სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება ხვიჩა კვარაცხელიასა და მისი ვაჟიშვილის, დამიანეს ფოტო. როგორც ირკვევა პატრა მამასთან ერთად იტალიაში იმყოფება. ქართველი ფეხბურთელი და ნიცა თავაძე მშობლები 21 აგვისტოს გახდნენ.
მეტი...დღე: ოქტომბერი 1, 2024
კვარაცხელია სერია A-ს სექტემბრის სიმბოლურ გუნდში დაასახელეს
ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სექტემბრის სიმბოლურ გუნდში დაასახელეს – რჩეული თერთმეტეული ანალიტიკურმა ინტერნეტ-პორტალმა WhoScored-მა შეადგინა. საქართველოს ნაკრების ლიდერმა სექტემბერი მაღალ დონეზე ჩაატარა, ისევე როგორც „ნაპოლიმ“ და გუნდს სერია A-ში გალიდერებაში დაეხმარა. ქართველმა თავდამსხმელმა სამი მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა („კალიარისთან“ და „მონცასთან“) და ერთი საგოლე გადაცემა („კალიარისთან“) შეასრულა. ანალიტიკურმა პორტალმა ხვიჩას სექტემბერში ჩატარებული თამაშების მიხედვით, საშუალოდ 7,5 ქულა დაუწერა. ამ შეფასებამ ქართველ თავდამსხმელს საშუალება მისცა, სერია A-ს სექტემბრის სიმბოლურ გუნდში მოხვედრილიყო.
მეტი...„მსოფლიო ცეცხლშია გახვეული. თავდასხმა არ მოხდებოდა, თეთრ სახლში მე რომ ვყოფილიყავი”- ტრამპი
„მსოფლიო ცეცხლშია გახვეული“ – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი აცხადებს. ტრამპი ირანის მხრიდან ისრაელზე სარაკეტო თავდასხმის დაწყებას ეხმაურება. „პრეზიდენტ ტრამპის დროს ჩვენ არ გვქონია ომი ახლო აღმოსავლეთში. 7 ოქტომბერს „ჰამასის“ თავდასხმა არ მოხდებოდა, თეთრ სახლში მე რომ ვყოფილიყავი“ – აღნიშნავს ტრამპი. ისრაელში აფეთქებები ხმა ისმის. ისრაელის მედიის ცნობით, ირანმა ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა გაუშვა.
მეტი...ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქციას მართავენ
ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები თბილისში, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქციას მართავენ. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათ სურთ ხმა მიაწვდინონ ბიძინა ივანიშვილს შუქრუთელების პრობლემების შესახებ. მათივე თქმით, „ჯორჯიან მანგანეზის” მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად დაინგრა მათი სახლები, დაზიანდა ნიადაგი, ეზოები და ნაკვეთები და სოფელში ცხოვრება უკვე გაუსაძლისი გახდა, აქედან გამომდინარე ისინი სოფლისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას და ამ პროცესში ცენტრალური ხელისუფლების ჩართვას ითხოვენ. შუქრუთის მცხოვრებთა ნაწილი პარლამენტთან თითქმის ერთი თვეა შიმშილობს.
მეტი...სარაკეტო თავდასხმის გამო, ისრაელმა, იორდანიამ და ერაყმა საჰაერო სივრცე დაკეტეს
ირანის მხრიდან ისრაელზე სარაკეტო თავდასხმის გამო, ისრაელმა, იორდანიამ და ერაყმა საჰაერო სივრცე დაკეტეს. ბენ გურიონის აეროპორტში ყველა ფრენა გაუქმებულია. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ირანის სარაკეტო თავდასხმის შედეგად თელ ავივში ორი ადამიანი დაშავდა. ქვეყნის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ისრაელი ირანის სარაკეტო თავდასხმას უპასუხოდ არ დატოვებს. „ჩვენ სრულ მზადყოფნაში ვართ თავდაცვისა და შეტევისთვის. ჩვენ დავიცავთ ისრაელის მოქალაქეებს. ამ თავდასხმას შედეგები მოჰყვება“ – განაცხადა ჰაგარიმ. ცნობისთვის, ისრაელში აფეთქებები ხმა ისმის. ისრაელის მედიის ცნობით, ირანმა ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა გაუშვა.
