თურქეთში, მალათიას პროვინციაში მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრის მაგნიტუდა 5,9-ს შეადგენდა. ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრა 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო, მისი ეპიცენტრი კი 9 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. ინფორმაცია ნგრევასა ან დაზარალებულების შესახებ ამ ეტაპზე არ გავრცელებულა.
მეტი...დღე: ოქტომბერი 16, 2024
“მინდა ყველა პატარას ვუსურვო მათი ოცნებების ახდენა და ბედნიერი მომავალი”- მიქაუტაძის დედა ცნობილ ვიდეოს ეხმაურება
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი მიქაუტაძის დედა ცნობილ ვიდეოს ეხმაურება, რომელშიც “ჟორჟი” ალბანეთთან მატჩამდე პატარებს ხელს ართმევს. “გამახსენდა, როცა პატარა გიორგიც ასეთი გახარებული და ბედნიერი ბრუნდებოდა სახლში თავისი საყვარელი ფეხბურთელების ნახვის შემდეგ. ჩვენ კი ყოველთვის ვეუბნებოდით, რომ თუ მოინდომებდა, ყველაფერს მიაღწევდა, თავის ჯერიც დადგებოდა და ისიც ასე გაახარებდა ბავშვებს და მადლობა უფალს, ასეც ხდება უკვე რამდენიმე წელია და ღვთის წყალობით, იმედია კიდევ დიდი ხანი ასე გაგრძელდება. მინდა ყველა პატარას ვუსურვო მათი ოცნებების ახდენა და ბედნიერი მომავალი. დრო რომ მოვა, მათაც ასე გაეხარებინოთ ბავშვები და ბედნიერება ეჩუქებინოთ. უსაყვარესები ხართ ბავშვებო” – ამბობს…
მეტი...საწვავმზიდის აფეთქებას 147 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ნიგერიაში, საწვავმზიდის აფეთქებას სულ მცირე, 147 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შემთხვევის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ნიგერიის ჩრდილოეთ ნაწილში მოხდა. მძღოლმა საჭეზე კონტროლი დაკარგა და ავზი შეჯახების შედეგად აფეთქდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
მეტი...“ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც პატივს სცემს მათ უფლებას”- ჰელსინკის კომისია
“ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც პატივს სცემს მათ უფლებას დემოკრატიულად აირჩიონ თავიანთი ლიდერები”- ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის ჰელსინკის კომიტეტის განცხადებაში. განცხადების ხელმომწერები არიან, ჰელსინკის კომიტეტის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია), კონგრესმენი სტივ კოენი (დემოკრატიული პარტია), რიჩარდ ჰადსონი (რესპუბლიკური პარტია), კონგრესმენი მარკ უიზი (დემოკრატიული პარტია) და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში თანაშემწე, დაფნა რენდი. განცხადების თანახმად, საქართველოს მთავრობის ავტორიტარული ტრაექტორია საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. “ბოლო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე საქართველოს ხალხმა აჩვენა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისადმი თავიანთი ერთგულება. ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც…
მეტი...აშშ უკრაინისთვის 425 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს აანონსებს
აშშ უკრაინისთვის 425 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს აანონსებს. ამის შესახებ განცხადებას თეთრი სახლი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ ავრცელებს. “პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა, რათა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის თავდაცვითი დახმარება განეხილა. პრეზიდენტმა ბაიდენმა პრეზიდენტ ზელენსკის მისი ძალისხმევების შესახებ აცნობა – გაზარდოს უკრაინისთვის თავდაცვითი დახმარება თანამდებობაზე მისი ვადის ამოწურვამდე”-ნათქვამია განცხადებაში. აღინიშნება, რომ 425 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტში შევა: საჰაერო თავდაცვის დამატებითი შესაძლებლობები, “ჰაერი-მიწა” ტიპის საბრძოლო მასალა, ჯავშანმანქანები და კრიტიკულად მნიშვნელოვანი საბრძოლო მასალა.
მეტი...26 წლის ბრიტანეთის მოქალაქე ვიდეოს გადაღების დროს ხიდიდან გადავარდა და დაიღუპა
ესპანეთში, 26 წლის ბრიტანეთის მოქალაქე სოციალური მედიისთვის კონტენტის შექმნის დროს ხიდიდან გადავარდა და დაიღუპა. მედიის ინფორმაციით, მამაკაცი, რომლის ვინაობას პოლიცია ჯერჯერობით არ ასაჯაროებს, ცენტრალურ ქალაქ ტალავერა დე ლა რეინაში, კასტილა-ლა მანჩას ხიდის კონსტრუქციაზე ასვლისას ჩამოვარდა. მამაკაცი ხიდზე 24 წლის ბრიტანელი მოქალაქესთან ერთად იმყოფებოდა, რათა სოციალური მედიისთვის კონტენტი შეექმნათ. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ხიდის კონსტრუქციაზე ასვლა კატეგორიულად აკრძალულია, რასთან დაკავშირებითაც არაერთი გაფრთხილება გავრცელდა.
