კამალა ჰარისმა მიიღო CNN-ის მოწვევა, მონაწილეობა მიიღოს დონალდ ტრამპთან მორიგ დებატში, 23 ოქტომბერს. ამის შესახებ აშშ-ის „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, კამალა ჰარისის საარჩევნო შტაბმა განაცხადა.
„დონალდ ტრამპს პრობლემა არ უნდა ჰქონდეს დაეთანხმოს ამ დებატებს. ეს არის იგივე ფორმატი და წყობა, როგორც CNN-ის დებატები, რომელშიც ივნისში მონაწილეობა მიიღო და განაცხადა, რომ გაიმარჯვა და შეაქო CNN-ის მოდერატორები, წესები და რეიტინგები“,- განაცხადა ჰარისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ჯენ ო’მალი დილონმა.
რაზეც, „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განცხადა, რომ „უკვე გვიანაა“.
„მან მონაწილეობა მიიღო ერთ დებატებში, მე – ორში. ძალიან გვიანია კიდევ ერთი, სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას, მაგრამ უკვე ძალიან გვიანია“ – განაცხადა ტრამპმა.