საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. 9 ოქტომბერს, „ჯვაროსნებმა“ პოზნანში მესამე ვარჯიში გამართეს. ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი გველესიანი ინდივიდუალური პროგრამით ემზადებოდნენ. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა შეკრებაზე 23 ფეხბურთელი გამოიძახა. ოქტომბრის სანაკრებო პაუზის დროს საქართველოს ნაკრები ორ შეხვედრას ჩაატარებს. უკრაინის ნაკრებთან მატჩი 11 ოქტომბერს, პოლონეთის ქალაქ პოზნანში გაიმართება, ხოლო ალბანეთის წინააღმდეგ ჩვენი გუნდი 14 ოქტომბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ითამაშებს.
მეტი...დღე: ოქტომბერი 9, 2024
ვერც კი წარმოიდგენთ, რომ ეს საოცარი ნაკეთობები ბამბუკის ძაფებისგან მზადდება
ბამბუკით ქსოვა, ბამბუკზე კვეთა, ბამბუკის შამფური, ბამბუკის საპირფარეშოს ქაღალდი, ლამინირებული მასალა, ბამბუკის ავეჯი, ჩანთები, ქოლგები, კაბები და ასე შემდეგ, რას არ ნახავთ აქ – ბამბუკის ხელოვნების საერთაშორისო მუზეუმში, რომელიც ქალაქ ლეშანში მდებარეობს. ითვლება, რომ ბამბუკის მცენარეს იღბლიანი და გამწმენდი ენერგია მოაქვს სახლში. იღბლიანი ბამბუკის მცენარე ათასობით წლის განმავლობაში გამოიყენება დადებითი ენერგიისა და სიმდიდრის შესაქმნელად. ბამბუკს აქვს უმაღლესი სიმტკიცე ბევრ ჩვეულებრივ ხისტ ხესთან შედარებით. მისი სიძლიერე აღემატება მუხისა და ნეკერჩხლის სიძლიერეს. ეს მუზეუმი 503 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს. აქ, ბამბუკის ძაფებიდან კლასიკურ ნამუშევრებსაც კი ქმნიან, რაც ურთულესი სამუშაოა. ერთი მცირე ნახატის…
მეტი...“ჰეზბოლას” თავდასხმებს ისრაელში ორი ადამიანი ემსხვერპლა
„ჰეზბოლამ“ გოლანის მაღლობების, კირიათ შმონასა და გალილეას მიმართულებით რაკეტები გაუშვა, რის შედეგადაც ისრაელის ორი მოქალაქე დაიღუპა. „დღეს, კირიათ შმონაში მოხდა ის, რისიც გვეშინოდა. წყვილი, რომელიც ძაღლთან ერთად სეირნობდა, რაკეტას ემსხვერპლა“- პოლიციის განაცხადა მეთაურმა, ელი სილოკმა. მედიის ცნობით, ერთი რაკეტა სასწრაფო დახმარების მანქანასთან ჩამოვარდა. ხანძარი გაჩნდა ასევე ქალაქის გარშემო მდებარე რამდენიმე შენობაზე და ღია ტერიტორიაზე. “ირანზე თავდასხმა იქნება მომაკვდინებელი”- ისრაელის თავდაცვის მინისტრი
მეტი...“ირანზე თავდასხმა იქნება მომაკვდინებელი”- ისრაელის თავდაცვის მინისტრი
“ისრაელის ირანზე თავდასხმა იქნება მომაკვდინებელი, ზუსტი და განსაკუთრებით გამაოგნებელი” – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა. „ირანი ვერ გაიაზრებს, თუ რა დაემართა მას, ან როგორ“-აღნიშნა გალანტმა. იოავ გალანტის განცხადებით, ისრაელის უსაფრთხოების სისტემა, ჯარისკაციდან პრემიერ-მინისტრის ჩათვლით, ორიენტირებულია ირანზე თავდასხმის საკითხზე.
