,,ნეთანიაჰუმ არ უნდა დაივიწყოს, რომ მისი ქვეყანა გაეროს გადაწყვეტილებით შეიქმნა” – მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ლიდერებმა ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილეს. როგორც ისრაელის მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, საუბრის დასრულების შემდეგ ემანუელ მაკრონმა ელისეის სასახლეში დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე ბენიამინ ნეთანიაჰუ გააკრიტიკა. „ბატონმა ნეთანიაჰუმ არ უნდა დაივიწყოს, რომ მისი ქვეყანა გაეროს გადაწყვეტილებით შეიქმნა. ამიტომ, ახლა არ არის დრო გაეროს გადაწყვეტილებების უგულებელყოფისთვის“, – ციტირებს მედია წყაროებზე დაყრდნობით მაკრონს. საფრანგეთის პრეზიდენტის კრიტიკის საპასუხოდ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა განცხადება გაავრცელა. „შევახსენებთ საფრანგეთის პრეზიდენტს: ისრაელის სახელმწიფო არა გაერო-ს რეზოლუციამ, არამედ დამოუკიდებლობის ომში მოპოვებულმა გამარჯვებამ დააფუძნა, გმირი მებრძოლების სისხლის ფასად, რომელთაგან ბევრი ჰოლოკოსტს…

მეტი...

,,საქართველოში არჩევნებს ,,ახლოდან დავაკვირდებით” – სახდეპის პრესსპიკერი

,,გვინდა, რომ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს და მომავალ დღეებში არჩევნებს ახლოდან დავაკვირდებით”, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი ტრადიციულ ბრიფინგზე საუბრობს და საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე დასმულ კითხვას პასუხობს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ ავრცელებს.

მეტი...

,,ჩვენ შეგვიძლია, ჩვენ მიერ დაწყებული ევროპული გზა ქართველ ხალხთან ერთად, ლოგიკურად დავასრულოთ” – ივანიშვილი

,,დღეს იმდენად მკაფიო განსხვავებაა „ქართულ ოცნებასა“ და მეორე მხარეს მდგარ „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, რომ საზოგადოებისთვის არჩევანის გაკეთება ძალიან მარტივია”, – განაცხადა ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ზუგდიდში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გასვლით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების“ გუნდს შეუძლია მათ მიერ დაწყებული ევროპული გზა ქართველ ხალხთან ერთად, ლოგიკურად დაასრულოს და ღირსების შენარჩუნებით გახდეს საქართველო ევროკავშირის წევრი. „ჩვენს გუნდს აქვს გამოცდილება, უნარი და, რაც მთავარია, პოლიტიკური ნება, რომ ქვეყანაში მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა უზრუნველყოს. ჩვენ შეგვიძლია, ჩვენ მიერ დაწყებული ევროპული გზა ქართველ ხალხთან ერთად, ლოგიკურად დავასრულოთ და…

მეტი...

გენო პეტრიაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა

ოლიმპიური კომიტეტის ეზოში პარიზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის, გენო პეტრიაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა. ასევე, ახალი სტატუსი დაემატა ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის და სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ტალახაძის ვარსკვლავებს. დღევანდელ ღონისძიებაზე ლაშა ბექაურს, გენო პეტრიაშვილს და ლაშა ტალახაძეს ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ ბინები გადასცა. საქართველომ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, 3 ოქროს, 3 ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოლიმპიურ,ა ჩემპიონმა, გენო პეტრიაშვილმა იდეის ავტორებსა და ორგანიზატორებს ვარსკვლავის გახსნისთვის მადლობა გადაუხადა. ,,ჩემთვის, ძალიან დიდი პატივია ის, რომ ასეთ ლეგენდარულ ადამიანებთან ერთად გაიხსნა ჩემი ვარსკვლავი. დიდი მადლობა ამ ძალიან მაგარი საქმის ორგანიზატორებს, ვისაც აზრი გაუჩნდა და…

მეტი...