მეტი...მჭადითა და ყველით მოხიბლული ლეგენდარული მებრძოლი-რა კადრებს ავრცელებს დვალიშვილი (video)
UCF-ის ქართველმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა ლეგენდარულ მებრძოლს, დენიელ კორმიეს მჭადი და ყველი გაასინჯა. როგორც გავრცელებულ ვიდეოში ჩანს,კორმიე სიამოვნებით მიირთმევს და გასინჯულით მოხიბლულია. მერაბ დვალიშვილი UCF-ის ჩემპიონი სულ ცოტა ხნის წინ გახდა. მან ამერიკელი მეტოქე დაამარცხა და კუთვნილ ქამარს დაეუფლა.
მეტი...“მოუთმენლად ველოდებით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს მოსახლეობა – ამომრჩეველი”-პოლონეთის პრეზიდენტი
პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განმარტებით, საქართველოში დემოკრატიული ძალები ცდილობენ, მოიპოვონ პოლიტიკური უპირატესობა, ტარდება წინასაარჩევნო შეხვედრები. „ამაზეც ვესაუბრე ქალბატონ პრეზიდენტს და ჩვენ, ყველა მოუთმენლად ველოდებით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს მოსახლეობა – ამომრჩეველი. ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირში მისწრაფებას. არასდროს მეპარებოდა ეჭვი, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობა სურს, მაგრამ თვით საქართველოსაც უნდა ჰყავდეს ისეთი ხელისუფლება, რომელსაც ნამდვილად სურს და ყველაფერს აკეთებს, რათა გახდეს ევროკავშირის წევრი, არა მხოლოდ სურვილით, არამედ იმ პირობების შესრულებითაც, რომელიც საქართველოს ევროკავშირის წევრობის წინაპირობაა. ამიტომ საქართველოს სახელმწიფო უწყებები უნდა იყოს დემოკრატიული. საქართველოში ახლახან „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“…
მეტი...ირანმა ისრაელის მიმართულებით 200-მდე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა
ირანმა ისრაელის მიმართულებით 200-მდე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ირანის თავდასხმა კვლავ მიმდინარეობს და უწყება მოსახლეობას დაცულ ადგილებში დარჩენისკენ მოუწოდებს. ჯერჯერობით დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ირანი ადასტურებს, რომ ისრაელზე სარაკეტო შეტევა დაიწყო, რის შესახებაც ინფორმაციას ქვეყნის სახელმწიფო მედია ავრცელებს. ირანის “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი” აცხადებს, რომ ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს და ისრაელის საპასუხო ქმედებების შემთხვევაში, თეირანის რეაგირება უფრო გამანადგურებელი იქნება.
მეტი...ილია თოფურიას მოგონებები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ ესპანურ მედიაში (video)
UCF- ის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია 2008 წლის ომის შესახებ ერთ-ერთ ესპანურ სატელევიზიო გადაცემაში საუბრობს. მისი თქმით, ომის შესახებ მოგონებები ძალიან მძიმეა. „მოგონებები ძალიან მძიმეა. ყველგან საითაც გაიხედებოდი გვამები იყო, ზოგს მამა მოუკლეს, ზოგს ბიძა, ზოგს ბიძაშვილი. ყველგან უბედურება ტრიალებდა. არ იყო არც საკვები, არც წყალი. გვეძინა სარდაფში. ვერ ვრთავდით შუქს, რათა მათ ბომბი არ ჩამოეგდოთ. ახლა ამის მოყოლა მარტივია, მაგრამ როდესაც ამას განიცდი, როდესაც ფანჯარაში იხედები და ხედავ როგორ მოძრაობენ ქუჩაში ტანკები, ეს ძალიან საშიშია ეს არის ნამდვილი შიში. სწორედ ამიტომ არ მეშინია ოქტაგონში შესვლის, რა უნდა მომივიდეს ოქტაგონში?“-ამბობს…
მეტი...“არასდროს მეპარებოდა ეჭვი, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობა სურს”- ანჯეი დუდა
“საქართველოში ახლახან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მიიღეს – ყველასთვის აშკარაა და აღქმულია ისე, რომ პოლიტიკური ძალები ზღუდავენ არასამთავრობო ორგანიზაციებს და დემოკრატიისკენ მათ მისწრაფებას” – ამის შესახებ პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ ვარშავაში საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ევროკავშირის წევრობა სურს. „საქართველოში დემოკრატიული ძალები ცდილობენ მოიპოვონ პოლიტიკური უპირატესობა, ტარდება წინასაარჩევნო შეხვედრები, ამაზეც ვესაუბრე ქალბატონ პრეზიდენტს და ჩვენ, ყველა მოუთმენლად ველით, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს მოსახლეობა – ამომრჩეველი. ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირში მისწრაფებას. რა თქმა უნდა, არასდროს მეპარებოდა ეჭვი, რომ საქართველოს…