მეტი...“როგორ შეიძლება, გვარამია-მელია ჩავიდნენ კახეთში და შეხვდნენ გლეხს, რაზე უნდა ელაპარაკონ?”- კალაძე
“ეს შეხვედრები კეთდება იმისთვის, რომ უბრალოდ თავი მოაწონონ გარედან ჩარეულ ადამიანებს, კონკრეტულ საელჩოებს, უცხოელ დეპუტატებს. ისინი ხალხთან ვერ მიდიან და ვერ ესაუბრებიან პირისპირ” – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი ქუთაისში “კოალიცია ცვლილებისთვის” ყრილობას. კახა კალაძის შეფასებით, უამრავი პოლიტიკური პარტია შეიქმნა, თუმცა ისინი “ნაციონალური მოძრაობის” წიაღში აღმოცენებული რადიკალები არიან. “ეს შეხვედრები კეთდება იმისთვის, რომ უბრალოდ თავი მოაწონონ გარედან ჩარეულ ადამიანებს, კონკრეტულ საელჩოებს, უცხოელ დეპუტატებს. ისინი ხალხთან ვერ მიდიან და ვერ ესაუბრებიან პირისპირ, ამას თავისი ახსნა აქვს. როგორ შეიძლება, პირობითად, გვარამია-მელია ჩავიდნენ კახეთში და შეხვდნენ გლეხს. რაზე უნდა ელაპარაკონ და რა განმარტებები უნდა გააკეთონ?…
მეტი...“რეზოლუციას არანაირი ფასი არ აქვს”- კახა კალაძე
“გავა ცოტა დრო და გამოიკვეთება, როგორც წინა რეზოლუციების შემთხვევაში, რომ ამაში ფული იყო გადახდილი “ – ამის შესახებ თბილისის მერმა მედიასთან განაცხადა. კახა კალაძე ამბობს, რომ ევროპარლამენტში არიან კონკრეტული დეპუტატები, რომლებიც მსგავსი რეზოლუციებისთვის ხელის მოწერის სანაცვლოდ ფულს იღებენ. „მოწოდებები ადრეც იყო, არ დავმალავ და პირდაპირ ვიტყვი, რომ კაბინეტებში ამ და სხვა საკითხებზე იყო ხელის გადაგრეხის მცდელობები. კიდევ უფრო მძიმე საკითხებზეც, რომლებიც, სამწუხაროდ არ იყო გაჟღერებული. იმედი მაქვს, რომ მომავალში ამასაც გააჟღერებენ და იტყვიან რა მოწოდებები იყო და საითკენ მიჰყავდათ ჩვენი ქვეყანა, რომ არა საქართველოს მთავრობა, ქვეყანაში უმძიმესი მდგომარეობა გვექნებოდა. რაც შეეხება…
მეტი...“ჩემი შვილის დაბადებამ საოცარი ემოცია მაჩუქა, ყოველ დღე ბედნიერი ვიღვიძებ”- ხვიჩა კვარაცხელია
“ერთ დღეს იღვიძებ და უკვე მამა ხარ, დიდი პასუხისმგებლობაა. ჩემი შვილის დაბადებამ საოცარი ემოცია მაჩუქა, ყოველ დღე ბედნიერი ვიღვიძებ და იმედია, ამ სიხარულს ყველა ადამიანი გამოცდის ცხოვრებაში”- ამბობს ხვიჩა კვარაცხელია FIFA-ს ჟურნალისტის კითხვას თუ რას ნიშნავსმისთვის ქართველობა, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ასე უპასუხა: „მინდა, რაღაც განსაკუთრებული გავაკეთო ჩემი ქვეყნისთვის. როცა ვუყურებ, რას ვაკეთებ ამ მომენტში, მჯერა, რომ ჩემი საქმით ვეხმარები საქართველოს, საქართველოც მეხმარება მე. უზომოდ ვამაყობ, რომ ქართველი ვარ. მადლობა ღმერთს, რომ საქართველოში დავიბადე და ამ ისტორიული ქვეყნის შვილი ვარ. ყოველთვის მაქსიმუმს გავიღებ, რომ ჩემმა ქვეყანამ მისი შვილით იამაყოს”. ხვიჩა კვარაცხელიამ…
მეტი...ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვდება
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს 10 ოქტომბერს პარიზში შეხვდება. ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. “ეს შეხვედრა შესაძლებლობა იქნება [საფრანგეთის] რესპუბლიკის პრეზიდენტისთვის ხელახლა დაადასტუროს საფრანგეთის ერთგულება, გააგრძელოს გრძელვადიან პერიოდში და ყველა მის პარტნიორთან ერთად უკრაინისთვისა და უკრაინელი ხალხისთვის ურყევი მხარდაჭერა” – ნათქვამია ელისეს სასახლის განცხადებაში. გარდა ამისა, ვოლოდიმერ ზელენსკი, 11 ოქტომბერს, რომის პაპს ფრანცისკეს შეხვდება. რომის პაპი ფრანცისკე უკრაინის პრეზიდენტს 11 ოქტომბერს შეხვდება
მეტი...უხვმა ნალექმა საჰარას უდაბნო დატბორა
მაროკოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მოსულმა უხვმა ნალექმა საჰარას უდაბნო დატბორა. წყალმა ირიკის ტბის შევსებაც დაიწყო, რომელიც 50 წლის მანძილზე დამშრალი იყო. AP News-ი მაროკოს მეტეოროლოგიის გენერალური დირექტორატის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ დროის მცირე მონაკვეთში ამ რაოდენობის ნალექი მაროკოში უკვე 30 წელია არ მოსულა.