,,უკრაინაში თბოელექტრული გენერაციის 90%-მდე განადგურებულია” – უკრაინის პრემიერი

უკრაინის პრემიერ-მინისტრის დენის შმიგალის განცხადებით, ქვეყნის თბოელექტრული გენერაციის თითქმის 90% განადგურებული ან დაზიანებულია. „განსაკუთრებით მოწყვლადია ქალაქები, რომლებიც მსხვილ თბოელექტრულ სადგურებზეა დამოკიდებული. განადგურებული ან დაზიანებულია უკრაინის თბოელექტრული გენერაციის თითქმის 90%. ჩვენს მიზანს ხსენებული დასახლებული პუნქტებისთვის სითბოსა და ელექტროენერგიის ალტერნატიული წყაროების მიწოდებაა“, – თქვა შმიგალმა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ ქვეყნის ყველა თბოლექტრო სადგური და უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგური განადგურებულია. გაზაფხულზე უკრაინამ ენერგიის გენერაციის გიგანტური მოცულობა დაკარგა.

მეტი...

ევროკომისია არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ახალ გეგმას წარადგენს

ევროკომისია არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ახალ გეგმას წარადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. მედიასაშუალების ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა წერილობით მიმართა ევროკავშირის ლიდერებს, რომლებიც 17-18 ოქტომბერს მიგრაციის საკითხის განხილვას გეგმავენ. წერილში ურსულა ფონ დერ ლაიენი აღნიშნავს, რომ ევროკომისია ახალი მანდატის დაწყებისთანავე გეგმავს, განიხილოს ათი საკითხი, რათა დაეხმაროს ევროკავშირის წევრებს მიგრაციულ გამოწვევებთან გამკლავებაში. ევროკომისიის განახლებული შემადგენლობა უფლებამოსილების შესრულებას, სავარაუდოდ, პირველი დეკემბრიდან დაიწყებს. წერილში ევროკომისიის პრეზიდენტი სთავაზობს ევროკავშირის ლიდერებს მაისში შეთანხმებული მიგრაციული პაქტის შესრულების დაჩქარებას. ის ასევე სთავაზობს მეტი შეთანხმების გაფორმებას მიგრანტების წარმომავლობის ან ტრანზიტულ ქვეყნებთან. კერძოდ, საუბარია თურქეთთან, ტუნისთან…

მეტი...

მამარდაშვილი ეროვნული ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელად, ქოჩორაშვილი კი საუკეთესო დებიუტანტად დასახელდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების 2023-2024 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი მამარდაშვილი გახდა. გიორგი ქოჩორაშვილი კი საუკეთესო დებიუტანტად დასახელდა. ასეთია გაზეთ „სარბიელის“ ტრადიციული გამოკითხვის შედეგები. გიორგი ქოჩორაშვილმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში პირველად 2023 წლის სექტემბერში ითამაშა და მას შემდეგ გუნდის შეუცვლელ მოთამაშედ იქცა. მან „ჯვაროსნების“ ფორმით ჩატარებულ 14 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა. ქოჩორაშვილი მონაწილეობდა ევრო 2024-ის პლეი ოფის ორივე მატჩში, 2024 წლის 26 მარტს საბერძნეთის წინააღმდეგ პენალტების სერიაში პირველი დარტყმა შეასრულა. ზაფხულში გიორგიმ საქართველოს ნაკრებთან ერთად ევრო 2024-ის ყველა მატჩი ჩაატარა. პირველ მატჩში თურქეთთან, 32-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების პირველი…

მეტი...

ნიუ იორკში, პალესტინელთა მხარდამჭერ დემონსტრაციაზე 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

ნიუ-იორკში, საფონდო ბირჟასთან პალესტინელთა მხარდამჭერი აქცია გაიმართა. დემონსტრაციაზე დაახლოებით 500 ადამიანი იმყოფებოდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. აქციის მონაწილეები ისრაელისთვის აშშ-ის მხარდაჭერის შეწყვეტას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „მიეცით ღაზას სიცოცხლის უფლება“ და „შეწყვიტეთ გენოციდის დაფინანსება“. პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, დემონსტრაციაზე 206 ადამიანი დააკავეს.

მეტი...

