მასობრივი სროლა-ალაბამას შტატში ოთხი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა

მასობრივი სროლის გამო, ალაბამას შტატის ქალაქ ბირმინგემში ოთხი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს ინფორმაციას მსროლელების შესახებ, რომლებმაც ქალაქის სხვადასხვა ადგილას მოაწყვეს თავდასხმა მოქალაქეების ჯგუფებზე. პოლიციისვე ცნობით, მოკლული მოქალაქეებიდან ორი კაცი და ერთი ქალი შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა, ერთი კი მოგვიანებით, კლინიკაში ტყვიისგან მიყენებული ჭრილობებით. კრიტიკულია კიდევ ორთი ჰოსპიტალიზებული მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მასობრივი სროლის მომწყობები პოლიციას დაკავებული არ ჰყავს.  

მეტი...

საქართველოში რუსული კომპანიების რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა-IDFI

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიერ რეგისტრირებული კომპანიების შესახებ კვლევას აქვეყნებს. კვლევის თანახმად, რუსული ბიზნესების რაოდენობა 2024 წლის ზაფხულის მონაცემებით ისტორიულ მაქსიმუმზეა. ოფიციალური სტატისტიკით, 2024 წლის პირველი ივნისის მდგომარეობით, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მფლობელობაშია 37,400-მდე კომპანია, ეს კი საქართველოში არსებული აქტიური სტატუსის მქონე კომპანიების 8%-ზე მეტია. IDFI-ის კვლევა საქსტატის ოფიციალურ მონაცემებს ეყრდნობა, თუმცა ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ზუსტი სურათის დახატვა, რა რაოდენობის რუსული კაპიტალი ბრუნავს ქართულ ეკონომიკაში, რთული სათქმელია იმის გათვალისწინებით, რომ რუსული ბიზნესი ხშირად იყენებს შუამავალ კომპანიებს, ფიქტიურ მისამართებს და სხვა ხრიკებს.

მეტი...

ლუკა ლოჩოშვილმა საქველმოქმედო ფონდს 30 000 ლარი აჩუქა

ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდს, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრმა, ლუკა ლოჩოშვილმა 30 000 ლარი აჩუქა. აღნიშნული საჩუქარი ფონდის ხელმძღვანელობას ლეგენდების მატჩის დაწყებამდე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გადასცა.  

მეტი...

ხარკოვში რუსეთის თავდასხმის შედეგად 21 ადამიანი დაშავდა

უკრაინაში, ქალაქ ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე რუსეთის თავდასხმის შედეგად 21 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არასრულწლოვნებიც.  ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს. შენობიდან 60-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქალაქის მერის იგორ ტერეხოვის განცხადებით, ადგილზე, ამ დრომდე მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, რუსეთმა შენობას FAB-250 საჰაერო ბომბით 21 სექტემბერს შეუტია. მანვე დაადასტურა, რომ ქალაქში ორი ცალკეული დარტყმა მოხდა. შეტაკების შემდეგ სულ მცირე ოთხ მანქანას ცეცხლი გაუჩნდა და კიდევ 20 დაზიანდა.

მეტი...

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 22 სექტემბრის ღამეს 71 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 22 სექტემბრის ღამეს 71 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს და კიდევ ექვსი დრონი რადიოელექტრონული ბრძოლით დაპირისპირების შედეგად ლოკაციურად დაიკარგა. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. საჰაერო ძალების ცნობით, რუსულმა ძალებმა ლუგანსკის ოლქის საჰაერო სივრციდან „ხ-59/69“ ტიპის ორი მართვადი რაკეტა გაუშვეს, Shahed-ის ტიპის 80 დრონით კი უკრაინის ტერიტორია რუსეთის ქალაქ იეისკიდან და კურსკის ოლქიდან შეუტიეს.      

მეტი...