მეტი...ორსული, რომელსაც მარტვილში ავტომობილი დაეჯახა, კლინიკაში გარდაიცვალა
40 წლამდე ორსული ქალი მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში, ავტომობილი დაეჯახა, გარდაიცვალა. ადგილობრივის ინფორმაციით, ქალი მრავლობითი დაზიანებით ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
მეტი...“უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებამ შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს”- პიტერ სიიარტო
“უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებამ შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომის დაწყება გამოიწვიოს” – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა. „ვფიქრობ, ნებისმიერს, ვინც ამ საკითხზე ნათელი გონებით ფიქრობს, არ სურს ასეთი საფრთხის შექმნა. ამიტომ უნგრეთის პოზიცია ნათელია: უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება შეუძლებელია“,– განაცხადა სიიარტომ. მისივე ინფორმაციით, ამ პოზიციას დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებების დროს იზიარებს ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების უმრავლესობა.
მეტი...ესპანეთის პრემიერი გამოდის ინიციატივით ქვეყანაში მიგრანტების დასახლების გზები უფრო გამარტივდეს
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ახალი ინიციატივით გამოდის, რომ მიგრანტებისთვის ესპანეთში დასახლების გზები უფრო გამარტივდეს, რაც, მისი აზრით, ქვეყნის ეკონომიკისთვის სასარგებლო უნდა იყოს. „მიგრაცია მხოლოდ ჰუმანიტარიზმის საკითხი არ არის. ის ასევე აუცილებელია ჩვენი ეკონომიკის კეთილდღეობისა და მდგრადობისთვის. მთავარი ამოცანა არის ამის სწორი მართვა“- განაცხადა სანჩესმა.
მეტი...რომის პაპი ფრანცისკე უკრაინის პრეზიდენტს 11 ოქტომბერს შეხვდება
რომის პაპი ფრანცისკე უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის 11 ოქტომბერს შეხვდება. უკანასკნელად მათი შეხვედრა 2023 წლის დეკემბერში ვატიკანში შედგა. „როიტერის“ ინფორმაციით, იტალიაში ვიზიტის ფარგლებში ზელენსკი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯია მელონისაც შეხვდება. ზელენსკი დღეს ხორვატიაში „უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის“ მესამე სამიტზე დასასწრებად ჩავიდა. სავარაუდოა, რომ უკრაინის პირველი პირი იტალიაში სწორედ ხორვატიიდან ჩაფრინდება.
მეტი...“ბრძოლის ველზე არსებული სიტუაცია ქმნის შესაძლებლობას, ომი დასრულდეს არაუგვიანეს 2025 წლისა“-ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბრძოლის ველზე არსებული ვითარება ქმნის შესაძლებლობას უკრაინაში ომის დასასრულებლად არაუგვიანეს 2025 წლისა. „ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში გვაქვს შესაძლებლობა, მოვლენები მშვიდობისა და მდგრადი სტაბილურობისკენ წავიყვანოთ. ბრძოლის ველზე არსებული სიტუაცია ქმნის შესაძლებლობას, გავაკეთოთ ეს არჩევანი – არჩევანი გადამწყვეტი მოქმედებისთვის, რათა ომი დასრულდეს არაუგვიანეს 2025 წლისა“-განაცხადა ზელენსკიმ უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამიტზე. ზელენსკი ამბობს, რომ ამის შესაძლებლობას გამარჯვების გეგმა იძლევა.
მეტი...პარტიაში აცხადებენ, რომ თბილისში, „გახარია-საქართველოსთვის“ წევრებს თავს დაესხნენ
თბილისში “გახარია საქართველოსთვის” წევრებს თავს დაესხნენ. ამის შესახებ პარტიაში აცხადებენ. მათი ინფორმაციით, ამაღლების ქუჩაზე, რამდენიმე წუთის, როდესაც პარტიის წევრები სააგიტაციო მასალას აკრავდნენ, უცნობი პირები თავს დაესხნენ. იმათივე ცნობით, თავდამსხმელები, სავარაუდოდ, “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები არიან.
