა საქართველოს სამაგიერო გადაუხადა. თბილისში გამარჯვება ჯგუფიდან გასვლის შანსს გვიბრუნებს. საქართველოსთან გამარჯვებით, ალბანეთმა საკუთარი ბედი თავის ხელში აიღო. ახლა ჯგუფის მოგების პრეტენდენტები ვართ. სილვინიოს გუნდი მოედანზე უფრო დალაგებული ჩანდა მიუხედავად იმისა, რომ დიდ ზეწოლას განიცდიდა. ტირანაში ჩატარებული მატჩისგან განსხვავებით, ალბანეთმა კარში ზუსტად დაარტყა, რამაც შედეგი გამოიღო. ჯგუფიდან გასვლა შესაძლებელია, ახლა გოლების სხვაობა იქნება მნიშვნელოვანი. შეგახსენებთ, რომ 4 ტურის შემდეგ, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 6 ქულა აქვს.…

მეტი...

ქობულეთში 6 თვის ორსული ავარიაში დაიღუპა, მის მეუღლეს ოპერაციას უკეთებენ – ახალი დეტალები

ქობულეთში, მძიმე ავარიას 6 თვის ორსული, ანანო ხურციძე ემსხვერპლა. მის მეუღლეს ოპერაციას უკეთებენ. მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე წერს: „ავარია ქობულეთში მოხდა (ნაკაიძეებს უფრო ეძახიან მაგ ადგილს,) ხუცუბნამდე არ მისული ნაძვს შეასკდნენ გლოვობს ჩემი ქობულეთი სოფელი სამება და ლანჩხუთი. 6 თვის ორსული იყო ანანოს მეუღლეს ანდრიას ამ წუთებში უკეთებენ ოპერაციას უმძიმესადაა თავი აქვს დაზიანებული. ანანო სოფელ სამებაში იყო გათხოვილი  ცხედარი ლანჩხუთში მამის ოჯახშია გადასვენებული”, – წერს შოთო სიხარულიძე.

მეტი...

„სამეფო კარის თამაშების“ ცნობილი რკინის ტახტი აუქციონზე 1.49 მილიონ დოლარად გაიყიდა

სერიალ ,,სამეფო კარის თამაშების“ ცნობილი რკინის ტახტი აუქციონზე 1.49 მილიონ დოლარად გაიყიდა. ინფორმაციას cbsnews-ი ავრცელებს. აშშ-ში, დალასში, Heritage Auctions-მა სერიალის ფანებს 900-ზე მეტი ლოტი შესთავაზა. აუქციონის მიერ გაყიდული რეკვიზიტების ღირებულებამ, საერთო ჯამში, 21 მილიონი დოლარი შეადგინა. ყველაზე ძვირადღირებული ლოტი რკინის ტახტი იყო, რომლისთვის სერიალის გმირები რვა სეზონის განმავლობაში იბრძოდნენ. ექვსწუთიანი ვაჭრობის შემდეგ, ტახტი 1,49 მილიონ დოლარად გაიყიდა. რკინის ტახტის რეპლიკა პლასტმასისგან არის დამზადებული და ჩამოსხმულია ეკრანის ორიგინალური ვერსიიდან.

მეტი...

ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეისკენ მიმავალი საავტომობილო გზები ააფეთქა

ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეასთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზების ნაწილი ააფეთქა. ინფორმაციას სამხრეთ კორეული მედია სამხედროებზე დაყრდნობით ავრცელებს. აფეთქებამდე ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ სამხრეთ კორეა გააფრთხილა, რომ გადაკეტავდა საავტომობილო და სარკინიგზო გზებს, რომელიც ადრე ორ კორეას შორის თანამშრომლობის სიმბოლოდ ითვლებოდა. აღსანიშნავია, რომ კონფლიქტი ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის 11 ოქტომბერს გამწვავდა. მაშინ ფხენიანმა სეული უპილოტო საფრენი აპარატების გაშვებაში დაადანაშაულა.

მეტი...

ანტონიუ გუტერეში გმობს მსხვერპლის დიდ რაოდენობას ჩრდილოეთ ღაზაში ისრაელის ბოლოდროინდელი მოქმედებების დროს

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში გმობს მსხვერპლის დიდ რაოდენობას ჩრდილოეთ ღაზაში ისრაელის ბოლოდროინდელი მოქმედებების დროს. „ის მტკიცედ მოუწოდებს კონფლიქტის ყველა მხარეს, დაიცვან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი და ხაზს უსვამს, რომ სამოქალაქო პირები ყოველთვის უნდა იყვნენ დაცულები“, – განუცხადა ჟურნალისტებს გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა, სტეფან დუჟარიკმა.

მეტი...

