უკვე მეორე დღეა, ბრაზილიაში ძლიერ შტორმს ებრძვიან. როგორც ამ დროისთვისაა ცნობილი, სტიქიას, სულ მცირე, 8 ადამიანი ემსხვერპლა.
ათასობით ადამიანი, ამ დრომდე, ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. მეტეოროლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ცნობით, ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილებში, ქარის სიჩქარემ 100 კმ/სთ-ს მიაღწია.
ცნობილია, რომ შვიდი ადამიანი დაიღუპა სან პაულოში, ბრაზილიის ყველაზე დასახლებულ შტატში, ძირითადად, ძლიერი ქარისა და ძლიერი წვიმის შედეგად ხეების დაცემის გამო.