“ძალიან გვიანია“-ტრამპი კამალა ჰარისთან მორიგ დებატებზე

კამალა ჰარისმა მიიღო CNN-ის მოწვევა, მონაწილეობა მიიღოს დონალდ ტრამპთან მორიგ დებატში, 23 ოქტომბერს. ამის შესახებ აშშ-ის „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, კამალა ჰარისის საარჩევნო შტაბმა განაცხადა. „დონალდ ტრამპს პრობლემა არ უნდა ჰქონდეს დაეთანხმოს ამ დებატებს. ეს არის იგივე ფორმატი და წყობა, როგორც CNN-ის დებატები, რომელშიც ივნისში მონაწილეობა მიიღო და განაცხადა, რომ გაიმარჯვა და შეაქო CNN-ის მოდერატორები, წესები და რეიტინგები“,- განაცხადა ჰარისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ჯენ ო’მალი დილონმა. რაზეც, „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა  განცხადა, რომ „უკვე გვიანაა“. „მან მონაწილეობა მიიღო ერთ დებატებში, მე – ორში. ძალიან გვიანია კიდევ ერთი, სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას,…

მეტი...

სოფი ლორენის ვაჟმა დედის იუბილეზე მარიამ შარმანაშვილს ცოლობა სთხოვა

ლეგენდარული იტალიელი მსახიობის, სოფი ლორენის ვაჟმა მაესტრო კარლო პონტიმ  დედის 90 წლის იუბილეზე, მარიამ შარმანაშვილს ცოლობა სთხოვა. ემოციური კადრები მარიამმა სოციალურ ქსელში გაგვიზიარა და ბეჭდის ფოტოც გამოაქვეყნა. კარლო პონტმაც დაწერა, რომ მარიამი მისი ცხოვრების სინათლეა, რომელთან ერთად გატარებულ ყველა წამს ძალიან აფასებს. „რომში ჩემს ულამაზეს დედასთან ერთად, რომლის 90 წლის იუბილეც აღვნიშნეთ და ჩემს საცოლესთან ერთად, რომელსაც ხელი ვთხოვე. ვზეიმობთ ჩვენს ნიშნობას. შენ ხარ სინათლე ჩემს ცხოვრებაში და შენთან ერთად გატარებულ ყველა წამს ძალიან ვაფასებ“, – წერს კარლო

მეტი...

წვიმა და ელჭექი-როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში

22 სექტემბერს, კვირას საქართველოში ღრუბლიანობის მომატება და ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. meteo.gov.ge-ის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. ღამით ზოგიერთ, დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში  ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში დღისით +24, +29°; მთაში დღისით  +20, +25°; მაღალმთაში დღისით +15, +20°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში  ხანმოკლე წვიმა. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში დღისით +19, +24°; მთაში დღისით +15, +20°; მაღალმთაში დღისით +12, +17°.

მეტი...

რუსეთი არ მიიღებს მონაწილეობას „მეორე სამშვიდობო სამიტში“- ზახაროვა

რუსეთი არ მიიღებს მონაწილეობას „მეორე სამშვიდობო სამიტში“, რომლის ჩატარებასაც უკრაინა გეგმავს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. „რუსეთის წარმომადგენლები არ მონაწილეობდნენ და არც აპირებენ მონაწილეობას „ბურგენშტოკის პროცესის“ ფარგლებში გამართულ შეხვედრებში“ – ნათქვამია უწყების განცხადებაში. ზახაროვამ ასევე დაადანაშაულა უკრაინა და საერთაშორისო საზოგადოება „რუსეთისთვის კაპიტულაციის ულტიმატუმის წაყენების“ განზრახვაში.  

მეტი...

უკრაინაში ომს 1 მილიონი ადამიანი შეეწირა-მედია

მოკლული და დაჭრილი უკრაინელებისა და რუსების რიცხვი 2,5-წლიან ომში 1 მილიონ ადამიანს გაუტოლდა. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს. გამოცემის მტკიცებით, უკრაინული მხარის კონფიდენციალური მონაცემების მიხედვით, ამ ომს 80 000 უკრაინელი სამხედრო შეეწირა, ხოლო 400 000 – დაიჭრა. რაც შეეხება რუსეთის მონაცემებს, დასავლური დაზვერვის აზრით, რუსებმა ომში 200 000 სამხედრო დაკარგეს, ხოლო 400 000 ადამიანი დაიჭრა. სპეციალისტების შეფასებით, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის გამო, უკრაინამ, ბოლო 10 წელიწადში სულ მცირე 10 მილიონი ადამიანი დაკარგა. ომმა დამანგრევლად იმოქმედა რუსეთის დემოგრაფიაზე და შრომის ბაზარზე. სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთი 600 ათასზე მეტმა რუსმა…

მეტი...