ღაზაში ჰუმანიტარული ვითარების გამოსასწორებლად, აშშ ისრაელს 30 დღეს აძლევს

ღაზაში ჰუმანიტარული ვითარების გამოსასწორებლად, აშშ ისრაელს 30 დღეს აძლევს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა და თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადეს, რომ ისრაელმა სასწრაფოდ უნდა გადადგას ნაბიჯები, რათა ღაზის სექტორში ჰუმანიტარული სიტუაცია გამოსწორდეს. მათი თქმით, ასე ისრაელი თავიდან აიცილებს სამართლებრივ შედეგებს აშშ-ის სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით. ,,ჩვენ გწერთ, რათა ხაზი გავუსვათ აშშ-ს მთავრობის ღრმა შეშფოთებას ღაზაში ჰუმანიტარული სიტუაციის გაუარესების გამო და ვითხოვოთ თქვენი მთავრობის გადაუდებელი და მდგრადი ქმედებები ამ თვეში, ამ ტრაექტორიის შესაცვლელად”, – წერდნენ ისინი ისრაელელ კოლეგებს 13 ოქტომბერს წერილში.

მეტი...

,,რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ფრიდონ ფაკაური თავისუფალია” – სუს-ი

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ფრიდონ ფაკაური თავისუფალია. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. ,,რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ფრიდონ ფაკაური თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ფრიდონ ფაკაურის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში…

მეტი...

,,საქართველოს მთავრობა საკუთარ მოსახლეობას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ქვებს უდებს” – ანა ლიურმანი

,,საქართველოს მთავრობა საკუთარ მოსახლეობას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ქვებს უდებს”, – განაცხადა ევროპისა და კლიმატის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანა ლიურმანმა. ,,ქართველები ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოცნებობენ. სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა საკუთარ მოსახლეობას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ქვებს უდებს. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ, რომ ეს ოცნება რეალობად ვაქციოთ. ქართველ ხალხს აქვს უფლება, არჩევნებზე თავისუფლად გადაწყვიტოს თავისი მომავალი”, – აღნიშნა ლიურმანმა. საფრანგეთის ევროპის მინისტრი, ბენჟამენ ჰადადი კი ამბობს, რომ ევროკავშირი საქართველოში არსებული სიტუაციით შეშფოთებულია. ,,შეშფოთებულები ვართ საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. ძალიან ფხიზლად ვადევნებთ თვალს იმას, რაც საქართველოში ხდება. საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და…

მეტი...

ოზურგეთში, ,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრებს თავს დაესხნენ

ოზურგეთში, ,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრებს თავს დაესხნენ. როგორც პარტიის წევრები ამბობენ, სოფელ გურიანთაში, ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლები იყვნენ შეკრებილები, რომლებიც, მათი თქმით, შეხვედრას საარჩევნო სიებით მანიპულაციების თაობაზე მართავდნენ. ოპოზიციის წევრები სწორედ ამ შეხვედრაზე, ვითარების გასარკვევად მივიდნენ, რასაც მათზე თავდასხმა მოჰყვა. იყო მათთვის ტელეფონების წართმევის მცდელობაც.

მეტი...

თბილისში ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სასწრაფოს მანქანა შეეჯახნენ

თბილისში თამარაშვილის გამზირზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა შეეჯახნენ. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა 3 ადამიანი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მეტი...

,,ბანერზე წაშალეს სიტყვები „არა ომს“, რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ისინი წარმოადგენენ ომის პარტიას” – პრემიერი

,,ამ ადამიანებმა ბანერზე წაშალეს სიტყვები „არა ომს“, რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ისინი წარმოადგენენ ომის პარტიას”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ბანერის დაზიანებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა. პრემიერის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა აღნიშნული სიტყვების წაშლით თავადვე დაამტკიცეს ის, რასაც ხელისუფლება ამდენი ხნის განმავლობაში ამტკიცებდა. „ბანერების დაზიანება ძალიან საინტერესო ფაქტია. ერთი რომ, მეტი საქმე არ აქვთ კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერებს და მეორე, ამ ადამიანებმა ბანერზე წაშალეს სიტყვები – „არა ომს“, რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ისინი წარმოადგენენ ომის პარტიას, რასაც ვამტკიცებთ ამდენი ხნის განმავლობაში, ის თავადვე დაამტკიცეს, როცა წაშალეს…

მეტი...

