ქობულეთში 6 თვის ორსული ავარიაში დაიღუპა, მის მეუღლეს ოპერაციას უკეთებენ – ახალი დეტალები

ქობულეთში, მძიმე ავარიას 6 თვის ორსული, ანანო ხურციძე ემსხვერპლა. მის მეუღლეს ოპერაციას უკეთებენ.

მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე წერს:

„ავარია ქობულეთში მოხდა (ნაკაიძეებს უფრო ეძახიან მაგ ადგილს,) ხუცუბნამდე არ მისული ნაძვს შეასკდნენ

გლოვობს ჩემი ქობულეთი სოფელი სამება და ლანჩხუთი. 6 თვის ორსული იყო

ანანოს მეუღლეს ანდრიას ამ წუთებში უკეთებენ ოპერაციას უმძიმესადაა თავი აქვს დაზიანებული. ანანო სოფელ სამებაში იყო გათხოვილი  ცხედარი ლანჩხუთში მამის ოჯახშია გადასვენებული”, – წერს შოთო სიხარულიძე.

მსგავსი თემები