მეტი...„ევროპაში მშვიდობა შეიძლება მხოლოდ რუსეთმა დაარღვიოს”- სალომე ზურაბიშვილი
„ევროპაში მშვიდობა შეიძლება მხოლოდ რუსეთმა დაარღვიოს. ევროპა შეიქმნა მშვიდობისთვის, ევროპაში ერთმანეთის წინააღმდეგ არცერთი ომი ყოფილა, და მითუმეტეს, რუსეთთან მიმართებაში“ – ამის შესახე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთან პირისპირ გამართული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინა იბრძვის არამხოლოდ საკუთარი დამოუკიდებლობის, სუვერენობის, თავისუფლებისა და მშვიდობისთვის, არამედ იბრძვის ყველასთვის – მთლიანად ევროპისთვის და მათ შორის, ყველა იმ ქვეყნისთვის, ვინც რუსეთის მეზობლადაა და ვისაც უკვე გამოცდილი აქვს რუსეთის აგრესია. „ის, რაც რუსეთს ეგონა იქნებოდა მოკლე კამპანია (3 დღიანი თუ არ ვცდები) გაგრძელდა და დღემდე რუსეთმა ვერაფერი მოუხერხა. პირიქით, ამ დროს…
მეტი...სროლა თელ ავივში-არიან დაშავებულები
თელ ავივში სროლის შედეგად არიან დაშავებულები. შემთხვევა იაფაში, ერთ-ერთ რკინიგზის სადგურთან მოხდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმაში, სულ მცირე, ორი ადამიანი მონაწილეობდა, რომელთაგან ერთი ავტომატით იყო შეიარაღებული. თავდამსხმელების გამოსახულებები სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა. ისრაელის პოლიცია მომხდარს სავარაუდო ტერორისტულ აქტად აფასებს. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები. წინასწარი ცნობებით, დაშავებულია, სულ მცირე, ათი ადამიანი, რომელთაგან ორის მდგომარეობა კრიტიკულია.
მეტი...ისრაელის მიმართულებით ირანმა ბალისტიკური რაკეტები გაუშვა
ისრაელის მიმართულებით ირანმა ბალისტიკური რაკეტები გაუშვა. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ. საჰაერო განგაში ისმის მთელი ისრაელის მასშტაბით. ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია. მანამდე, მედიაში ისრაელის მთავრობისა და აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანი ისრაელზე თავდასხმისთვის უახლოეს საათებში ემზადება. ისრაელის სამხედრო უწყებაში განაცხადეს, რომ აშშ-სგან ირანის მხრიდან მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ ინფორმაცია უკვე მიიღეს. ევროპის ქვეყნები საკუთარ მოქალაქეებს ლიბანის დატოვებისკენ მოუწოდებენ
მეტი...ევროპის ქვეყნები საკუთარ მოქალაქეებს ლიბანის დატოვებისკენ მოუწოდებენ
ნიდერლანდების ელჩმა ლიბანში, ფრანკ მოლენმა განაცხადა, რომ ქვეყანაში დარჩენა საშიშია და მოქალაქეებს გამგზავრება ურჩია, სანამ ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია. მისივე თქმით, ჯერჯერობით ნიდერლანდები არ გეგმავს საევაკუაციო რეისის ორგანიზებას, რადგან ეს ჩაითვლება უკიდურეს ზომად, რომელსაც „მიმართავენ მხოლოდ მაშინ, როდესაც არაფრის გაკეთება აღარ არის შესაძლებელი“. გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ 2 ოქტომბერს დანიშნა პირველი საევაკუაციო რეისი ლიბანიდან. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემმა ხაზი გაუსვა, რომ ვითარება ლიბანში შეიძლება „სწრაფად გაუარესდეს“. „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ახლავე გაემგზავროთ, რადგან შემდგომი ევაკუაცია შეიძლება არ იყოს გარანტირებული“ – განაცხადა ლემმა. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა,…
მეტი...“ირანი ისრაელის წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტებით შეტევისთვის ემზადება”- თეთრი სახლი
ირანი უახლოეს მომავალში ისრაელის წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტებით შეტევისთვის ემზადება. ინფორმაციას ამის შესახებ, თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით, „სიენენი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, არ კონკრეტდება ზუსტი თარიღიმ, თუ როდის განხორციელდება ისრაელზე თავდასხმა. „ირანის მხრიდან ისრაელის წინააღმდეგ პირდაპირი სამხედრო თავდასხმა ირანისთვის მძიმე შედეგებს გამოიწვევს“ – აცხადებს თეთრი სახლის წარმომადგენელი.
