უკრაინაში, ქალაქ ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე რუსეთის თავდასხმის შედეგად 21 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არასრულწლოვნებიც. ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.
შენობიდან 60-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქალაქის მერის იგორ ტერეხოვის განცხადებით, ადგილზე, ამ დრომდე მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.
ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, რუსეთმა შენობას FAB-250 საჰაერო ბომბით 21 სექტემბერს შეუტია. მანვე დაადასტურა, რომ ქალაქში ორი ცალკეული დარტყმა მოხდა. შეტაკების შემდეგ სულ მცირე ოთხ მანქანას ცეცხლი გაუჩნდა და კიდევ 20 დაზიანდა.