,,მხოლოდ თაღლითმა შეიძლება, შესთავაზოს საზოგადოებას 1000-ლარიანი პენსიის დაპირება” – პრემიერი

,,მხოლოდ თაღლითმა შეიძლება, შესთავაზოს საზოგადოებას 1000-ლარიანი პენსიის დაპირება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 1000-ლარიანი პენსიის დაპირება თავად ოპოზიციამ გააცამტვერა, თუმცა მამუკა ხაზარაძე ჯიუტად მაინც არ იშლის თავისას. „მხოლოდ თაღლითმა შეიძლება შესთავაზოს ასეთი დაპირება საზოგადოებას. ის არის სასამართლოს მიერ აღიარებული როგორც თაღლითი და თავად ცდილობს, რომ მორიგი არგუმენტები წარმოადგინოს ამ სტატუსის სასარგებლოდ. 1000-ლარიანი პენსია ნიშნავს, რომ ჯამში 10 მილიარდი ლარი უნდა იყოს გამოყოფილი ბიუჯეტში. ამ დროს თქვენ იცით, რომ ხაზარაძეს აქვს კონკრეტული დაპირება, მას სურს, საქართველომ რუსეთს დაუწესოს სანქციები, რაც ნიშნავს იმას, რომ…

მეტი...

ფოტორეპორტაჟი სინძიანგის უნიკალური მუზეუმიდან

სინძიანგის ავტონომიური რეგიონი მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში. სინძიანგს გააჩნია უნიკალური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა. მათ შორის, ისტორიული ადგილები, ტექსტილი, ფრესკები, ძვირფასი სამკაულები, მუმიები და სხვა საგანძური, რომელიც სწორედ ამ მუზეუმშია გამოფენილი. ეს მუზეუმი არის სიმბოლო დიდი ისტორიის, კულტურის, განვითარების. ამ ერთ სივრცეში, მთელი ისტორიის აღქმა და შეფასება შეიძლება. ეს საგამოფენო სივრცეები მიზნად ისახავს სიძნიანგის უდიდესი ისტორიული კულტურის გავრცელებას სინძიანგის ყველა ეთნიკური ჯგუფის კულტურული რელიკვიებისა და შესაბამისი მატერიალური კულტურის მეშვეობით.სინძიანგმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აბრეშუმის გზის ცივილიზაციის გაძლიერებაში. მუზეუმში თითო სივრცე თითო ეპოქას ეხება. მაგალითად, ნეოლითის ხანა, ბრინჯაოს ხანა, რკინის ხანა და ასე…

მეტი...

ამღერებული გიორგი ქოჩორაშვილი (video)

სოციალურ ქსელში ამღერებული საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის გიორგი ქოჩორაშვილის ვიდეო ვრცელდება.  „დინამო,დინამო“ მღერის ქოჩორაშვილი. ცნობოსთვის, გუშინ ალბანეთთან შეხვედრა გიორგი ქოჩორაშვილმა დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.

მეტი...

“ისრაელი ირანს ძალიან მალე უპასუხებს”- იოავ გალანტი

“ისრაელი ირანს ძალიან მალე უპასუხებს, ეს პასუხი კი ზუსტი და მომაკვდინებელი იქნება” – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა. გალანტმა მძევლების ოჯახის წევრებთან შეხვედრისას ისრაელის მხრიდან ირანის თავდასხმაზე საპასუხო დარტყმის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ძალიან მალე მოხდება. „ეს იქნება ზუსტი და მომაკვდინებელი პასუხი“ – განაცხადა გალანტმა.

მეტი...

ქუთაისში ბავშვთა გასართობ ცენტრში ხანძარი გაჩნდა

ქუთაისში ბავშვთა გასართობ ცენტრში ხანძარი გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ელექტროგაყვანილობას გაუჩნდა და შენობის დიდი ნაწილი დაიწვა. შემთხვევის დროს ადგილზე ერთი ადამიანი იყო, რომელმაც მსუბუქი დამწვრობა მიიღო. ადგილზე რამდენიმე სახანძრო სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ხანძარი ლიკვიდირებულია.