მეტი...ჰოლანდიაში საქართველოს პირველი საკოლექციო 8 000-ევროიანი ბანკნოტი დაიბეჭდა
ჰოლანდიაში, მაასტრიხში, საქართველოს პირველი საკოლექციო, 8 000-ევროიანი ბანკნოტი დაიბეჭდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კალიგრაფიის ასოციაცია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ლიმიტირებული გამოცემა, რომელიც 5 000 ერთეულისგან შედგება, ევროპის ცენტრალური ბანკის თანხმობით, კომპანია TRESURIUM-მა შეიმუშავა და დააფინანსა. “საკოლექციო ბანკნოტი მდიდარია სიმბოლური ელემენტებით, რომლებიც საქართველოს მრავალსაუკუნოვან, მდიდარ კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობას განასახიერებს. დავით გარეჯის ლავრა, ალავერდის მონასტერი, ქართული მეღვინეობის სიმბოლო – ქვევრი, ქართული კალიგრაფია – სწორედ ამ მნიშვნელოვან ისტორიულ წარსულს წარმოაჩენს პირველი ქართული საკოლექციო ბანკნოტი „ევრო 8000“ -ნათქვამია ინფორმაციაში.
მეტი...წალენჯიხაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში, საცხოვრებელი სახლი დაიწვა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი შეშის გამათბობელს გაუჩნდა. დამწვარია საცხოვრებელი სახლის ოთხი ოთახი. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
მეტი...სამგორში, ემირ ბურჯანაძის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
სამგორში, ემირ ბურჯანაძის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური, სამგორის რაიონში, ემირ ბურჯანაძის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას იწყებს. დაგეგმილი სამუშაოების გამო, პროექტის პირველ ეტაპზე, 2 ოქტომბრიდან საავტომობილო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“- ნათქვამია განცხადებაში.
მეტი...,,იარაღი უნდა გაჩუმდეს, დიპლომატიის ხმა კი, უფრო ხმამაღლა ისმოდეს, რომ ის ყველამ გაიგონოს” – ბორელი
ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესი კომისარი ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. საგანგებოდ გამართულ ვიდეოკონფერენციაზე, ჟოზეფ ბორელმა ლიბანში სამხედრო ინტერვენციის თავიდან აცილების აუცილებლობაზე მიუთითა და აღნიშნა, რომ სამხედრო აქტივობა ვითარებას მკვეთრად გააუარესებს. „იარაღი უნდა გაჩუმდეს, დიპლომატიის ხმა კი, უფრო ხმამაღლა ისმოდეს, რომ ის ყველამ გაიგონოს. „ჰეზბოლა“ 8 ოქტომბრის შემდეგ, ისრაელის ტერიტორიას რაკეტებით ბომბავს. ეს უნდა შეწყდეს. ისრაელისა და ლიბანის სუვერენიტეტი კი გარანტირებული უნდა იყოს. ნებისმიერი სამხედრო ჩარევა სიტუაციას მკვეთრად გააუარესებს, რაც თავიდან უნდა ავიცილოთ“, – აღნიშნა ბორელმა.
