დააკავეს რუსი ტურისტი, რომელმაც ახლად დაბადებული ბავშვი აეროპორტის ტუალეტში მიატოვა და მოსკოვში გამოფრენას აპირებდა

დააკავეს რუსი ტურისტი, რომელმაც ახლად დაბადებული ბავშვი ანტალიის აეროპორტის ტუალეტში მიატოვა და მოსკოვში გამოფრენას აპირებდა. გოგონამ და მისმა მეგობარმა სცადეს მოსკოვში გაფრენა, მაგრამ არ გამოუვიდათ.

SHOT-ის ცნობით, ტურისტმა ბავშვი შშმ პირთა ტუალეტში მიატოვა, შემდეგ კი საპასპორტო კონტროლისკენ გაემართა, რათა მეგობართან ერთად მოსკოვში წასულიყო. ბავშვი დამლაგებელმა იპოვა, რომელმაც ამის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინა აეროპორტის დაცვას. შედეგად რუსებმა გაფრენა ვერ შეძლეს, დააკავეს. ბავშვი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მსგავსი თემები