,,მესიჯი პუტინისთვის – გავაკეთებთ ყველაფერს, რათა მან ვერ მიაღწიოს მიზნებს” – რუტე

,,ნატოს არ ეშინია რუსეთის მხრიდან მუქარის და გააგრძელებს კიევის ძლიერ მხარდაჭერას”, – ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ვისბადენში, გერმანიაში მისი პირველი ვიზიტის დროს განაცხადა.

,,მესიჯი პუტინისთვის არის ის, რომ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა, რათა დავრწმუნდეთ, რომ ის ვერ მიაღწევს თავის მიზნებს და უკრაინა გაიმარჯვებს”, – თქვა მარკ რუტემ ჟურნალისტებთან ინტერვიუში.

ვისბადენში დაგეგმილია უკრაინის დახმარების მთავარი საკოორდინაციო ცენტრის განთავსება.

მსგავსი თემები