მეტი...,,ევროპის ბედი განსაზღვრული იქნება უკრაინაში ომის შედეგით, ასევე მოლდოვასა და საქართველოში დაგეგმილი არჩევნების შედეგებით” – პრეზიდენტი
,,ევროპის ბედი განსაზღვრული იქნება უკრაინაში ომის შედეგით, ასევე მოლდოვასა და საქართველოში დაგეგმილი არჩევნების შედეგებით, ეს ასევე განსაზღვრავს შავის ზღვის უსაფრთხოებას და ამ ზღვის მომავალს, როგორც თანამშრომლობის, დაკავშირებადობისა და მშვიდობის ზღვისა”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა. ,,დემოკრატიული და პროევროპული ძალები საქართველოში სულ იყვნენ. ისინი წარმოადგენდნენ ქვეყნის უმრავლესობას. მათ იციან სად არის ჩვენი მომავალი. მათ იციან, რომ საქართველოს სხვა ალტერნატივა არ გააჩნია. საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტი ომისა და რუსეთის სხვა არაერთი მცდელობისა მიუხედავად შეეცვალა საქართველოს გეზი, წლების განმავლობაში მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ გზას და ევროპულ…
მეტი...,,მიგრანტებს, რომლებიც უნგრეთის ჭიშკარზე აკაკუნებენ, გავგზავნით ბრიუსელის მთავარ მოედანზე” – ორბანი
„ბრიუსელი მიიღებს იმას, რაც სურს: მიგრანტებს, რომლებიც უნგრეთის ჭიშკარზე აკაკუნებენ, გავგზავნით ბრიუსელის მთავარ მოედანზე“, – გააცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უნგრეთის პარლამენტში გამოსვლისას. „თუ ბრიუსელი დაჟინებით განაგრძობს ჩვენი დასჯის გადაწყვეტილებას, ის მიიღებს იმას, რაც სურს: მიგრანტებს, რომლებიც უნგრეთის ჭიშკარზე აკაკუნებენ, ბრიუსელის მთავარ მოედანზე მივიყვანთ“, – აღნიშნა ორბანმა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი გულისხმობდა ევროკავშირის იუსტიციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ბუდაპეშტი ევროკავშირის თავშესაფრის წესების დარღვევისთვის 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა. ორბანმა, ასევე, განაცხადა, რომ ევროპაში „თავისუფალი მოგზაურობის ეპოქა დასასრულს უახლოვდება“, რაშიც მან იგულისხმა გერმანიის გადაწყვეტილება ქვეყნის საზღვრებზე დროებით კონტროლის შემოღებასთან დაკავშირებით და ასევე, საფრანგეთის ახალი პრემიერ-მინისტრის…
მეტი...,,ქართველებმა იციან, რომ თავის დახრას არ მოაქვს მშვიდობა” – პრეზიდენტი
,,ქართველებმა იციან, რომ თავის დახრას არ მოაქვს მშვიდობა. მე ჩვენი საზოგადოების იმედი მაქვს, რომელმაც კარგად იცის, სად არის ქვეყნის მომავალი”, – ასე პასუხობს საქართველოს სალომე პრეზიდენტი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში მიმდინარე პანელზე დასმულ შეკითხვას, ,,რას ეტყვის იმ მოქალაქეებს, რომლებმაც ნახეს, რა მოხდა უკრაინაში და ახლა თვლიან, რომ სჯობს ქვეყანამ თავი დახაროს და უფლება მისცეს ვლადიმირ პუტინს, რომ გაავრცელოს თავისი გავლენა? ასეთები ბევრნი არიან”. ,,არა, ასეთები ბევრნი არ არიან. ქართველებს ბევრი ცუდი გამოცდილება ჰქონდათ რუსეთთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 2014 და 2008 წლამდეც. ეს მოხდა 1921 წელს, შემდეგ 1991 წელსაც. ამიტომ, ქართველებმა…
მეტი...,,ჩვენ მონეტის მეორე მხარე ვართ. თუ უკრაინა სამხედრო აგრესიის მსხვერპლია, ჩვენ ჰიბრიდული ომის” – პრეზიდენტი
,,ამჟამინდელი მთავრობის პირობებში ისე ჩანს, რომ დემოკრატიული თავისუფლებების მხრივ უკუსვლაა. რამდენად სახიფათოა ეს ახალი რეალობა საქართველოსთვის?”, – ეს შეკითხვა საქართველოს პრეზიდენტს ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში მიმდინარე პანელზე დაუსვეს. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს ჰიბრიდული ომი და დემოკრატიული ინსტიტუტების შევიწროება. მისივე თქმით, სჯერა, რომ ქართველი ხალხის ნება მომავალ არჩევნებში ყველა ამ საფრთხეს გადაწონის: ,,ჩვენ მონეტის მეორე მხარე ვართ. თუ უკრაინა სამხედრო აგრესიის მსხვერპლია, ჩვენ ჰიბრიდული ომის, პროპაგანდისა და სხვადასხვა სახის ზეწოლის მსხვერპლი ვართ. ითესება შიში და ასევე დემოკრატიული ინსტიტუტების შევიწროება, რაც გამოიხატება ცოტა ხნის წინ მიღებული რუსული კანონით, რომელიც…