მეტი...“კობახიძე ისეთი არჩევანის სიგნალს იძლევა, რომელიც ერთდროულად საპირისპიროსკენ ცვლის მიმართულებას და საშიშია”- იან კელი
“მიმრთულების ასეთი დრამატული ცვლილება საშიშია, ვინაიდან, ის მიუღებელია ქართველთა უმრავლესობისთვის და, შესაბამისად, იძულებით იქნება შემოღებული”- ასე ეხმაურება საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას პარტიებთან დაკავშირებით. “კობახიძე ისეთი არჩევანის სიგნალს იძლევა, რომელიც ერთდროულად საპირისპიროსკენ ცვლის მიმართულებას და საშიშია – აღმოსავლეთისკენ ორიენტირებული ერთპარტიული მმართველობა დასავლური სტილის პლურალიზმის ნაცვლად. ეს საშიშია, ვინაიდან მიმართულების ასეთი დრამატული ცვლილება მიუღებელია ქართველთა უმრავლესობისთვის და, შესაბამისად, იძულებით იქნება შემოღებული” – წერს კელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საჭიროა “შესაბამისი პარტიების გასამართლება”.
მეტი...კიევში უგზო-უკვლოდ დაკარგული და ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი სამხედროების ახლობლების დემონსტრაცია გაიმართა
კიევში, დამოუკიდებლობის მოედანზე უგზო-უკვლოდ დაკარგული და ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი სამხედროების ახლობლების დემონსტრაცია გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. მაიდანზე რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა. დემონსტრაციის მონაწილეები ხელისუფლებისგან თავიანთი ახლობლების დაკარგვასთან დაკავშირებული გარემოებების შესახებ გამჭვირვალობას და არსებული ინფორმაციის მიწოდებას ითხოვდნენ. მშვიდობიან აქციაზე მისული ადამიანები მედიასთან საუბრისას აღნიშნავდნენ, რომ მათი შეკრების მიზანია უგზო-უკვლოდ დაკარგულებისა და ტყვეობაში მყოფი ადამიანების პრობლემაზე ყურადღების ფოკუსირება.
მეტი...„ეს არ არის ზელენსკის „გამარჯვების გეგმა“, ეს არის „კატასტროფის გეგმა“- ზახაროვა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, უკრაინა თავისი გეგმით დაჟინებით მოითხოვს რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმის ნებართვის მიღებას. ზახაროვა ამბობს, რომ უკრაინის გეგმის ერთ-ერთი პუნქტი არის მორიგი ისტერიკა უკრაინის ნატო-ში მიწვევაზე, რომელიც, ზელენსკის თვალსაზრისით, უნდა იყოს მონდომების მტკიცებულება და აჩვენოს, თუ როგორ ხედავენ პარტნიორები უკრაინას „უსაფრთხოების არქიტექტურაში“. „ეს არ არის ზელენსკის „გამარჯვების გეგმა“, ეს არის „კატასტროფის გეგმა“ უკრაინისა და უკრაინელი ხალხისთვის“- განაცხადა მარია ზახაროვამ.
მეტი...ისრაელის მიერ ლიბანის სამხრეთში ქალაქ ქანას დაბომბვას ათი ადამიანი ემსხვერპლა
ისრაელის მიერ ლიბანის სამხრეთში ქალაქ ქანას დაბომბვას სულ მცირე ათი ადამიანი ემსხვერპლა, 54 კი დაშავდა. ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მოკლულია „ჰეზბოლას“ კაფრ ქანას რაიონის მეთაური ჯალალ მუსტაფა ჰარირი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ისრაელის წინააღმდეგ ტერორისტული მოქმედებების დაგეგმვასა და განხორციელებაზე. ისრაელის სამხედრო ოპერაცია გრძელდება ღაზის სექტორშიც. გასული დღის განმავლობაში საომარ მოქმედებებს არაბულ ანკლავში 65 ადამიანი ემსხვერპლა, 140 კი დაშავდა.