მეტი...

“ევროკავშირის წევრობა საუკეთესო იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის”- გერმანიის ელჩი

“ევროკავშირის წევრობა საუკეთესო იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის, მაგრამ საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა გაწევრიანება” – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი პლატფორმა X-ის პირად გვერდზე წერს. ელჩი საუბრობს დღეს არსებული ვითარების რისკებზეც. “საქართველოში გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების [შეხვედრაზე] ვთქვი, რომ ევროკავშირის წევრობა საუკეთესო იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის, მაგრამ საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა გაწევრიანება. ასევე აღვნიშნე ამჟამინდელი ვითარების ეკონომიკური რისკები საქართველოსთვის: სავალუტო ბაზარი, საკრედიტო რეიტინგი, შეღავათიანი ფინანსები, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ვაჭრობა, ტურიზმი და ემიგრაცია” – წერს ფიშერი.

მეტი...

აქცია “ბოლო შანსი”, ორბი ჯგუფის ახალ პროექტში! პირველი 80 აპარტამენტი, მხოლოდ $19 500-ად უკვე აშენებულ Comfort by Orbi-ში!

მორიგი უპრეცენდენტო შეთავაზება ორბი ჯგუფისგან მომხმარებელს, რომელიც ბათუმის ყველაზე პრესტიჟულ ტურისტულ უბანში მშენებარე პროექტს შეეხება. კომპანიამ დაიწყო გაყიდვები, უკვე აშენებულ პროექტ Comfort by Orbi -ში, რომელიც გმირთა ხეივანში მდებარეობს. შეთავაზების უნიკალურობა,  პროექტის არქიტექტურული ღირებულებისა და ადგილმდებარეობის გარდა,  იმაში მდგომარეობს, რომ პირველი 80 აპარტამენტის შეძენა მსურველებს,  მხოლოდ 19 500 დოლარად შეეძლებათ.   ეს არის შანსი, რომელიც ქართულ და საერთაშორისო ბაზარზე, დღეის მონაცემებით უპრეცენდენტოა. უფრო მეტ დეტალს, პროექტ Comfort by Orbi -ზე, ორბი ჯგუფის გენერალური დირექტორი, ირაკლი კვერღელიძე გვიზიარებს. – კიდევ ერთი ახალი პროექტი ბათუმში და კიდევ ერთი უნიკალური აქცია გაყიდვების სტარტზე ორბი ჯგუფისგან.…

მეტი...

“საქართველოს ყოფილი პრემიერი ამბობდა, რომ მზად არიან სამხრეთ ოსეთისთვის და აფხაზეთისთვის 10 მილიონი ევრო გამოყონ”-კოკოითი

“ივანიშვილის განცხადებამ გამახარა. ვიფიქრე, დიახ, არსებობენ ის პროგრესული ძალები, რომლებიც მზად არიან რუსეთთან შეხვედრაზე წავიდნენ, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ, მისი პარტიის გენერალური მდივანი სხვა განცხადებას აკეთებს, რომ რუსეთმა სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან თავისი სამხედრო ბაზები უნდა გაიყვანოს” – ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ყოფილმა ლიდერმა, ედუარდ კოკოითმა განაცხადა. კოკოითი ამბობს, რომ დღეს საქართველო მტერია. „საქართველო დღეს მტერია, არც აფხაზეთთან და არც სამხრეთ ოსეთთან დოკუმენტს ხელს არ აწერენ. ჩვენ მშვიდობისთვის მზად ვართ, მაგრამ სანამ მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდებით, ხელი მოვაწეროთ დოკუმენტებს ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ჩვენ პრეტენზიები გვაქვს და თრუსოსა და გუდოს ხეობების…

მეტი...

