აშშ ისრაელში თამამად მოქმედებს და უკრაინაში ფრთხილად, რადგან რუსეთი შეიარაღებულია ბირთვული იარაღით, ხოლო ირანი არა – politico

,,ამერიკის შეერთებული შტატები ისრაელში თამამად მოქმედებს და უკრაინაში ფრთხილად, რადგან რუსეთი შეიარაღებულია ბირთვული იარაღით, ხოლო ირანი არა”, – ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის საკითხზე მომუშავე აშშ-ის სენატის თანამშრომელი ამბობს, რომ შესაძლებელია გარისკვა და ისრაელის თავზე ირანული რაკეტების ჩამოგდება თეირანთან პირდაპირი ომის პროვოცირების გარეშე. მისივე თქმით, ამან შეიძლება, გამოიწვიოს ბირთვული ომი, თუმცა გაცილებით მეტი რისკია რუსეთთან დაკავშირებით.

პარალელურად, ბაიდენის ადმინისტრაციის ორი წარმომადგენელი აცხადებს, რომ უკრაინაში აშშ-ის ძალების გაგზავნამ რუსული რაკეტების ჩამოსაგდებად შეიძლება, გამოიწვიოს პირდაპირი სამხედრო დაპირისპირება მსოფლიოს ორ მთავარ ბირთვულ ძალას შორის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე დიდი ომის ფონზე – პოტენციურად აპოკალიფსური შედეგებით.

„პოლიტიკოს“ ცნობით, კიევს სურს, რომ პოლონეთი და რუმინეთი აქტიურად ჩაერიონ როგორც საკუთარ საჰაერო სივრცეში, ასევე დასავლეთ უკრაინაში. ვარშავაში აცხადებენ, რომ პოლონეთი არ იმოქმედებს ნატო-ს მთელი ალიანსის სრული მხარდაჭერის გარეშე.

მსგავსი თემები