მეტი...პატარა დამიანე მამას გულშემატკივრობს
პატარა დამიანე კვარაცხელია მამას, ხვიჩა კვარაცხელიას გუშემატკივრობას. შესაბამის ფოტოს ნიცა თავბერიძე აქვეყნებს. საქართველოს ნაკრები 14 ოქტომბერს ალბანეთს დაუპირისპირდა. ჩვენი ნაკრები მეტოქესთან დამარცხდა.
მეტი...“ჩემი ვენახის დიდი ნაწილი დაისეტყვა, დავრჩით ყურძნის გარეშე და ვალაკიდებული”- მიხეილ სააკაშვილი
“ვინც არ იცის, ყვარელში მაქვს ორ ჰექტრამდე ვენახი. სამწუხაროდ, ვენახის დიდი ნაწილი დაისეტყვა და დავრჩით ყურძნის გარეშე და ვალაკიდებული”– ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს . „ვენახს ჩემი უმცროსი ძმა გიორგი უვლის. შარშან აიღო ვალი, რათა წესრიგში მოეყვანა იქაურობა. ამ ვალის გასტუმრებას აპირებდა წლევანდელი წლის მოსავლით. სამწუხაროდ, ვენახის დიდი ნაწილი დაისეტყვა და დავრჩით ასე ყურძნის გარეშე და ვალაკიდებული. ამას იმიტომ ვწერ, რომ კახელების უმეტესი ნაწილი იმავე მდგომარეობაში იმყოფება და ელემენტარულად საჭმლის ფული არ აქვს. ვისაც არ დაესეტყვა, იმათ ყურძენს ისეთ დამცინავ ფასებში იბარებენ, რომ ასევე ძალიან…
მეტი...“საქართველო და მოლდოვა თავიანთი ევროპული გზისთვის გადამწყვეტი მომენტის წინაშე დგანან”- შარლ მიშელი
“საქართველო და მოლდოვა თავიანთი ევროპული გზისთვის გადამწყვეტი მომენტის წინაშე დგანან” – ამის შესახებ ნათქვამია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ ევროკავშირის ლიდერებისთვის გაგზავნილ წერილში, რომლითაც შარლ მიშელმა ლიდერები 17 ოქტომბერს ევროპული საბჭოს სხდომაზე მიიწვია. “ევროპული საბჭო განიხილავს საგარეო ურთიერთობების პოლიტიკის რამდენიმე საკითხს, მათ შორის მდგომარეობას მოლდოვასა და საქართველოში” – ნათქვამია მიშელის წერილში.
მეტი...“რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ უკრაინას მარტო არ დავტოვებთ”- მარკ რუტე
“დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა ნატოს წევრი იქნება და რუსეთს ვეტოს უფლება არ გააჩნია”- ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. რუტე ამბობს, რომ უკრაინის ნატო-ში წევრობა მხოლოდ მოკავშირეების განსახილველია. “გვსურს უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება გრძელვადიან პერსპექტივაშიც. რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ უკრაინას მარტო არ დავტოვებთ. მჯერა, რომ ერთ დღეს უკრაინა ნატოს წევრი იქნება და ტაშს დავუკრავ, როდესაც ეს დღე დადგება. ასევე სრულიად აშკარაა, რომ რუსეთს ვეტოს უფლება არ გააჩნია, არ შეუძლიათ ამ განხილვაზე გავლენის მოხდენა. მხოლოდ მოკავშირეების განსახილველია, ამან [უკრაინის წევრობაზე განაცხადა] როგორ წაიწიოს წინ” – განაცხადა რუტემ. მან…
მეტი...ალბანეთის ნაკრები საქართველოს ჰიმნის გაჟღერებისას სტვენის გამო დაჯარიმდა
UEFA-მ ალბანეთის ფეხბურთის ფედერაცია ტირანაში, საქართველოს ნაკრებთან ჩატარებული მატჩის დროს მომხდარი დისციპლინური გადაცდომების გამო დააჯარიმა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, დარღვევებში ნახსენებია საქართველოს ჰიმნის დროს სტვენა, სტადიონის კიბეების ბლოკირება და მოედანზე საგნების სროლა ჯარიმა 41,250 ევროს შეადგენს.