მეტი...დღეიდან საქართველოში „ეროვნული საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემა“ ამოქმედდა
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, 1 ოქტომბრიდან საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში შემოსული ხომალდები ციფრულ მომსახურებას „ერთი ფანჯრის პრინციპით“ მიიღებენ. პროექტი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობით განხორციელდა ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის ზრდისა და საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნებში მეტი ინტეგრირების მიზნით. „ერთი ფანჯრის პრინციპის“ შედეგად, შეიქმნა ერთიანი სისტემა. მასში ჩაერთო ყველა ის საჯარო და კერძო უწყება, რომელთა ნებართვაც აუცილებელია გემის ნავსადგურში შემოსვლისთვის. სიახლის თანახმად, დღეიდან გემის ადმინისტრაცია ერთიან სისტემაში შეძლებს სათანადო დოკუმენტაციას ატვირთვას და აღარ მოუწევს ყველა უწყებისთვის ცალ-ცალკე მიმართვა. ამით გადამზიდავი დაზოგავს არა მხოლოდ დროს, არამედ ხარჯებსაც. წინასწარი კვლევებით, ზემოაღნიშნული სისტემის ამოქმედება ნავსადგურში საკონტეინერო გემების დაყოვნების…
მეტი...სახალხო დამცველი ამომრჩევლებს მოუწოდებს, დროულად გადაამოწმონ მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ამომრჩევლებს, დროულად გადაამოწმონ მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში, რათა არჩევნების დღეს შეძლონ ხმის მიცემის უფლებით სარგებლობა. სახალხო დამცველი განმარტავს, რომ ამომრჩეველთა სიაში ცვლილების მოთხოვნა 8 ოქტომბრის ჩათვლით არის შესაძლებელი. „საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ზოგიერთ შემთხვევაში, საზღვარგარეთ მცხოვრები, საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეები ვერ მოხვდნენ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ამომრჩეველთა სიაში. სახალხო დამცველი განმარტავს, რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლება საზღვარგარეთ მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებაა, ამდენად, სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელია მის უზრუნველსაყოფად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დადგენილი პროცედურების…
მეტი...,,მოვუწოდებ ანტიკორუფციულ ბიუროს, გადახედოს გადაწყვეტილებას” – პრემიერი
,,მოვუწოდებ ანტიკორუფციულ ბიუროს, ისარგებლოს სამართლებრივი დისკრეციით და საპარლამენტო არჩევნებამდე თავი შეიკავოს სხვა შესაბამისი სუბიექტებისთვის გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდებისგან”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა. ამასთან, პრემიერი აცხადებს, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთან“ ერთად, განცხადებული საარჩევნო მიზნით მასთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციებიც მოქმედებენ, რომლებიც ცესკოში ასევე ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებად არიან რეგისტრირებული, თუმცა აღნიშნავს, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ გადაწვეტილება მანიპულაციებისაგან თავის არიდების მიზნით უნდა შეცვალოს. მისი თქმით, წმინდა სამართლებრივი მიდგომით მოქმედების შემთხვევაში, ანტიკორუფციულ ბიუროს განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდება შეიძლება მოუხდეს ცესკოში…
მეტი...არგენტინაში თუთიყუშების შემოსევაა
არგენტინაში, ატლანტის ოკეანის სანაპიროს აღმოსავლეთით, ქალაქ ილარიო ასკასუბს თუთიყუშების შემოსევაა . ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. თუთიყუშები აზიანებენ ელექტრო კაბელებს, მუდმივი ხმაურის გამო მოსახლეობას ძილისა და დასვენების საშუალებას არ აძლევენ და ქალაქს ფეკალიებით აბინძურებენ. ბიოლოგის, დაიანა ლერას განმარტებით, ამის მიზეზი ქალაქის მიმდებარე ტერიტორიებზე ტყეების მასიური გაჩეხვაა, თუთიყუშები იძულებული არიან თავშესაფრის, საკვებისა და წყლის საძებნელად ქალაქში გადაფრინდნენ.
