კონფლიქტის „არაპროგნოზირებად ხასიათი“- აშშ და ირლანდია თავიანთ მოქალქეებს ლიბანის დატოვებისკენ მოუწოდებენ

აშშ-ისა და იორდანიის დიპლომატიურმა უწყებებმა თავიანთ მოქალაქეებს ლიბანის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდეს. ამის მიზეზი ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის კონფლიქტის შესაძლო ესკალაციის საფრთხეა. შესაბამისი განცხადებები დიპლომატიური უწყებების ვებგვერდებზე გამოქვეყნდა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ხაზი გაუსვა ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის კონფლიქტის „არაპროგნოზირებად ხასიათს“ და ამერიკული პასპორტების მფლობელებს მოუწოდა, „დატოვონ ლიბანი, ვიდრე ჯერ კიდევ არის კომერციული რეისებით სარგებლობის შესაძლებლობა“.

 

მსგავსი თემები