“დასავლურ ქვეყნებში უკრაინის მხარდაჭერისგან დაღლილობა სულ უფრო იზრდება”- ელინა ვალტონენი

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი აცხადებს, რომ დასავლურ ქვეყნებში უკრაინის მხარდაჭერისგან დაღლილობა სულ უფრო იზრდება. „დაღლილობა რეალურია და ის იზრდება“, – აღნიშნა ფინელმა დიპლომატმა. მისი განცხადებით, დასავლეთში სულ უფრო მეტად აქვთ კონფლიქტის დარეგულირების რაიმე ფორმის მოძებნის იმედი. მინისტრის თქმით, ზოგიერთმა დასავლელმა მაღალჩინოსანმა დაიწყო ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის გზების განხილვა იმის მიუხედავად, რომ პუტინის ჯარებს ოკუპირებული აქვთ უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით მეხუთედი.

მეტი...

ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის, გენო პეტრიაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა

ოლიმპიური კომიტეტის ეზოში  გენო პეტრიაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა. ოლიმპიურმა ჩემპიონმა, იდეის ავტორებსა და ორგანიზატორებს ვარსკვლავის გახსნისთვის მადლობა გადაუხადა. “ჩემთვის, ძალია დიდი პატივია ის, რომ ასეთ ლეგენდარულ ადამიანებთან ერთად გაიხსნა ჩემი ვარსკვლავი. დიდი მადლობა ამ ძალიან მაგარი საქმის ორგანიზატორებს, ვისაც აზრი გაუჩნდა და ა.შ. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგან გვერდში დგომისთვის, გულშემატკივრობისთვის“ – განაცხადა გენო პეტრიაშვილმა.  

მეტი...

რუსმა სამხედროებმა წინ წაიწიეს დონეცკის ოლქში

რუსმა სამხედროებმა წინ წაიწიეს დონეცკის ოლქის ქალაქ ტორეცკში, ქალაქში განადგურებულია რაიონები. ამის შესახებ უკრაინული ტელემარათონის ეთერში ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფის „ლუგანსკის“ პრესმდივანმა, ანასტასია ბობოვნიკოვამ განაცხადა. „დღეს DeepState-მა განაახლა რუკა, სადაც ნაჩვენებია, რომ ტორეცკში მტერი წინ მიიწევს. სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ასეა. მტერი იყენებს ტაქტიკას: არტილერია, ვანადგურებთ ქალაქს, ვანადგურებთ რაიონებს. ტორეცკში უკვე მთელი რაიონები აღარ არის“ – განაცხადა ბობოვნიკოვამ.

მეტი...

„დავკარგეთ ჩვენი თანაგუნდელი ელენე“- “კოალიცია ცვლილებისთვის” განცხადებას ავრცელებს

14 ოქტომბერს კახეთიდან მომავალი ავტომანქანის ავტოსაგზაო შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, რომელიც პოლიტიკური გაერთიანება “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრი იყო. ამის შესახებ პარტიაში განცხადება გააკეთეს და დაგეგმილი ღონისძიებები გადადეს. “დღეს ჩვენი კოალიციისთვის უმძიმესი დღეა, დავკარგეთ ჩვენი თანაგუნდელი ელენე, მასთან ერთად მყოფი ანა, ახლა იბრძვის გადარჩენისთვის… ვაუქმებთ ბათუმში დაგეგმილ ღონისძიებას”- აცხადებენ პარტიაში.

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ნიკა გილაურს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ნიკა გილაურს ხვდება. ამის შესახებ ინფორმაცის მედია ავრცელებს. შეხვედრა, სავარაუდოდ, “ტექნიკურ მთავრობას” უკავშირდება.  

მეტი...

ისრაელში, აშდოდთან მომხდარ სროლას მსხვერპლი მოჰყვა

ისრაელში, აშდოდთან მომხდარ სროლას მსხვერპლი მოჰყვა. ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შემთხვევა ქალაქ აშდოდის ჩრდილოეთით მდებარე გზატკეცილზე მოხდა, როდესაც შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა. თავდასხმის შედეგად, ერთი პოლიციელი დაიღუპა და ოთხი ადამიანი დაშავდა.

მეტი...