მეტი...“პრეზიდენტი, როგორც არჩევნების გარანტი ყველას ხვდება, მათ შორის, მეც”- გია ხუხაშვილი
პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი ორბელიანების სასახლეში მივიდა. როგორც ხუხაშვილმა მედიასთან განაცხადა, პრეზიდენტი წინასაარჩევნო პერიოდში ყველას, მათ შორის მასაც, ხვდება და განსაკუთრებული არაფერი ხდება. „ბუნებრივია, არჩევნები მოდის და პრეზიდენტი, როგორც არჩევნების გარანტი და სახელმწიფოს მეთაური, ყველას ხვდება, მათ შორის, მეც. განსაკუთრებული არაფერი ხდება… იმისათვის, რომ არჩევნებმა მშვიდობიან და წყნარ გარემოში ჩაიაროს, ქვეყანა ნორმალური განვითარების გზას დაუბრუნდეს და უკან ჯოჯოხეთში არ დაგვაბრუნონ ვიღაც-ვიღაცებმა“- განაცხადა ხუხაშვილმა. ექსპერტის მოსაზრებით, თუკი არჩევნებამდე წინასწარ გახდება ცნობილი ოპოზიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ამომრჩევლისადმი პატივისცემა იქნება. ის უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ოპოზიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი შეიძლება ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ნიკა გილაური იყოს. „არ…
მეტი...“უკრაინის მხარდაჭერის გარდა უნდა უზრუნველვყოთ, რომ ომი მუდამ არ გაგრძელდეს”- შოლცი
“უკრაინის მხარდაჭერის გარდა უნდა უზრუნველვყოთ, რომ ომი მუდამ არ გაგრძელდეს”- ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გერმანიის პარლამენტში (ბუნდესტაგში) გამოსვლისას განაცხადა. მან აღნიშნა, რომ უკრაინაში ძალიან ბევრი ადამიანი ემსხვერპლა რუსულ ბომბებსა და რაკეტებს, რაც არ უნდა გაგრძელდეს. “უკრაინის აშკარა მხარდაჭერის გარდა ასევე ყველაფერი შესაძლებელი უნდა გავაკეთოთ, რათა გავარკვიოთ, თუ როგორ შეგვიძლია იმის გარანტირება, რომ ეს ომი მუდამ არ გაგრძელდეს” – განაცხადა შოლცმა. შოლცი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის “იმპერიალისტურ სიგიჟეს” ყოველდღიურად ასევე უთვალავი რუსი ჯარისკაცი ემსხვერპლება.
მეტი...ჩინური, თანამედროვე მანქანები პირდაპირ ქარხნიდან (ვიდეორეპორტაჟი)
ამ ქარხანაში წარმოებული ავტომანქანების ძირითადი მოდელებია: SUV-ის მოდელები, როგორიცაა GS4 და GS8. Yingsu; MPV მოდელები, როგორიცაა M6, M8 და მწვანე ენერგიის დაზოგვის მოდელები, როგორიცაა Yingbao ჰიბრიდული ვერსია (ჩრდილოვანი ლეოპარდი) და GS8 ჰიბრიდული ვარიანტი. 2024 წლის სექტემბრის ბოლოსთვის, სინძიანგის ფილიალმა გამოუშვა და გაყიდა 30 000-ზე მეტი მოდელი, რაც 3 მილიარდ იუანს აღემატება.
მეტი...ქარიშხალ „ჰელენის“ შემდეგ ჩრდილოეთ კაროლინაში ასამდე ადამიანს კვლავ ეძებენ
აშშ-ში, ჩრდილოეთ კაროლინაში ამ დრომდე ეძებენ 92 ადამიანს, რომლებიც ქარიშხალ „ჰელენის“ დროს უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ. შტატის გუბერნატორმა როი კუპერმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ეს რიცხვი შესაძლოა შეიცვალოს. „მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის საბოლოო რიცხვი, რადგან შესაბამისი სამსახურები აგრძელებენ მუშაობას“, – განაცხადა მან. სტიქიას შტატში 95 ადამიანი ემსხვერპლა, ქვეყნის მასშტაბით კი „ჰელენის“ გამო 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
მეტი...აშშ უკრაინას რაკეტების ჩამოგდებაში არ დაეხმარება, როგორც ამას ისრაელის შემთხვევაში აკეთებს – პენტაგონი
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ საბრინა სინგჰმა განაცხადა, რომ ამერიკა არ განალაგებს უკრაინასთან ახლოს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა THAAD-ს და არ ჩამოაგდებს რუსეთიდან გაშვებულ რაკეტებს. სპიკერს კითხვა დაუსვეს, თუ რატომ იცავს ამერიკა ისრაელს ირანული ბალისტიკური რაკეტებისგან და იმავეს არ აკეთებს უკრაინის შემთხვევაში, რაზეც პენტაგონის წარმომადგენელმა თქვა, რომ ომები უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში ერთმანეთისგან განსხვავდება. „ეს სხვადასხვა ომებია, სხვადასხვა რეგიონებია და ვალდებულებები ისრაელისა და უკრაინის წინაშე განსხვავებულია“, – თქვა სინგჰმა. ამასთან ერთად, მან დასძინა, რომ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ეხმარება როგორც ისრაელს, ასევე უკრაინას, რათა მათი მოთხოვნილებები დააკმაყოფილოს.