ისრაელელი სამხედროები ტელეკომპანია “ალ-ჯაზირას” ოფისში შეჭრნენ

კატარულ ტელეარხ „ალ-ჯაზირაში“ განაცხადეს, რომ ისრაელელმა სამხედროებმა მოითხოვეს რამალაში მდებარე მათი ბიუროს 45 დღის ვადით დახურვა. კადრები, რომელზეც ასახულია ჯარისკაცების შესვლა ტელეკომპანიის ოფისში და სამხედრო ბრძანების გადაცემა ერთ-ერთი თანამშრომლისთვის, არხმა პირდაპირ ეთერში აჩვენა. ამის შემდეგ ტრანსლაცია შეწყდა. მაისის დასაწყისში ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ტელეარხი „ალ ჯაზირა“ დაიხურება. მთავრობა  ტელეარხს ქვეყნის არაბული მოსახლეობის სახელმწიფოსა და მისი არმიის წინააღმდეგ ძალადობისკენ წაქეზებაში სდებს ბრალს.

მეტი...

ისრაელი საგანგებო მდგომარეობისთვის ემზადება (video)

ღამით “ჰეზბოლამ” ისრაელის მისამართით ასზე მეტი რაკეტა ისროლა. კირიატის რეგიონში მოხდა რამდენიმე ხანძარი. კონფლიქტის მოსალოდნელი გამწვავების გამო, ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილი საგანგებო მდგომარეობისთვის ემზადება. დაშავებულთა დიდი ნაკადების მისაღებად სარეზერვო სამედიცინო დაწესებულებებს ამზადებენ. აშშ და იორდანია მოუწოდებენ საკუთარ მოქალაქეებს დაუყოვნებლივ დატოვონ ლიბანის ტერიტორია.  

მეტი...

კონფლიქტის „არაპროგნოზირებად ხასიათი“- აშშ და ირლანდია თავიანთ მოქალქეებს ლიბანის დატოვებისკენ მოუწოდებენ

აშშ-ისა და იორდანიის დიპლომატიურმა უწყებებმა თავიანთ მოქალაქეებს ლიბანის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდეს. ამის მიზეზი ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის კონფლიქტის შესაძლო ესკალაციის საფრთხეა. შესაბამისი განცხადებები დიპლომატიური უწყებების ვებგვერდებზე გამოქვეყნდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ხაზი გაუსვა ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის კონფლიქტის „არაპროგნოზირებად ხასიათს“ და ამერიკული პასპორტების მფლობელებს მოუწოდა, „დატოვონ ლიბანი, ვიდრე ჯერ კიდევ არის კომერციული რეისებით სარგებლობის შესაძლებლობა“.  

მეტი...

ხარკოვი ისევ დაიბომბა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა, მართვადი საავიაციო ბომბებით  ხარკოვი ისევ დაბომბა. ბომბი საცხოვრებელ მრავალსართულიან შენობას მოხვდა. არიან დაშავებულები, მათ შორის ბავშვებიც. ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი აცხადებს, რომ ქალაქში ორი ბომბი ჩამოვარდა.

მეტი...

ვისთვის იქნება გრიპის ვაქცინა უფასო?! – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავართან“

გრიპის სეზონი იწყება, რც იმას ნიშნავს, რომ რისკის ჯგუფებისთვის ვაქცინის გაკეთება ერთ-ერთი გამოსავალია გართულების თავიდან ასაცილებლად. ვინ შედის რისკის ჯგუფში და ვისთვის იქნება ვაქცინა უფასო, „მედიაცენტრ მთავართან“ ივანე ჩხაიძე საუბრობს. „გამოყოფილი გვაქვს რისკის ჯგუფები. პირველ რიგში, ეს ჯგუფები განსაზღვრულია ასაკის მიხედვით. ეს არის 65 წელს გადაცილებული მოსახლეობა და 5 წლამდე ასაკის ბავშვები. განსაკუთრებული აქცენტით კი  2 წლამდე ასაკის ბავშვები. გრიპის ვაქცინის გაკეთება შესაძლებელია 6 თვის ასაკიდან. ვაქცინაცია ასევე რეკომენდირებულია სამედიცინო პერსონალსა და ორსულებში. ეს სწორედ ის ფენაა, სადაც შესაძლოა გრიპი მძიმე გართულების საფუძველი გახდეს. ასევე საფრთხილოა ქრონიკული დაავადების მქონე პირები. შესაბამისად,…

მეტი...