საქართველო პარალიმპიური ჩემპიონებისთვის დაწესებული პრემიის რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილზეა- CNBC

საქართველო პარალიმპიური ჩემპიონებისთვის დაწესებული პრემიის რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ინფორმაციას ამერიკული ტელეკომპანია CNBC-ი ავრცელებს. ამავე ცნობით,ფულადი ჯილდოს მოცულობით საქართველოს მხოლოდ სინგაპური უსწრებს. სტატიაში, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტისგან მოპოვებულ ინფორმაციას ეყრდნობა, აღნიშნულია, რომ სინგაპური პარალიმპიურ ჩემპიონებს 380 000 აშშ დოლარს გადასცემს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით პარალიმპიური ჩემპიონებისთვის დაწესებული პრემია კი მილიონი ლარია.   “ხალხო არ შეხვიდეთ შეცდომაში. საქართველოს ხელისუფლება გატყუებთ!“- მკლავჭიდის ფედერაციის მწვრთნელი

მეტი...

“არ მეგონა, რომ ორჯერ მოგვიწევდა ჩემი გამარჯვების ზეიმი”- გიგა ოჩხიკიძე (video)

„დღეს არ მეგონა, რომ ორჯერ მოგვიწევდა ჩემი გამარჯვების ზეიმი და დიდი ემოციები იყო” – ამის შესახებ პარალიმპიურმა ჩემპიონმა გიგა ოჩხიკიძემ, პარიზში, გულშემატკივრებისთვის ჩაწრეილ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. “დღეს არ მეგონა, რომ ორჯერ მოგვიწევდა ჩემი გამარჯვების ზეიმი და დიდი ემოციები იყო. მთელი გუნდის დახმარებით, ბატონი რატის დახმარებით, მთელი დელეგაციის შემადგენლობით, დავიბრუნეთ ჩვენი რეკორდი და მედალი მოგვაქვს საქართველოში. მადლობა მწვრთნელებს, მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ზურაბ კახაბრიშვილს, ამ შეჯიბრის წინა პერიოდში, შეუძლოდ ვგრძნობდი თავს, ანთებაც გადავიტანე და მან დიდი წვლილი შეიტანა ჩემს გამარჯვებაში. მედალი მოგვაქვს საქართველოში”- აცხადებს პარალიმპიური ჩემპიონი გიგა ოჩხიკიძე. შეგახსენებთ, რომ გიგა ოჩხიკიძე ქართული პარასპორტის…

მეტი...

სექტემბრიდან ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის წესები იცვლება-რა უნდა იცოდე გამგზავრებამდე

1-ელი სექტემბრიდან ევროკავშირის აეროპორტებმა მგზავრებისთვის სითხის გადატანაზე კვლავ შეზღუდვები დააწესა. უფრო კონკრეტულად, ხელბარგში 100 მლ-ზე მეტი სითხის გადატანა იკრძალება. ევროკომისია ახლა აცხადებს, რომ ახალი სკანერები, რომლებიც ადრე განიხილებოდა მოწინავე ტექნოლოგიის ნიმუშად, „სახიფათოა“, რადგან ისინი თხევად აალებად ნივთიერებას ჩვეულებრივი წყლისგან ვერ განასხვავებენ. სკანერები უნდა გაუმჯობესდეს, ხოლო სანამ პრობლემა არ მოგვარდება, ევროპის აეროპორტებმა აპრობირებული მოწყობილობები უნდა გამოიყენონ და სითხეების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით ძველ პროცედურებსა და წესებს დაუბრუნდნენ. ცნობისთვის, გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა დიდმა ბრიტანეთმაც, რომელიც ამჟამად ევროკავშირის წევრი სახელმწიფო არ არის.  

მეტი...

ბელგოროდის ოლქში თავდასხმების შედეგად 11 ადამიანი დაშავდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ქალაქ ბელგოროდსა და ბელგოროდის ოლქის დასახლებებზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაშავებულია 11 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვია. ამის შესახებ ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ბავშვების მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. გლადკოვის ინფორმაციით, დაზიანდა 14 მრავალსართულიან სახლში მდებარე 22 ბინა, სადაც ფანჯრები ჩაიმსხვრა. გარდა ამისა, ნამსხვრევებით დაზიანდა 21 ავტომობილი. ასევე დაზიანდა რვა კერძო სახლი. რუსეთის ბელგოროდის ოლქი უკრაინის ხარკოვის ოლქს ესაზღვრება.      