მეტი...შოლცი აცხადებს, რომ მზად არის ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებისთვის უკრაინაში სამართლიან მშვიდობასთან დაკავშირებით
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მზად არის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებისთვის უკრაინაში სამართლიან მშვიდობასთან დაკავშირებით. რუსეთთან მოლაპარაკებების საკითხზე ოლაფ შოლცმა გერმანიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. შოლცმა თავის განცხადებაში ხაზი გაუსვა მკაფიო პრინციპების დაცვის მნიშვნელობას: არასდროს იქნება გადაწყვეტილებები „უკრაინის გარეშე და არასდროს იქნება უახლოეს პარტნიორებთან შეთანხმების გარეშე“. ამასთან, კანცლერმა დასძინა, რომ ყოველდღიურად უამრავი რუსი ჯარისკაცი ხდება რუსეთის პრეზიდენტის იმპერიალისტური პოლიტიკის მსხვერპლი. „ისინიც მისი ქვეყნის გაფართოებისკენ მიმართული პოლიტიკის მსხვერპლნი არიან. რაც ევროპაში არ უნდა განმეორდეს“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.
მეტი...,,26 ოქტომბრის არჩევნები – პირველი არჩევნებია მეორე ტურის გარეშე!” – მამუკა მდინარაძე
,,26 ოქტომბრის არჩევნები – პირველი არჩევნებია მეორე ტურის გარეშე! ანუ, იქვე უნდა გადავანგრიოთ, იმ დღეს, მეორე შანსი აგენტურის ბოლომდე გადამტვრევის აღარ იქნება”, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, 26 ოქტომბერს ქუდზე კაცი მშვიდობისთვის, ღირსებისთვის და თითოეული მოქალაქის ბევრად უკეთესი ცხოვრებისთვის უნდა გამოვიდეს. ,,26 ოქტომბრის არჩევნები – პირველი არჩევნებია მეორე ტურის გარეშე! ანუ, იქვე უნდა გადავანგრიოთ, იმ დღეს, მეორე შანსი აგენტურის ბოლომდე გადამტვრევის აღარ იქნება! მოგმართავთ თქვენ, ქართული ოცნების 41 ათასზე მეტ წევრს და ამომრჩევლის დიდ უმრავლესობას, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია ეროვნული, ტრადიციული და ამავდროულად ევროპული…
მეტი...სებ-მა სავალუტო აუქციონზე $70 მლნ გაიტანა და $64 900 000 გაყიდა
2024 წლის 16 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი 70 მლნ. აშშ დოლარიდან აუქციონზე 64 900 000 აშშ დოლარი გაიყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7139 შეადგინა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. ,,სავალუტო ბაზარზე გრძელდება ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციებიდან მომდინარე ეფექტი, რაც ლარის გაცვლით კურსზე ახდენს გავლენას. ჭარბი მერყეობის თავიდან არიდების მიზნით, დღეს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონის გამართვის გადაწყვეტილება მიიღო. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ბოლო პერიოდში სავალუტო ბაზარზე დაფიქსირებული რყევები მაკროეკონომიკურ ფაქტორებს არ უკავშირდება და შესაბამისად, ასეთი მერყეობები მოკლევადიანია. შეგახსენებთ, რომ მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები ქვეყანაში კვლავ ძლიერია – ბოლო სამი…
მეტი...გიორგი ქოჩორაშვილი მიმართვას ავრცელებს
,,გახარებული ვარ ეროვნული ნაკრების საუკეთესო დებიუტანტის პრიზის დაუფლებით. იმედია, ყოველწლიურად მძაფრი კონკურენცია იქნება ამ პრიზისთვის და ეროვნული ნაკრები მუდმივად მიიღებს ხარისხიან შევსებას. ძალიან მომწონს ქანდაკების ვიზუალი, საკულტო ფილმ ,,ფეოლადან” ყველასთვის საყვარელი პერსონაჟის ხვედელიძის ფიგურა”,- ამის შესახებ გიორგი ქოჩორაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მიმართვაში წერს. „დიდი მადლობა ლევან ვარდოსანიძესა და თემურ ლომიძეს ნამუშევრისთვის. ეს პრიზი ეკუთვნის ყველა ჩემს გულშემატკივარს: ჩემს ოჯახს, სანდრას, მწვრთნელებს, თითოეულ თანაგუნდელს და ნაკრების შტაბის თითოეულ წევრს. და რა თქმა უნდა, ჩვენს საუკეთესო გულშემატკივარს, რომლის მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობთ! ვულოცავ მამარდას დამსახურებული პრიზის მიღებას! დარწმუნებული ვარ, ამ ტიტულს კიდევ არაერთხელ…
