ქობულეთში ავარიას 6 თვის ორსული, ანანო ხურციძე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მძიმედ არის დაშავებული ახალგაზრდა გოგოს ქმარი.
სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს.
„დახატულო გოგო შენი შვილიც კი არ დაგვიტოვე თანწაიყვანე. საცოდავი მამაშენი ცოცხლად მკვდარი დადის მოჩვენებას ჰგავს. ტრაგედია დატრიალდა ზეცაში გაფრინდა მის შვილთან ერთად ანგელოზი.
ეჰ გული გამიჩერდა, საშინელება, ენით გამოუთქმელი ტკივილი და უდიდესი ტრაგედიაა, როგორ არ მინდა დავიჯერო რომ ასეთი ანგელოზები ასე უდროოდ იმკვიდრებენ ადგილს ცათა სასუფეველში, ძალიან სამწუხაროა”, – წერს შოთო სიხარულიძე.