მეტი...უკრაინის თავდაცვის მინისტრმა სამი მოადგილე და ერთი სახელმწიფო მდივანი თანამდებობიდან გაათავისუფლა
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა მისი სამი მოადგილე და ერთი სახელმწიფო მდივანი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ინფორმაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ტელეგრამ არხზეა გამოქვეყნებული. ინფორმაციის თანახმად, უმეროვმა თანამდებობიდან გაათავისუფლა სტანისლავ გაიდერა, ალექსანდრე სერჰი და იური ჯიგირა. ასევე, თანამდებობას დაემშვიდობა ლუდმილა დარაგანი, რომელიც უწყებაში სახელმწიფო მდივნის პოსტს იკავებდა. გაიდერა თავდაცვის მინისტრის ოფისის ხელმძღვანელის თანამდებობას დაიკავებს. დანარჩენი გათავისუფლებული ჩინოვნიკების ბედი ჯერჯერობით უცნობია.
მეტი...„გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინის 200 000 დოზა ქვეყანაში 15 ოქტომბრამდე შემოვა“ – როდის არის აცრისთვის საუკეთესო დრო
„გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინის 200 000 დოზა ქვეყანაში 15 ოქტომბრამდე შემოვა“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძემ განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აცრის გაკეთება ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება. რაც შეეხება ვაქცინას, როგორც ცნობილია, ქვეყანაში ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შემოვა. „ჩვენთან გრიპის სეზონი იწყება ნოემბრის ბოლოდან და გრძელდება მაისამდე, ამიტომ აცრის საუკეთესო დროა ოქტომბრის ბოლო, ნოემბრის პირველი ნახევარი”, – აღნიშნა იმნაძემ. გრიპის სეზონურ ვაქცინაციას დაქვემდებარებული რისკის და სპეციფიკური პრიორიტეტული ჯგუფებია: დიაბეტის მქონე პირები; დიალიზზე მყოფი პირები; C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი), აივ…
მეტი...ჩოხატაურში ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა
ადგილობრივი მედიის ცნობით, ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე, ე.წ. სამების ხიდთან ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 3 ადამიანი, ორი კი მძიმე დაზიანებებით კლინიკაშია გადაყვანილი. ამ დროისთვის, სხვა დამატებითი დეტალები უცნობია.
მეტი...,,სალომე ზურაბიშვილის მოგზაურობა ევროპაში არის ბუკეტი კონსტიტუციის დარღვევის, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წასვლის” – შალვა პაპუაშვილი
,,სალომე ზურაბიშვილის მოგზაურობა ევროპაში არის ბუკეტი კონსტიტუციის დარღვევისა, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წასვლისა”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილთან ერთად, საქართველოს კონსტიტუციის მიმართ უპატივცემულობა გამოხატა იმ ქვეყანამაც, რომელმაც მიიწვია ის. „სამაგალითო შემთხვევა არის, რომელიც შეიძლება აღიწეროს, როგორც მაგალითები როგორ უდიერად ეპყრობა ადამიანი, რომელსაც აქვს ასეთი თანამდებობა საკუთარ ქვეყანას. რა გავიგეთ ჩვენ ამ მთელი ვიზიტის ფარგლებში?! ერთი, ის არღვევს კონსტიტუციას, იმიტომ რომ არ აქვს მთავრობის თანხმობა. მეორე, ის ჩვენი მეგობრები, რომლებიც მას ეპატიჟებიან აჩვენებენ, რომ საერთოდ პატივს არ სცემენ ქართველ ხალხს და მის კონსტიტუციას. როცა საუბარია ხოლმე და…
მეტი...ბლოგერი, რომელიც საკუთარ თავზე დაქორწინდა, ტრაგიკულად დაიღუპა
თურქეთში, სტამბულში, 26 წლის ცნობილი ბლოგერი კუბრა აიკუტი ტრაგიკულად დაიღუპა, ის მე-5 სართულიდან, საკუთარი ბინის ფანჯრიდან გადმოვარდა. ინფორმაციას economictimes-ი ავრცელებს. ახალგაზრდა ქალი 2023 წელს, TIK-TOK-ზე გამოქვეყნებული ვიდეოთი გახდა პოპულარული, როცა საკუთარ თავზე დაქორწინდა. 26 წლის ბლოგერის გარდაცვალების ფაქტს პოლიცია იძიებს. სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე წერილი იპოვეს, რომელზე დაყრდნობითაც ვარაუდობენ, რომ ქალი მაღალსართულიანი შენობიდან თვითონ გადმოხტა.