მეტი...რობერტ ფიცომ ჟურნალისტებს „სისხლისმსმელი ნაბიჭვრები“ უწოდა და ახალი შეზღუდვებით დაემუქრა
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ მსხვილი მედიასაშუალებების ჟურნალისტებს „სისხლისმსმელი ნაბიჭვრები“ უწოდა და მათ დაემუქრა ახალი შეზღუდვების დაწესებით, მათ შორის ეროვნული მედიიის მაკონტროლებელი ორგანოს შექმნით, რასაც კრიტიკოსები მთავრობის მხრიდან ცენზურის მცდელობად აფასებენ. ფიცომ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც პრესკონფერენციაზე ჟურნალისტმა მმართველ კოალიციაში არსებული დაძაბულობის შესახებ ჰკითხა. „საპარლამენტო არჩევნების შედეგების პირველივე დღიდან თქვენ ერთი წუთითაც არ მოგვასვენეთ. თქვენ სისხლისმსმელი ნაბიჭვრებივით დაგვესხით თავს“, – განაცხადა ფიცომ. როგორც მედია წერს, რობერტ ფიცომ ცალკე გამოყო მსხვილი დამოუკიდებელი სლოვაკური მედიასაშუალებები Denník N, Denník Sme და Aktuality.sk, რომლებიც მის მთავრობას აკრიტიკებდნენ და რომლებთანაც მას ყოველგვარი კომუნიკაცია შეწყვეტილი…
მეტი...ამნისტიის შედეგად, 1 000 მსჯავრდებული გათავისუფლდა
ამნისტიის შედეგად, 1 000 მსჯავრდებული გათავისუფლდა. მათ, ვისაც ახალი კანონი შეეხო, საპატიმრო ცოტახნის წინ დატოვეს. 4 800-მდე მსჯავრდებულს სასჯელი სხვადასხვა ვადით შეუმცირდა. ამნისტია სისხლის სამართლის კოდექსის 290-ზე მეტი მუხლის სასჯელისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლებას ითვალისწინებს. ,,ძალიან ჰუმანური აქტი გააკეთეს და უკვე მეორედ თუ მესამედ გააკეთეს. მაშინდელი რეჟიმი რომ იყო საშინელება, ისეთი არ არსებობს არაფერი. სიწყნარე, სიმშვიდე, ყურადღება – ყველაფერია. აბსოლუტურად ყველასი მადლობელი ვარ, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა, რომ ასე გაგვათავისუფლეს”, – აცხადებს ერთ-ერთი გათავისუფლებული. შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა ,,ამნისტიის შესახებ” კანონი 17 სექტემბერს მიიღო.
მეტი...სიეტლი-სტამბოლის რეისზე თურქეთის ავიახაზების პილოტი გარდაიცვალა
თურქეთის ავიახაზების პილოტი სიეტლიდან სტამბულის მიმართულებით ფრენისას გარდაიცვალა. „როდესაც თვითმფრინავში ჩვენი კაპიტნისთვის პირველადი დახმარება წარუმატებელი აღმოჩნდა, ეკიპაჟმა გადაწყვიტა გადაუდებელი დაშვება, მაგრამ ის დაშვებამდე გარდაიცვალა“, – წერს ავიაკომპანიის სპიკერი X-ზე. Airbus A350 თვითმფრინავი ნიუ-იორკში დაეშვა. 59 წლის კაპიტან ილჩეჰინ ფეჰლივანს რეგულარული ჯანმრთელობის შემოწმება უტარდებოდა. მარტში ჩატარებული გამოკვლევებით, მას ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები აღმოაჩნდა. პილოტის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია. მფრინავებს სამედიცინო შემოწმება ყოველ 12 თვეში ერთხელ უტარდებათ, ხოლო 40 წელზე უფროსი ასაკის პირებს სამედიცინო მოწმობის განახლება ყოველ ექვს თვეში ერთხელ.
