ისრაელელი სამხედროები ტელეკომპანია “ალ-ჯაზირას” ოფისში შეჭრნენ

კატარულ ტელეარხ „ალ-ჯაზირაში“ განაცხადეს, რომ ისრაელელმა სამხედროებმა მოითხოვეს რამალაში მდებარე მათი ბიუროს 45 დღის ვადით დახურვა. კადრები, რომელზეც ასახულია ჯარისკაცების შესვლა ტელეკომპანიის ოფისში და სამხედრო ბრძანების გადაცემა ერთ-ერთი თანამშრომლისთვის, არხმა პირდაპირ ეთერში აჩვენა. ამის შემდეგ ტრანსლაცია შეწყდა.

მაისის დასაწყისში ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ტელეარხი „ალ ჯაზირა“ დაიხურება. მთავრობა  ტელეარხს ქვეყნის არაბული მოსახლეობის სახელმწიფოსა და მისი არმიის წინააღმდეგ ძალადობისკენ წაქეზებაში სდებს ბრალს.

მსგავსი თემები