ზელენსკი ევროპული საბჭოს სამიტზე ,,გამარჯვების გეგმას” წარადგენს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპული საბჭოს სამიტზე ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებს უკრაინის ,,გამარჯვების გეგმას” წარუდგენს.

მანამდე ზელენსკიმ 14 ოქტომბერს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ ამ კვირაში უკრაინა ევროპელ პარტნიორებს წარუდგენდა სტრატეგიას, რათა აიძულონ რუსეთი ეს ომი სამართლიანად დაამთავროს.

შეგახსენებთ, რომ 17-18 ოქტომბერს ევროპული საბჭოს სამიტი გაიმართება, რომელიც ნაწილობრივ უკრაინის შემდგომ მხარდაჭერას მიეძღვნება.

მსგავსი თემები