მეტი...,,ვრცელდება დეზინფორმაცია, რომ მე არ ველაპარაკები მმართველი პარტიის ლიდერებს, რაც სავსებით არ შეესაბამება სიმართლეს” – რობინ დანიგანი
,,ვრცელდება დეზინფორმაცია, რომ ჩვენ არ ველაპარაკებით მთავრობას, რომ მე არ ველაპარაკები მმართველი პარტიის ლიდერებს, რაც სავსებით არ შეესაბამება სიმართლეს”, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა განაცხადა. მისი განცხადებით, ხშირად ხვდება როგორც საქართველოს მთავრობის მეთაურს, ისე სხვადასხვა სამინისტროს ხელმძღვანელ პირებს, ვინაიდან სწამს, რომ ორ ქვეყანას ღია და კონსტრუქციული დიალოგი უნდა ჰქონდეს, რათა ურთიერთობები გაუმჯობესდეს. ,,მტკიცედ მწამს, რომ უნდა გვქონდეს ღია, კონსტრუქციული დიალოგი. მე ხშირად ვხვდები პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, თავდაცვის მინისტრს, ამ ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებს, მათ უმრავლესობას, რადგან არსებობს გამონაკლისი ამ კუთხით. ამას ვაკეთებ იმის გამო, რომ მსურს ამ…
მეტი...არასრულწლოვანზე ძალადობისთვის ცეკვის მასწავლებელს 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
საქართველოს პროკურატურამ, წინასწარი შეცნობით ბათუმში არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის ფაქტზე ცეკვის მასწავლებელს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ა” ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 10 სექტემბერს, ბათუმში, მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლეში, ცეკვის მასწავლებელმა არასრულწლოვან მოსწავლეზე ფიზიკურად იძალადა, რის შედეგადაც არასრულწლოვანმა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო. პროკურატურამ ცეკვის მასწავლებელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ძალადობა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ), რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების…
მეტი...74 მოქალაქის კუთვნილ 3 მილიონზე მეტს თაღლითურად დაეუფლნენ – პროკურატურამ 1 ადამიანს ბრალდება წარუდგინა, 2-ს დაუმძიმა
საქართველოს პროკურატურამ, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დაკავებულ ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა, ხოლო ამავე საქმეზე მსჯავრდებულ ორ ადამიანს ბრალი დაუმძიმა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა თითქოსდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, 2018 წლის 16 ოქტომბერს შპს ,,ჯიექს კვადრატი“ დააფუძნეს. კომპანიის წარმომადგენლებმა მოქალაქეებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით კორპუსის მშენებლობის დასრულების და შეძენილი ფართების მესაკუთრეთათვის გადაცემის ვალდებულება აიღეს. აღნიშნულის საფუძველზე, დაზარალებულებმა კომპანიის საბანკო ანგარიშზე დიდი ოდენობით თანხა ჩარიცხეს. მიღებული თანხების მიუხედავად, ბრალდებულებმა არ უზრუნველყვეს კორპუსის მშენებლობის დასრულება და დაზარალებულებისთვის შეძენილი…
მეტი...,,ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ კმაყოფილი ვარ შეხვედრით” – გახარია პრეზიდენტს შეხვდა
,,ქვეყანაში სიმშვიდისთვის უნდა გავაკეთოთ ისე, რომ არც ,,ქართულ ოცნებას” და არც ,,ნაციონალურ მოძრაობას” არ ჰქონდეს ერთპარტიულად ქვეყნის მართვის შესაძლებლობა”, – ამის სესახებ გიორგი გახარიამ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ორბელიანების სასახლეში კონსულტაციების მესამე დღეს სწორედ ,,გახარია საქართველოსთვის” პარტიის ლიდერები იმყოფებოდნენ: ,,ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ კმაყოფილი ვარ შეხვედრით. ჩვენ პოლიტიკურ ძალას აქვს მკაფიო პოზიცია- ოქტომბრის არჩევნების საშუალებით ხელისუფლებას უნდა ჩამოვაშოროთ ,,ოცნება” ისე, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდეს. ეს ჩვენთვის არის სტრატეგიული ხაზი და მიზანი. შესაბამისად, ჩვენ ამას გავაკეთებთ ყველასთან თანამშრომლობით, ვისი პოზიციებიც ემთხვევა ჩვენ პოზიციას. საქართველოს მოქალაქეებისთვის მთავარი მიზანია, ქვეყანა დავაბრუნოთ…
მეტი...მარნეულში 18 წლის ორსულმა მეზობლის სახლიდან ოქროულობა და თანხა მოიპარა
