ზოოპარკში გარდაცვლილი ცხოველები იპოვეს

ჰონ კონგის ზოოპარკში 8 მაიმუნი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს და წერს, რომ მიმდინარეობს კვლევა, რათა გაარკვიონ რა გახდა ცხოველების გარდაცვალების მიზეზი.

დასვენებისა და კულტურული სერვისების დეპარტამენტის განცხადებით, გარდაცვლილია მაიმუნი დე ბრაზა, ერთი ციყვი მაიმუნი, სამი მარმოსეტი და სამი თეთრსახიანი საკი.

ტესტირების შედეგების მოლოდინში, ზოოპარკის ძუძუმწოვრების განყოფილება დაიხურება, რათა ტერიტორიაზე დეზინფექცია ჩატარდეს.

მსგავსი თემები