მეტი...ყაზახეთი უახლოეს მომავალში თავს შეიკავებს BRICS-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანისგან
,,ყაზახეთი უახლოეს მომავალში თავს შეიკავებს BRICS-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანისგან”, – აცხადებს ყაზახეთის პრეზიდენტის პრესმდივანი ბერიკ უალი. მისი თქმით, ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა მიიღო წინადადებები BRICS-ში გაწევრიანების შესახებ, თუმცა, ამჟამად, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, ის პრიორიტეტს ანიჭებს გაერო-ს „როგორც უნივერსალურ და უალტერნატივო ორგანიზაციას, სადაც შესაძლებელია და აუცილებელია ყველა აქტუალური საერთაშორისო პრობლემის განხილვა“, – განაცხადა ტოყაევის პრესმდივანმა. თუმცა, მან დაადასტურა, რომ მომავალ კვირას დაგეგმილ BRICS-ის სამიტში, რომელიც ყაზანში გაიმართება, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი მონაწილეობას მიიღებს. BRICS-ი, რომელიც ამჟამად 9 წევრისგან შედგება (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა, ეგვიპტე, ეთიოპია, ირანი და არაბთა გაერთიანებული საამიროები), 2006…
მეტი...ხვალიდან ამინდი გაუარესდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 17-18 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში ზოგან თოვლი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
მეტი...,,საქართველო და მოლდოვა ევროპული გზისთვის გადამწყვეტი მომენტის წინაშე დგანან” – შარლ მიშელი
,,საქართველო და მოლდოვა მათი ევროპული გზისთვის გადამწყვეტი მომენტის წინაშე დგანან”, – ამის შესახებ ნათქვამია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ ევროკავშირის ლიდერებისთვის გაგზავნილ წერილში, რომლითაც მიშელმა ლიდერები 17 ოქტომბერს ევროპული საბჭოს სხდომაზე მიიწვია. „ევროპული საბჭო განიხილავს საგარეო ურთიერთობების პოლიტიკის რამდენიმე საკითხს, მათ შორის მდგომარეობას მოლდოვასა და ასევე საქართველოში. ორივე ქვეყანა მათი ევროპული გზისთვის გადამწყვეტი მომენტის წინაშე დგას“, – ნათქვამია შარლ მიშელის წერილში. როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი აღნიშნავს, სამიტზე განხილვის ცენტრალური თემა უკრაინა იქნება. ევროკავშირის ლიდერები ვოლოდიმირ ზელენსკისგან „გამარჯვების გეგმას“ მოისმენენ. ასევე, ევროპელი ლიდერების ყურადღება ფოკუსირებული იქნება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე.…
მეტი...აშშ-ში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა – ეკიპაჟის ორი წევრი დაკარგულად ითვლება
აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილმა გამანადგურებელმა თვითმფრინავმა EA-18G Growler კატასტროფა განიცადა. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს. ავიაკატასტროფა მაშინ მოხდა, როცა თვითმფრინავი საწვრთნელ ფრენას ასრულებდა. ის ვაშინგტონის შტატში ვულკან რეინირის აღმოსავლეთით ჩამოვარდა. თვითმფრინავი 130-ე რადიოელექტრონული მოიერიშე ესკადრილიის შემადგენლობაში ირიცხებოდა. კატასტროფის ადგილის შესასწავლად უკვე გაფრინდა სამხედრო ვერტმფრენი MH-60S. ორი პილოტის ადგილსამყოფელი უცნობია. გამანადგურებელი EA-18G Growler F/A-18 Super Hornet-ის მოდიფიკაციაა. მისი ღირებულება 67 მილიონ დოლარს შეადგენს.