ქობულეთში ავარიას 6 თვის ორსული ემსხვერპლა

ქობულეთში ავარიას 6 თვის ორსული, ანანო ხურციძე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მძიმედ არის დაშავებული ახალგაზრდა გოგოს ქმარი. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს. „დახატულო გოგო შენი შვილიც კი არ დაგვიტოვე თანწაიყვანე. საცოდავი მამაშენი ცოცხლად მკვდარი დადის მოჩვენებას ჰგავს. ტრაგედია დატრიალდა ზეცაში გაფრინდა მის შვილთან ერთად ანგელოზი. ეჰ გული გამიჩერდა, საშინელება, ენით გამოუთქმელი ტკივილი და უდიდესი ტრაგედიაა, როგორ არ მინდა დავიჯერო რომ ასეთი ანგელოზები ასე უდროოდ იმკვიდრებენ ადგილს ცათა სასუფეველში, ძალიან სამწუხაროა”, – წერს შოთო სიხარულიძე.

მეტი...

ზოოპარკში გარდაცვლილი ცხოველები იპოვეს

ჰონ კონგის ზოოპარკში 8 მაიმუნი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს და წერს, რომ მიმდინარეობს კვლევა, რათა გაარკვიონ რა გახდა ცხოველების გარდაცვალების მიზეზი. დასვენებისა და კულტურული სერვისების დეპარტამენტის განცხადებით, გარდაცვლილია მაიმუნი დე ბრაზა, ერთი ციყვი მაიმუნი, სამი მარმოსეტი და სამი თეთრსახიანი საკი. ტესტირების შედეგების მოლოდინში, ზოოპარკის ძუძუმწოვრების განყოფილება დაიხურება, რათა ტერიტორიაზე დეზინფექცია ჩატარდეს.

მეტი...

უცხოპლანეტელების საძებნელად NASA-მ კოსმოსში ხომალდი გაგზავნა

აშშ-ში, კანავერალის ასაფრენი ბაზიდან კოსმოსური ხომალდი გაუშვეს, რომელიც იუპიტერის ერთ-ერთ ყინულოვან თანამგზავრზე უცხოპლანეტელების სიცოცხლის ნიშნებს მოიძიებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. NASA-მ კოსმოსური ხომალდი ადგილობრივი დროით 12:06 საათზე გაუშვა. ხომალდს მისია წინა კვირას უნდა დაეწყო, თუმცა მისიის გეგმები ქარიშხალ ,,მილტონის“ გამო გადაიდო. ხომალდი Europa Clipper-ი 1,8 მილიარდი მილის დაშორებით მდებარე იუპიტერის იდუმალ თანამგზავრ ,,ევროპაზე“ გაფრინდა. ხომალდი 2030 წლამდე არ ჩამოვა, თუმცა აღმოჩენებმა შეიძლება აქამდე არსებული რეალობა სრულიად შეცვალოს.

მეტი...

ისრაელმა ბოლო 24 საათში ღაზასა და ლიბანში დაახლოებით 230 ტერორისტული სამიზნე დაბომბა

ისრაელმა გასულ 24 საათში ღაზასა და ლიბანში დაახლოებით 230 ტერორისტული სამიზნე დაბომბა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ლიბანში 200-ზე მეტი ჰეზბოლას სამიზნე დაბომბეს, მათ შორის რაკეტების გამშვები დანადგარები და ტანკსაწინააღმდეგო პოზიციები. ისრაელის ჯარებთან შეტაკებისას კი ჰეზბოლას ათობით მებრძოლი დაიღუპა. სამხედრო ოპერაციები ასევე გრძელდება ჯაბალიაში, ცენტრალურ და სამხრეთ ღაზაში.

მეტი...

„ძალიან დასაფასებელი ჟესტი იყო და მადლობას ვუხდით მათ“ – სილვინიო ალბანეთის ჰიმნის დროს ქართველების ტაშზე

ალბანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სილვინიომ საქართველოსთან მოგებული შეხვედრა შეაფასა. „რის ხარჯზე მივაღწიეთ წარმატებას? ადრეც ვთქვი, რომ ჩვენ დაბალანსებულ ჯგუფში ვართ, სადაც ყველას შეუძლია მოგება. საქართველოს ნაკრები აქამდე ხუთმცველიანი ტაქტიკით თამაშობდა, დღეს კი სქემა შეცვალეს. მაგრამ მიმაჩნია, რომ შეხვედრის ბედი არა ტაქტიკის შეცვლამ, არამედ მომენტის გამოყენებამ გადაწყვიტა. შანსები საქართველოსაც ჰქონდა. მთლიანობაში, ჩვენი თამაშით და დღევანდელი გამარჯვებით ძალიან კმაყოფილი ვარ. იმედია, შემდეგშიც ასე გავაგრძელებთ. რაც შეეხება ჰიმნის დროს ქართველი გულშემატკივრების ტაშს, ეს ძალიან დასაფასებელი ჟესტი იყო და მადლობას ვუხდით მათ. მიმაჩნია, რომ, დღევანდელი შედეგების მიუხედავად, შანსები ბოლო ტურამდე ყველა ნაკრებს ექნება“, –…

მეტი...

