რუსეთი არ მიიღებს მონაწილეობას „მეორე სამშვიდობო სამიტში“- ზახაროვა

რუსეთი არ მიიღებს მონაწილეობას „მეორე სამშვიდობო სამიტში“, რომლის ჩატარებასაც უკრაინა გეგმავს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„რუსეთის წარმომადგენლები არ მონაწილეობდნენ და არც აპირებენ მონაწილეობას „ბურგენშტოკის პროცესის“ ფარგლებში გამართულ შეხვედრებში“ – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ზახაროვამ ასევე დაადანაშაულა უკრაინა და საერთაშორისო საზოგადოება „რუსეთისთვის კაპიტულაციის ულტიმატუმის წაყენების“ განზრახვაში.

 

მსგავსი თემები