მარნეულში 18 წლის ორსულმა მეზობლის სახლიდან დიდი რაოდენობით ოქროულობა და თანხა მოიპარა. როგორც დაზარალებულები ამბობენ, მათ ყველა მტკიცებულება და სათვალთვალო კამერის ჩანაწერები გადასცეს პოლიციას, თუმცა შესაბამის უწყებებს დამნაშავე ამ დრომდე არ დაუკავებიათ. მათი თქმით, პოლიცია ქალს ფეხმძიმობის გამო არ იჭერს, ქალი კი ამბობს, რომ მოპარული ოქროულობა უკვე გაყიდა და უკან ვერ დააბრუნებს. ,,ჩემი სახლი გაქურდეს, 18 წლის ქალი შევიდა საცხოვრებელ სახლში და დიდი ოდენობით ოქრო და თანხა მოიპარა. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა სახლიდან ძვირფასი ნივთები დაიკარგა. ამიტომ სათვალთვალო კამერები დავაყენეთ. პოლიციამ თვითონ ძალიან კარგად იცის რაც მოხდა, რეალურად,…
მეტი...გარდაიცვალა ვლადიმერ ქუმარიტაშვილი, საციგაო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი
საქართველოს საციგაო სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ ქუმარიტაშვილი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ქუმარიტაშვილი მძიმე სენს ებრძოდა. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა. ,,ღრმა მწუხარებით ვაზიარებთ საქართველოს ეროვნული ნაკრების პრეზიდენტისა და მწვრთნელის ვლადიმერ ქუმარიტაშვილის გარდაცვალების ტრაგიკულ ცნობას. ამაყმა, ბაკურიანელმა გააგრძელა ოჯახის სპორტული მემკვიდრეობა, რომელმაც სამი თაობა გადააჯაჭვა. ფელიქს ქუმარიტაშვილის ვაჟმა, ვლადიმერმა ტრადიცია ურყევი თავდადებით განაგრძო. მისმა წვლილმა არა მარტო ჩამოაყალიბა ქართული საციგაო სპორტის მომავალი, არამედ გრძელვადიანი გავლენა მოახდინა საერთაშორისო საზოგადოებაზე. მშვიდად განისვენე, ვლადიმერ. მოგვენატრები“, – ავრცელებს საციგაო სპორტის საერთაშორისო ფედერაცია. ცნობისთვის, 2020 წელს ლატვიის ქალაქ სიგულდის სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს ვლადიმერ ქუმარიტაშვილის…
მეტი...,,ჩუმად მოეპარა და თავში ესროლა” – ლეღვაში მომხდარი მკვლელობის თვითმხილველი
ქობულეთში, სოფელ ლეღვაში 40 წლამდე მამაკაცმა თავისი მეზობელი სახლის აივანზე მოკლა. დანაშაულის დეტალებზე ადგილობრივები საუბრობენ, ოჯახის წევრები კი მკვლელობის კონკრეტულ მიზეზს ვერ ასახელებენ. ,,ჩუმად მოეპარა, პირდაპირ თავში ესროლა, რომ წაიქცა მივიდა და გულშიც ესროლა. კი არ გაიქცა, ახლად გადატენა და ყველა მოსაკლავად მიდიოდა. ჩემი თვალებით ვუყურე”, – ამბობს დანაშაულის თვითმხილველი მოკლულის ახლობელი. ახლობლები ამბობენ იმასაც, რომ მკვლელობაში ბრალდებული ბოლო რამდენიმე წელი განსაკუთრებულად აგრესიული იყო. მათივე ცნობით, მეზობლებს შორის კონფლიქტი წლების წინ სადაო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით ჰქონდათ. შეგახსენებთ, რომ მკვლელობა ლეღვაში 8 ოქტომბერს მოხდა. ბრალდებული საკუთარ სახლთან დააკავეს.
მეტი...ვოლოდიმირ ზელენსკი ხორვატიაში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხორვატიაში პრემიერმინისტრ ანდრეი პლენკოვიჩთან შესახვედრად და უკრაინა-სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის მესამე სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. ,,მე ჩავედი ხორვატიაში პრემიერმინისტრ ანდრეი პლენკოვიჩთან და რეგიონის სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან შესახვედრად და უკრაინა-სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის მესამე სამიტში მონაწილეობის მისაღებად. პრემიერმინისტრ პლენკოვიჩთან ერთად განვიხილავთ თავდაცვის შემდგომ თანამშრომლობას, ფრონტზე დაჭრილი ჩვენი მეომრების რეაბილიტაციას და ასევე უკრაინის აღდგენას. სამიტზე ,,უკრაინა+12″ ფორმატში განვიხილავთ საერთაშორისო ძალისხმევას მშვიდობის დაახლოებისა და მშვიდობის ფორმულის განსახორციელებლად, ჩვენს ერთობლივ პასუხს პარტნიორებთან უსაფრთხოების გამოწვევებზე, ასევე თანამშრომლობას EU-სა და NATO-სკენ მიმავალ გზაზე”, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
მეტი...ორბელიანების სასახლეში გახარიას პარტიის ლიდერები პრეზიდენტს ხვდებიან
ორბელიანების სასახლეში კონსულტაციები გრძელდება. პრეზიდენტთან შეხვედრაზე გიორგი გახარიას პარტიის ლიდერები – ნათია მეზვრიშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი და ბერდია სიჭინავა მივიდნენ. შეხვედრაზე იმყოფება გიორგი გახარიაც, თუმცა ის მედიასთან არ გამოჩენილა და სასახლეში სავარაუდოდ, სხვა შესასვლელიდან შეიყვანეს. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტსა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის კონსულტაციები 7 ოქტომბერს, ,,კოალიცია ცვლილებების” ლიდერებთან შეხვედრით დაიწყო. პრეზიდენტს გუშინ „ძლიერი საქართველოსა“ და „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც.