მეტი...UFC-ის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი ვანში, მშობლიურ სოფელში ჩავიდა
UFC-ის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი ვანში მშობლიურ სოფელში ჩავიდა. სულურის ცენტრში მსოფლიო ჩემპიონის მხარდასაჭერად მეგობრები, პედაგოგები და თანასოფლელები შეიკრიბნენ. მას სოფლის ცენტრში დახვედრა მოუწყვეს და გამარჯვება ერთად იზეიმეს. განსაკუთრებით ემოციური მისი პედაგოგებთან შეხვედრა იყო. ჩემპიონის პირველმა მასწავლებლებმა მისი ბავშვობა გაიხსენეს და აღნიშნეს, რომ ბავშვობაში აქტიურობის გამო ,,მოჩხუბარიძეს” ეძახდნენ. UFC-ის ჩემპიონი საქართველოში 29 სექტემბერს დაბრუნდა. მერაბ დვალიშვილი UFC-ის სუპერ მსუბუქი წონის ჩემპიონი 15 სექტემბერს გახდა.
მეტი...,,ჩვენ ხომ ვერ ვძლებდით უერთმანეთოდ, ახლა რა მეშველება” – ტრაგიკულად დაღუპულ მარის ემშვიდობებიან
ტიკტოკზე პოპულარული თელაველი მარი, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა. ადგილობრივების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ის უკვე გარდაცვლილი იყო. მარის მისი მეგობარი ემოციურად ემშვიდობება: ,,როგორ უყვარდა ფოტოების გადაღება. ასე მგონია ხვალ დილით, ადრე მოვა და გამაღვიძებს. მოდი გთხოვ ჩემთან ხომ გიყვარვარ არ მიმატოვო დარჩი სულ ჩემთან იყავი ჩვენ ხომ ვერ ვძლებდით უერთმანეთოდ რატომ მიშვებ სად მიდიხარ. სულ არ გეცოდები. როცა ცუდად ვიყავი, როგორ ტიროდი. ოხ რავქნა არ ვიცი”, – წერს მარის მეგობარი.
მეტი...,,გარწმუნებთ, ეს საფრთხეს არ შეუქმნის ბელგიის სამეფოში დარჩენას” – კომისარიატის პასუხი ემიგრანტებს
ბელგიაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა ბელგიის კომისარიატს მიმართეს კითხვით, რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ არალეგალი მიგრანტები არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ და საკონსულო აღრიცხვაზე დადგებიან, რაზეც ბელგიის სამეფომ უპასუხა, რომ აღრიცხვის პროცესი ფარულია და მათ პრობლემა არ შეექმნებათ. ,,ბელგიის სამეფო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ მომავალს. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და ვიმედოვნებთ, რომ არჩევნები დარღვევების გარეშე ჩაივლის. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც უნდა გაუმკლავდეს თქვენს გამოხატულ შეშფოთებას: საარჩევნო ზონა არის ნეიტრალური ტერიტორია, რომელსაც ასევე მართავს ნეიტრალური ორგანო ცენტრალური საარჩევნო კომისია. არჩევნების დღე არის ნეიტრალური დღე, როდესაც ძალაუფლება…
მეტი...,,ეს ადამიანები სისხლიან რეჟიმს დემოკრატიის შუქურას უწოდებდნენ” – კალაძე კონგრესმენების განცხადებაზე
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, აბსურდია ამერიკელი კონგრესმენების განცხადება, რომ აშშ-მა ივანიშვილი უნდა დაასანქციროს, რათა საქართველოში დემოკრატია გადარჩეს. ამის შესახებ მან მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. „ჩვენ ვისმენთ აბსურდულ განცხადებებს და სავარაუდოდ, არჩევნების თარიღამდე ეს ყველაფერი კიდევ უფრო გამძაფრდება. როგორ შეიძლება, რომ ეს სისულელე თქვა? ქართველს ამას როგორ ეუბნებიან, რომ საქართველო დემოკრატიის კუთხით უკან ნაბიჯებს დგამს? გავიხსენოთ, სად ვიყავით 2012 წლამდე, რა მდგომარეობა იყო ქვეყანაში და დემოკრატიის შუქურას უწოდებდნენ იმ ბოროტებას, იმ სისხლიან რეჟიმს, რომელსაც „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ წარმოადგენდა. ზუსტად არ მახსოვს ვინ, მაგრამ რომელიღაც პოლიტიკოსმა თქვა, რომ საქართველო ადრე კარგი…
მეტი...