“ვხედავთ დასავლეთის ქვეყნების დაუფარავ მცდელობებს, საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებაზე ზეწოლა მოახდინონ”- პესკოვი

“ჩვენ საქართველოს შიდა საქმეებში არ ვერევით” – ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა. „რაც შეეხება არჩევნებს, ეს ჩვენი საქმე არ არის. ვხედავთ დასავლეთის ქვეყნების დაუფარავ მცდელობებს, საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებაზე ზეწოლა და საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობაზე პირდაპირი გავლენა მოახდინონ. ჩვენ საქართველოს შიდა საქმეებში არ ვერევით და ამის გაკეთებას არც ვაპირებთ“ – განაცხადა პესკოვმა. კრემლის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ ორმხრივ ურთიერთობებში არსებული გართულებები ხალხებს შორის კავშირების განვითარებას ხელს არ უშლის. „საქართველო ჩვენი მეზობელია. თქვენ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში არსებული ყველა გართულება იცით, რაც ამავდროულად, ორი ქვეყნის საზოგადოებებსა და ხალხებს შორის ჰუმანიტარული კავშირების განვითარებას…

მეტი...

“საქართველოსთან მოგება ერთ-ერთი ყველაზე საამაყო ამბავია ჩემს ცხოვრებაში”- ალბანელთა ნაკრების კაპიტანი

არდიან ისმაილმა საქართველოსთან მატჩი შეაფასა. ალბანელი ფეხბურთელი ამაყობს, რომ ერთა ლიგაზე თბილისში მოგებულ მატჩში გუნდის კაპიტანი იყო. „გამარჯვების გასაღები საკუთარი ძალების რწმენა გახლდათ. მოედანზე სამი ქულის მოსაპოვებლად გავედით და ვფიქრობ, რომ მოგება დავიმსახურეთ. ეს კი დიდი მოტივაციაა ნოემბრის მატჩებისთვის, რომლებიც ჩვენთვის ფინალის ტოლფასი იქნება. მიმაჩნია, რომ საქართველოსთან მოგება ერთ-ერთი ყველაზე საამაყო ამბავია ჩემს ცხოვრებაში, რადგან გუნდი მოედანზე კაპიტნის სამკლავურით გავიყვანე. რთულ ჯგუფში ვართ, რაც შედეგებზეც აისახა, მაგრამ ჩვენ ძლიერი და მებრძოლი გუნდი ვართ, რომელიც ვითარდება და წინ მიდის. დიდი ნაკრებებიც აგებენ და ჩვენც არ ვართ გამონაკლისი. ტირანაში საქართველოსთან დამარცხება  მტკივნეული…

მეტი...

აშშ-ის მერყევ შტატებში, დონალდ ტრამპს კამალა ჰარისზე მცირე უპირატესობა აქვს

აშშ-ის მერყევ შტატებში, ამომრჩევლებს შორის, ვინც არჩევანის გაკეთებას 5 ნოემბრამდე აპირებს, დონალდ ტრამპს კამალა ჰარისზე მცირე უპირატესობა აქვს. ჰარვარდის ამერიკული პოლიტიკური კვლევის ცენტრის გამოკითხვამ აჩვენა, რომ საკვანძო შტატებში ამომრჩეველთა 48 პროცენტი ხმას მისცემს ტრამპს, 47 პროცენტი კი აცხადებს, რომ კამალა ჰარისს დაუჭერს მხარს. გამოკითხულთა კიდევ 5 პროცენტმა თქვა, რომ სხვა არჩევანი აქვს. კამალა ჰარისს მთელი ქვეყნის მასშტაბით ადრეულ ამომრჩეველთა შორის 51 პროცენტით ძლიერი 8-პუნქტიანი უპირატესობა აქვს.

მეტი...

“ხელისუფლება იმსახურებს მეტსახელ „რუსულს“, რადგან ის კრემლის მეთოდებს იყენებს”- სალომე ზურაბიშვილი

“ეს არა ჩვეულებრივი არჩევნები, არამედ ევროპულ მომავალსა და რუსულ წარსულს შორის არჩევანია” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა Financial Times-სთან ინტერვიუში განაცხადა. ზურაბიშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ „ტრადიციული მეთოდებით“ გამარჯვებას არ ცდილობს და არჩევნებზე მაღალი აქტივობა „ქართული ოცნების“ სრულ დამარცხებას ხელს შეუწყობს. „ამიტომ არჩევნებში გამარჯვების საშუალება არჩევნების გაყალბებაა. ეს უკვე დაიწყო. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია მობილიზაცია, რადგან ერთადერთი სცენარი, რომლითაც მათ არჩევნების მოპარვის მცდელობა შეუძლიათ, არის თუ ხალხი თავად არ მობილიზდება“- აღნიშნა პრეზიდენტმა. ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ 12-წლიან მმართველობას „ერთპარტიულ მმართველობას“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ „ისინი ქვეყნის ყველა ინსტიტუტს აკონტროლებენ“. „როგორ მოიშორებთ რუსულ…

მეტი...