მეტი...VIDEO: „ცოტა სუსტიაო“ – შსს ავრცელებს ფარულ ვიდეოჩანაწერს, რომლებშიც ნარკოდანაშაულში ბრალდებული პირები ფიგურირებენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, შიდა ქართლის, აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთისა და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 30 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 25 ნარკორეალიზატორია. დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს ავრცელებს ფარულ ვიდეოჩანაწერს, რომლებშიც ნარკოდანაშაულში ბრალდებული პირები ფიგურირებენ.
მეტი...495 მომხრე 73 წინააღმდეგი – ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო
495 მომხრე 73 წინააღმდეგი – ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო. ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს, პერსონალური სანქციები შემოიღოს ბიძინა ივანიშვილისა და ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიას. დოკუმენტში საუბარია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზეც. ,,მოვუწოდებთ კომისიას და წევრ სახელმწიფოებს, გამოიკვლიონ დემოკრატიული უკანდახევის შედეგები, რასაც ეს კანონები იწვევს საქართველოში მათი, როგორც დონორის როლისთვის და მიაწოდონ ინფორმაცია შესაძლო გავლენის შესახებ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს; მოვუწოდებთ ევროკავშირის ყველა დაფინანსება, რომელიც მიეწოდება საქართველოს მთავრობას, გაიყინოს ზემოაღნიშნული არადემოკრატიული კანონების გაუქმებამდე და დაწესდეს მკაცრი პირობები საქართველოს მთავრობისთვის მომავალი დაფინანსების გაცემაზე; ვიმეორებთ ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებებისადმი…
მეტი...,,პოლიტიკაში ფეხი აიდგეს გორბაჩოვის პერესტროიკის დროს” – პაპუაშვილი ევროპარლამენტარებზე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ მმართველობის შესახებ ევროპარლამენტარების მიერ გაჟღერებული კრიტიკა შეაფასა და აღნიშნა, რომ იმ ხალხისგან, რომელიც არის მიხეილ სააკაშვილის მეგობარი, შეუძლებელია კარგი მოისმინო. მისი თქმით, სასაცილოა, როდესაც ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ქართველებს ესაუბრება კრემლზე და რუსულ გავლენებზე ის ხალხი, რომლებმაც პოლიტიკაში ფეხი აიდგეს გორბაჩოვის პერესტროიკის დროს. „ხალხი, რომელიც არის მიხეილ სააკაშვილის მეგობარი, მისგან კარგი როგორ უნდა მოვისმინოთ?! მთელი პარადოქსი და ირონია ისა არის, რომ ქართველი ხალხი გუშინ ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ისმენდა კრემლზე საუბარს თუ დაბრალებას ხალხისგან, რომელიც რუსული აქცენტით საუბრობდა იქიდან და რომლებმაც პოლიტიკაში ფეხი აიდგეს გორბაჩოვის პერესტროიკის დროს.…
მეტი...მკვლელობის მცდელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს – რა კადრებს ავრცელებს პოლონეთის პოლიცია
პოლონეთში, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. 43 წლის ქართველს მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად, 39 წლის კაცი კი თანამზრახველობის ბრალდებით დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 43 წლის კაცს უვადო პატიმრობა ემუქრება. პოლონეთის პოლიცია ავრცელებს კადრებს, როგორც მიდის ქართველი მანქანისკენ სადაც ახალგაზრდა წყვილი ზის და მათი მისამართით ცეცხლსასროლი იარაღით ისვრის. სასამართლომ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულს 3 თვით წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.
