საქართველოში რუსული კომპანიების რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა-IDFI

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიერ რეგისტრირებული კომპანიების შესახებ კვლევას აქვეყნებს. კვლევის თანახმად, რუსული ბიზნესების რაოდენობა 2024 წლის ზაფხულის მონაცემებით ისტორიულ მაქსიმუმზეა. ოფიციალური სტატისტიკით, 2024 წლის პირველი ივნისის მდგომარეობით, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მფლობელობაშია 37,400-მდე კომპანია, ეს კი საქართველოში არსებული აქტიური სტატუსის მქონე კომპანიების 8%-ზე მეტია.

IDFI-ის კვლევა საქსტატის ოფიციალურ მონაცემებს ეყრდნობა, თუმცა ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ზუსტი სურათის დახატვა, რა რაოდენობის რუსული კაპიტალი ბრუნავს ქართულ ეკონომიკაში, რთული სათქმელია იმის გათვალისწინებით, რომ რუსული ბიზნესი ხშირად იყენებს შუამავალ კომპანიებს, ფიქტიურ მისამართებს და სხვა ხრიკებს.

მსგავსი თემები