მეტი...ნოტრ-დამის რესტავრაცია სრულდება – ცნობილია როდის გაიხსნება ტაძარი
პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის კარი დეკემბერში გაიღება. საკულტურო ტაძრის სრულად აღდგენის გარდა, რომელსაც შუა საუკუნეების ხიბლი დაუბრუნდა, სამშაბათს ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთის მთავრობა ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის განსაახლებლად 50 მილიონ ევროს გამოყოფს და ის სრულად გამწვანდება. როგორც ამბობენ, პროექტი მასშტაბური იქნება, ის პარიზის იერსახეს სრულად შეცვლის და მწვანე ოაზისად აქცევს. ამ ფართო ტრანსფორმაციის ძირითად ელემენტებს შორის ისეთი ისტორიული სივრცეები მოხვდება, როგორიცაა შანზ-ელიზე და კონკორდის მოედანი, რაც მიზნად ისახავს ტრიუმფალური თაღის გარშემო მოძრაობის შემცირებასაც. 8 დეკემბერი პარიზისთვის ისტორიული მომენტი იქნება, პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 2019 წელს დადებული პირობა შეასრულა და გამანადგურებელი ხანძრის შემდეგ ტაძარი…
მეტი...„დედას შვილი არ უნდა უკვდებოდეს“ – ახალგაზრდა მორაგბეს გლოვობენ
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მიღებული ქალა-ფუძის მოტეხილობით, ახალგაზრდა მორაგბე საბა ჭეიშვილი გარდაიცვალა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. „დედას შვილი არ უნდა უკვდებოდეს. მშვიდად იძინე ხუჭუჭა ბიჭო“; „რა საცოდაობა ასეთი ახალგაზრდა. ასე ადრიანად წასვლა, მას ხომ ცხოვრება წინ ჰქონდა. უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი“; „რა ვთქვა, არ ვიცი, ამ ტკივილის გაძლებას ალბათ რკინად გადაქცევა უნდა. ქვად, ლოდად, უფალმა შეგაძლებინოთ მისი სულის სადიდებლად გაძლიერება“, – წერენ სოციალურ ქსელში. რაგბის კლუბი „აია“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მეტი...The Guardian-მა ვახტან სალია მსოფლიოს გამორჩეულ ტალანტებში დაასახელა
ქართველი თავდამსხმელი ვახტანგ სალია, რომელიც ინგლისის პრემიერლიგის „ნიუკასლმა“ „დინამო თბილისიდან“ გამოისყიდა, The Guardian-მა 2007 წელს დაბადებულ ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელებს შორის დაასახელა. „საქართველოში ნიჭიერი თავდამსხმელები იზრდებიან. როგორც ჩანს, მათ კიდევ ერთი ვარსკვლავი ეყოლებათ. იმის მიუხედავად, რომ ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე და გიორგი მამარდაშვილი საქართველოდან არიან, ზოგიერთი ქართული ფეხბურთის მომავალს ვახტანგ სალიას უწოდებს და ამასაც თავისი მიზეზი აქვს. ფეხბურთელმა ამ სეზონში „დინამო თბილისის“ პირველ გუნდში გაიტანა და გახდა ყველაზე ახალგაზრდა ბომბარდირი ლიგის ისტორიაში, შემდეგ ორ მატჩში გოლი და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა. მას უმაღლესი კლასის შემტევისთვის საჭირო ყველა თვისება გააჩნია: ტექნიკურია, ფეთქებადია,…
მეტი...სლოვაკეთის პრემიერი ვარაუდობს, რომ ომი უკრაინაში მალე დასრულდება
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო ვარაუდობს, რომ ომი უკრაინაში უახლოეს მომავალში დასრულდება. ინფორმაციას სლოვაკური მედია ავრცელებს. „უკრაინაში ომის უმოკლეს ვადებში დასრულების ალბათობა ძალიან მაღალია“, – განაცხადა მან. როგორც ფიცომ აღნიშნა, მისთვის მოულოდნელია, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების თემამ წინ წამოიწია. მისი თქმით, ეს მიწვევა არ იქნება „უფასო“. ფიცომ უკრაინას სამართლიანი მშვიდობა უსურვა, მაგრამ იკითხა, შესაძლებელია თუ არა ამის მიღწევა მოცემულ პირობებში. სლოვაკეთის პრემიერმა კვლავ დაადასტურა, რომ მისი მთავრობა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.