მეტი...ქობულეთში, სოფელ ლეღვაში მეზობლის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს
ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ლეღვაში, 60 წელს გადაცილებული კაცის მკვლელობის საქმეზე საკუთარ სახლთან ერთი ადამიანი დააკავეს. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული გ.ფ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა,მიმდინარე წლის რვა ოქტომბერს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში, ყოფით თემაზე არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობელი – 1960 წელს დაბადებული თ.ქ. სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ გ.ფ. ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი, სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება,…
მეტი...ნარკოდანაშაულის ბრალდებით 30 ადამიანი დააკავეს – მათ შორის 25 ნარკორეალიზატორია
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, შიდა ქართლის, აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთისა და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 30 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 25 ნარკორეალიზატორია. დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები. პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის…
მეტი...,,დასავლეთი ცხადად გვეუბნება, იბრძოლებთ, ვიდგებით თქვენ გვერდით, თუ არ გინდათ ბრძოლა, მაშინ ვერაფერს გავაკეთებთო” – მიხეილ სააკაშვილი
,,ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ჩვენ უკვე ვიცით, რას ვაპირებთ, ვაპირებთ გამარჯვებას, ქართველი ხალხი აპირებს გამარჯვებას, ეს არ იქნება ერთი პარტიის გამარჯვება მეორე პარტიაზე, სულ სხვა არჩევნები იქნება”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა. მისი თქმით, 26 ოქტომბერი იქნება წარსულზე მომავლის გამარჯვება. „ეს იქნება ქართველი ხალხის გამარჯვება რუსეთზე და მის მოციქულზე, ივანიშვილზე. ეს იქნება წარსულზე მომავლის გამარჯვება. ჩვენ ვართ მთლიანად ორიენტირებული მომავალზე, თავისუფლებაზე, პოლიტიკაში ახალი თაობის შემოყვანასა და მათთვის გზის დათმობაზე. ეს ყველაფერი განხორციელდება. დასავლეთი ცხადად გვეუბნება, იბრძოლებთ, ვიდგებით თქვენ გვერდით. თუ არ…
მეტი...„პირველ რიგში, მინდა, ვასწავლო, რომ“ – ხვიჩა კვარაცხელია შვილზე საუბრობს
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ FIFA-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. მან ბევრ თემაზე ისაუბრა მათ შორის შვილზე. FIFA: „რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც შენს შვილს ასწავლი?“ „პირველ რიგში, მინდა, ვასწავლო, რომ ძლიერი იყოს. ცხოვრება გამოწვევებითაა სავსე. საჭიროა იპოვო გზები, რომლებითაც მათ გადალახავ და როცა დაეცემი, წამოდგომის ძალა უნდა გქონდეს. მინდა, მან ყველა დაბრკოლება გადალახოს და თითოეულ გამოწვევასთან მიმართებით, რომელსაც ცხოვრება მოუწყობს, შეუპოვრობა გამოიჩინოს. სხვა კონკრეტული რჩევა ჯერ არ მაქვს“. FIFA: „ახლახან მამა გახდი და პირველი შვილი შეგეძინა. რა შეგრძნებაა?“ „ჩემი ცხოვრება სრულიად შეიცვალა და უეცრად, უდიდესი პასუხისმგებლობა ვიგრძენი, რომელსაც მამობა ჰქვია.…
მეტი...,,გერმანიაში სასაზღვრო კონტროლი დიდხანს გაგრძელდება” – შოლცი
,,გერმანიაში სასაზღვრო კონტროლი დიდხანს გაგრძელდება”, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. გერმანიამ საფრანგეთთან, ლუქსემბურგთან, ნიდერლანდებთან, ბელგიასა და დანიასთან სასაზღვრო კონტროლი 16 სექტემბრიდან შემოიღო. სასაზღვრო კონტროლი გაძლიერებულია ასევე პოლონეთთან, ჩეხეთთან, ავსტრიასთან და შვეიცარიასთანაც. გადაწყვეტილების მიზანია არალეგალურ მიგრაციასთან, ასევე ისლამისტური ტერორისტული ჯგუფებისა და საერთაშორისო კრიმინალური ორგანიზაციებისგან მომდინარე საფრთხეებთან გამკლავება. ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ სასაზღვრო შემოწმებები „ბევრ გაღიზიანებას იწვევს“, თუმცა გერმანია არ აპირებს ამ კუთხით რაიმე ცვლილებას. „ჩვენ ამას იმდენ ხანს გავაკეთებთ, რამდენიც საჭირო იქნება. და ეს ძალიან დიდხანს გაგრძელდება“, – განაცხადა შოლცმა. გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2023 წლის ოქტომბრიდან,…
მეტი...