ზვიადაურის სხეულიდან 4 ტყვია ამოიღეს, მისი მეგობრის სხეულიდან კი 12 ტყვია

„მედიაცენტრი მთავარის“ სანდო წყაროს ინფორმაციით,  მოკლული ზვიად ზვიადაურის (ზურაბ ზვიადაურის ძმის) სხეულიდან 4 ტყვია ამოიღეს, ხოლო მისივე მეგობრის, ასევე მოკლული ვასილ ცოცხალაშვილის სხეულიდან -12 ტყვია.

როგორც იურისტები განმარტავენ, ეს ფაქტი თავდაყირა აყენებს პროკურატურის ბრალდებას. კერძოდ, თუ ზურაბ ზვიადაური, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი და დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ოლიმპიური ჩემპიონი, პირველი გახსნიდა ცეცხლს მოკლული ნიკა კენჭოშვილის მისამართით და მოახვედრებდა ა მას, მაშინ ის ამის შემდეგ შეძლებდა საპასუხო ცეცხლით ორი ადამიანის მოკვლას და ორი ადამიანის დაჭრას ცალ-ცალკე გასროლით?

შსს ინფორმაციით, ნიკა კენჭოშვილს “საიგას” ფირმის იარაღს არ აქვს ავტომატური ჯერით ცეცხლის გახსნის რეჟიმი და მას მხოლოდ ცალ-ცალკე გასროლა შეეძლო. წყაროს მოყვანილი გარემოებებიდან უტყუარად ჩანს, რომ ზურაბ ზვიადაურმა თავისი გაფორმებული „სტეჩკინიდან“ ნიკა კენჭოშვილს, ავტომატური სროლის რეჟიმით უპასუხა იმისათვის, რომ მისი ძმის, მეგობრების და საკუთარი სიცოცხლე გადაერჩინა.

ბალისტიკოსები და იარაღის ექსპერტები ადასტურებენ, რომ “სტეჩკინის” იარაღს აქვს როგორც ცალ-ცალკე გასროლის, ისე,  ერთი გამოკვრით ავტომატურ რეჟიმში ცეცხლის გახსნის ტექნიკური შესაძლებლობა. მათივე დასკვნით, “სტეჩკინის” 1 მ-ი მანძილიდან სროლის შემდეგ ვერავინ შეძლებდა სროლას და ამდენი ადამიანის დაჭრასა თუ მოკვლას.

მსგავსი თემები