ზელენსკი ევროპული საბჭოს სამიტზე ,,გამარჯვების გეგმას” წარადგენს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპული საბჭოს სამიტზე ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებს უკრაინის ,,გამარჯვების გეგმას” წარუდგენს. მანამდე ზელენსკიმ 14 ოქტომბერს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ ამ კვირაში უკრაინა ევროპელ პარტნიორებს წარუდგენდა სტრატეგიას, რათა აიძულონ რუსეთი ეს ომი სამართლიანად დაამთავროს. შეგახსენებთ, რომ 17-18 ოქტომბერს ევროპული საბჭოს სამიტი გაიმართება, რომელიც ნაწილობრივ უკრაინის შემდგომ მხარდაჭერას მიეძღვნება.

მეტი...

საარჩევნო უბნის გახსნის მოთხოვნით, ქართველმა ემიგრანტებმა ბრიუსელში აქცია გამართეს

ბრიუსელში, საქართველოს საელჩოსთან, ქართველი ემიგრანტები შეიკრიბნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. მომიტინგეები დამატებითი საარჩევნო უბნის გახსნას ითხოვენ. ,,ქართული ოცნება”, რომელიც ბავშვის მკვლელობით და ცრუ დაპირებებით მოვიდა ხელისუფლების სათავეში, ახლა ცდილობს ქართველი ერის ნების წინააღმდეგ ისევ დარჩეს, მათი არჩევანი რომ იყოს განუსაზღვრელი დროით, ხელისუფლების სათავეში და საქართველო წაიყვანოს უფსკრულისკენ. ამის უფლებას ქართველი ემიგრანტები და ქართველი ერი მათ არ მივცემთ. ახლა ვაპროტესტებთ იმას, რომ “ქართულ ოცნებას“ აქვს მცდელობა, რომ ემიგრანტების გაერთიანების მცდელობა ჩიხში შეიყვანოს, ჩვენი უდიდესი შრომა ჩაყაროს წყალში და არ გახსნას დამატებითი უბნები”, – თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. აქციაზე ისმოდა ლოზუნგები: ,,გაუმარჯოს…

მეტი...

,,ევროკავშირი უკრაინელი სამხედროების მომზადების მისიას 2 წლით გაახანგრძლივებს” – ბორელი

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს ევროკავშირის სასწავლო მისიის გაგრძელება, რომელიც უკრაინელი სამხედროების მომზადებას უზრუნველყოფს. ამის შესახებ შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა განაცხადა. ,,ჩვენ უნდა მივაწოდოთ მეტი შესაძლებლობა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და გავზარდოთ ჩვენი სასწავლო მისია. EUMAM-ის მისიის მანდატს მომდევნო ორი წლის განმავლობაშიც გავაგრძელებთ”, – განაცხადა მან და დასძინა, რომ იმედოვნებს, რომ ევროკავშირის საბჭოში ამ გადაწყვეტილებაზე კონსენსუსი იქნება. ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატი ასევე შეეხო ევროპის მშვიდობის ფონდის თანხების დაბლოკვის თემას, რომელიც წევრ ქვეყნებს უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარებისთვის კომპენსაციისთვის ეგზავნებათ. ამასთან, მან…

მეტი...

,,მესიჯი პუტინისთვის – გავაკეთებთ ყველაფერს, რათა მან ვერ მიაღწიოს მიზნებს” – რუტე

,,ნატოს არ ეშინია რუსეთის მხრიდან მუქარის და გააგრძელებს კიევის ძლიერ მხარდაჭერას”, – ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ვისბადენში, გერმანიაში მისი პირველი ვიზიტის დროს განაცხადა. ,,მესიჯი პუტინისთვის არის ის, რომ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა, რათა დავრწმუნდეთ, რომ ის ვერ მიაღწევს თავის მიზნებს და უკრაინა გაიმარჯვებს”, – თქვა მარკ რუტემ ჟურნალისტებთან ინტერვიუში. ვისბადენში დაგეგმილია უკრაინის დახმარების მთავარი საკოორდინაციო ცენტრის განთავსება.

მეტი...

ბრაზილიაში ძლიერ შტორმს ებრძვიან

უკვე მეორე დღეა, ბრაზილიაში ძლიერ შტორმს ებრძვიან. როგორც ამ დროისთვისაა ცნობილი, სტიქიას, სულ მცირე, 8 ადამიანი ემსხვერპლა. ათასობით ადამიანი, ამ დრომდე, ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. მეტეოროლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ცნობით, ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილებში, ქარის სიჩქარემ 100 კმ/სთ-ს მიაღწია. ცნობილია, რომ შვიდი ადამიანი დაიღუპა სან პაულოში, ბრაზილიის ყველაზე დასახლებულ შტატში, ძირითადად, ძლიერი ქარისა და ძლიერი წვიმის შედეგად ხეების დაცემის გამო.

მეტი...