“ევროკავშირის წევრობაზე ქართველებიც ოცნებობენ”- ანა ლიურმანი

“ევროკავშირის წევრობაზე ქართველებიც ოცნებობენ. სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა ქართველებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე აფერხებს”- ამის შესახებ ევროპისა და კლიმატის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანა ლიურმანმა განაცხადა. ის ამბობს, რომ  საქართველოს მოსახლეობას უფლება აქვს, არჩევნების გზით თავისუფლად აირჩიოს საკუთარი მომავალი მიმართულება. „ევროკავშირის წევრობაზე ქართველებიც ოცნებობენ. სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა ქართველებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე აფერხებს. ჩვენ ქართველ ხალხს გვერდში ვუდგავართ, რათა ეს ოცნება აისრულონ. საქართველოს მოსახლეობას აქვს უფლება, არჩევნებზე თავისუფლად და სამართლიანად გადაწყვიტოს თავისი გზა სამომავლო მიმართულების შესახებ“, – განაცხადა ანა ლიურმანმა.

მეტი...

მბაპეს ქალის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ

მადრიდის „რეალის“ ფრანგ ვარსკვლავს, კილიან მბაპეს შვედეთში ქალის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ. ინფორმაცია პოლიციაში შესული შეტყობინების შესახებ ადგილობრივ მედიას შვედეთის პროკურატურაში დაუდასტურეს. „პოლიციაში შესული შეტყობინების თანახმად, ინციდენტი 2024 წლის 10 ოქტომბერს, სტოკჰოლმის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა“, – აღნიშნულია შვედეთის პროკურატურის განცხადებაში. საგამოძიებო ორგანო ეჭვმიტანილის ვინაობას არ აკონკრეტებს, თუმცა, შვედური მედიის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი სწორედ კილიან მბაპეა, რომელიც სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზის დროს ორი დღის განმავლობაში სტოკჰოლმში იმყოფებოდა. გამოცემა Aftonbladet-ი წერს, რომ სასტუმროში, რომელშიც კილიან მბაპე იმყოფებოდა, გამომძიებლები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. სასტუმროს შენობა გამოძიების მასალებში სავარაუდო დანაშაულის ადგილად ფიგურირებს. მბაპემ მედიაში გავრცელებულ ცნობებს…

მეტი...

გორში, ქალი ქუჩაში ცუდად გახდა და გარდაიცვალა

გორში, 60 წლამდე ასაკის ქალი ქუჩაში ცუდად გახდა და გარდაიცვალა. შემთხვევა სტალინის გამზირზე, სასტუმრო „ჯორჯია გოლდის“ წინ მოხდა. ინფორმაციას qartli.ge ავრცელებს. ადგილზე მობილიზებულები არიან პოლიციელები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. როგორც ექიმები ამბობენ, მათ ქალი გარდაცვლილი დახვდათ.

მეტი...

მაშველებმა საცხოვრებელი სახლის პირველ და მეორე სართულებს შორის გაჭედილი კნუტი გამოიყვანეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა მთაწმინდაზე, თაბუკაშვილის 45 ნომერში, საცხოვრებელი სახლის პირველ და მეორე სართულებს შორის გაჭედილი კნუტი გამოიყვანეს და მასზე მზრუნველ ადამიანებს ჩააბარეს. სააგენტო მადლობას უხდის მოქალაქეებს, რომელთა მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ყოველდღიურ რეჟიმში ეხმარებიან. განსაცდელში მყოფი ცხოველის აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე 032 2 421 424.

მეტი...