მეტი...ისლანდიის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა და რიგგარეშე არჩევნები 30 ნოემბერს დანიშნა
ისლანდიის პრეზიდენტმა ჰალა ტომასდოტირმა ქვეყნის პარლამენტი დაითხოვა და 30 ნოემბერს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. ინფორმაციას ისლანდიური მედია ავრცელებს. პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის თხოვნით ისლანდიის პრემიერ-მინისტრმა ბიარნი ბენედიქტსონმა მიმართა იმ მიზეზით, რომ საკანონმდებლო ორგანოში მმართველი კოალიცია დაიშალა. პარლამენტის დათხოვნასთან ერთად საკუთარი თანამდებობიდან გადადგა პრემიერიც, თუმცა პრეზიდენტის თხოვნით ის ახალი მთავრობის დამტკიცებამდე მოვალეობის შემსრულებლად დარჩება. „კარგია ის, რაც მოხდა. ახლა ყველაფერი ნათელია. ჩვენ 30 ნოემბრის არჩევნებისთვის ვემზადებით, როგორც ეს მოსალოდნელი იყო“, – თქვა ბენედიკტსონმა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.
მეტი...ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვის ხელშეწყობისთვის სემეკმა რეგულაცია შეიმუშავა
მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) რეგულაციები შეიმუშავა. სემეკის მიერ დამტკიცებულ „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებში“ ცვლილებები განხორციელდა, რომლის თანახმადაც, მიუხედავად იმისა თუ ვინ დარეგისტრირდება მრავალბინიანი სახლის ცენტრალური გათბობის მფლობელ მომხმარებლად – ფიზიკური, იურიდიული პირი, თუ ამხანაგობა, ბუნებრივი გაზის საანგარიშსწორებო მრიცხველზე განხორციელდება საყოფაცხოვრებო მიზნით მოხმარებული ბუნებრივი გაზის ინდივიდუალური წილის გამოთვლა და დარიცხვა. ამისთვის, საჭირო იქნება ბუნებრივი გაზის განაწილების კომპანიისთვის განცხადებით მიმართვა. ცენტრალური გათბობის სისტემით სარგებლობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია სემეკის ვებგვერდზე: https://gnerc.org/ge/user-page/natural-gaz/tsentraluri-gatbobis-sistema
მეტი...ვოლოდიმირ ზელენსკიმ რადას უკრაინის გამარჯვების გეგმა წარუდგინა – დოკუმენტი 5 პუნქტისგან შედგება
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას უკრაინის გამარჯვების გეგმა წარუდგინა. დოკუმენტი 5 პუნქტისგან შედგება. პირველი უკრაინის ნატოში დაუყოვნებლივ მიწვევას ითვალისწინებს; მეორე – თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას – საკუთარი იარაღის წარმოებას და პარტნიორებისგან სამხედრო დახმარების მიღებას; მესამე პუნქტის მიხედვით, უკრაინა მზად არის რუსეთის შეკავების მიზნით, საკუთარ ტერიტორიაზე არაბირთვული შეიარაღების ინფრასტრუქტურა განათავსოს; მეოთხე პუნქტი ეკონომიკაში ფასების რეგულირებას გულისხმობს; მეხუთე – პუნქტის თანახმად კი, ომში გამარჯვების შემდეგ, უკრაინის არმია ევროპის უშიშროების არქიტექტურის მშენებლობაში მიიღებს მონაწილეობას. გეგმას უკრაინა სამშვიდობო სამიტზე პარტნიორებს წარუდგენს.
მეტი...VIDEO: უკრაინის შსს დონეცკის ოლქის ქალაქ ტორეცკში დრონით გადაღებულ კადრებს ავრცელებს
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო დონეცკის ოლქის ქალაქ ტორეცკის დრონით გადაღებულ კადრებს ავრცელებს. „რუსების მიერ განადგურებული კიდევ ერთი უკრაინის ქალაქი. ასე გამოიყურება დღეს ტორეცკი დონეცკის ოლქში. გადამწვარი მიწა, დანგრეული სახლები. რუსეთს მოაქვს მხოლოდ უბედურება, ტკივილი და ნგრევა“, – ნათქვამია უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ტელეგრამ-არხში გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელსაც თან ახლავს კადრები. მანამდე, უკრაინაში განაცხადეს, რომ რუსმა სამხედროებმა წინ წაიწიეს დონეცკის ოლქის ქალაქ ტორეცკში, ქალაქში განადგურებულია რაიონები. ქალაქი ტორეცკი 2014 წლიდან ფრონტის ხაზზე მდებარეობს. რუსეთის ფართომასშტაბური ინტერვენციის დაწყებამდე ქალაქის მოსახლეობა 30 ათასს აღემატებოდა.
მეტი...