ვისთვის იქნება გრიპის ვაქცინა უფასო?! – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავართან“

გრიპის სეზონი იწყება, რც იმას ნიშნავს, რომ რისკის ჯგუფებისთვის ვაქცინის გაკეთება ერთ-ერთი გამოსავალია გართულების თავიდან ასაცილებლად. ვინ შედის რისკის ჯგუფში და ვისთვის იქნება ვაქცინა უფასო, მედიაცენტრ მთავართან“ ივანე ჩხაიძე საუბრობს.

„გამოყოფილი გვაქვს რისკის ჯგუფები. პირველ რიგში, ეს ჯგუფები განსაზღვრულია ასაკის მიხედვით. ეს არის 65 წელს გადაცილებული მოსახლეობა და 5 წლამდე ასაკის ბავშვები. განსაკუთრებული აქცენტით კი  2 წლამდე ასაკის ბავშვები. გრიპის ვაქცინის გაკეთება შესაძლებელია 6 თვის ასაკიდან. ვაქცინაცია ასევე რეკომენდირებულია სამედიცინო პერსონალსა და ორსულებში. ეს სწორედ ის ფენაა, სადაც შესაძლოა გრიპი მძიმე გართულების საფუძველი გახდეს. ასევე საფრთხილოა ქრონიკული დაავადების მქონე პირები. შესაბამისად, ვაქცინა მხოლოდ რისკის ჯგუფებისთვის იქნება უფასო“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავართან“

რაც შეეხება სხვა კატეგორიას, მათთვის ვაქცინა ფასიანია  და საშუალო ფასი დაახლოებით 50 ლარის ფარგლებში იქნება.

მსგავსი თემები