მეტი...

„კონსტიტუციაში გაჩნდება ჩანაწერი“- რაზე შეთანხმდნენ ხელისუფლება და საპატრიარქო?!

პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის განცხადებით, ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის შედგა შეთანხმება, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-8 მუხლის პირველ ქვეპუნქტში გაჩენილიყო შემდეგნაირი ჩანაწერი: „მართლმადიდებლური ქრისტიანობა საქართველოს სახელმწიფოს იდენტობის საყრდენია“. პროტოპრესვიტერმა აღნიშნა, რომ საპატრიარქოს მხრიდან პრინციპული თანხმობა არსებობს, მაგრამ საბოლოო რედაქცია კვლავ საპატრიარქოს წარედგინება და თანხმობის შემთხვევაში ჩაიწერება საქართველოს კონსტიტუციაში. „სხდომებზე, რომელიც იმართებოდა 26 და 29 აგვისტოს, განიხილებოდა ის საკითხი, რა შემოთავაზებაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იყო. ეს პირველ რიგში, ეხებოდა კონსტიტუციის მე-8 მუხლს, სადაც საუბარია სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობის შესახებ. შემოთავაზება ასეთია, რომ პირველ ქვეპუნქტში გაჩენილიყო შემდეგნაირი ჩანაწერი: „მართლმადიდებლური ქრისტიანობა საქართველოს…

მეტი...

დონალდ ტრამპმი ფლორიდაში მარიხუანის ლეგალიზაციას მხარს დაუჭერს

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს ფლორიდაში პირადი მოხმარებისთვის მარიხუანის ლეგალიზაციას. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. რესპუბლიკელმა პრეზიდენტობის კანდიდატმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ზე დაწერა, რომ ნოემბერში დაგეგმილ კენჭისყრაზე ამომრჩევლები, დიდი ალბათობით, მარიხუანის ლეგალიზაციას მისცემენ ხმას და ამიტომ „ეს სწორად უნდა გაკეთდეს“. „ადამიანი არ უნდა იყოს კრიმინალი ფლორიდაში, როდესაც მარიხუანა ლეგალურია ამდენ სხვა შტატში. ჩვენ არ უნდა დავუნგრიოთ ადამიანს ცხოვრება და არაა საჭირო გადასახადების გადამხდელების ფულის ფუჭად ხარჯვა ზრდასრული ადამიანების დასაპატიმრებლად, რომლებსაც პირადი მოხმარებისთვის განკუთვნილი რაოდენობის მარიხუანა აქვთ“ – განაცხადა ტრამპმა. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ეს პოზიცია ეწინააღმდეგება სხვა მაღალი რანგის რესპუბლიკელების მოსაზრებებს.…

მეტი...

“ხარკოვში რუსეთის ტერორის შესაჩერებლად საკმარისია მსოფლიო ლიდერების სიმამაცე”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული მხარის მიერ ხარკოვზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება და ამბობს, რომ „ტერორის“ შესაჩერებლად მსოფლიოს ყველა საჭირო ძალა უნდა იყოს მობილიზებული. „რუსეთი კვლავ ატერორებს ხარკოვს. დარტყმები განხორციელდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ამ დროისთვის უკვე 30-ზე მეტია დაჭრილია. სამაშველო ოპერაციისთვის ყველა საჭირო ძალაა მობილიზებული და ამ ტერორის შესაჩერებლად მსოფლიოს ყველა საჭირო ძალა უნდა იყოს მობილიზებული. ამისთვის საჭირო არ არის განსაკუთრებული ძალები, არამედ საკმარისია ლიდერების სიმამაცე – სიმამაცე, მისცენ უკრაინას ყველაფერი, რაც აუცილებელია დასაცავად“- განაცხადა ზელენსკიმ. პროკურატურის ინფორმაციით, ხარკოვი ბალისტიკური რაკეტებით რუსეთის ტერიტორიიდან დაბომბეს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, 40-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა,…

მეტი...

„პერსონალური სანქციები ძალიან ახლოსაა“- ანა ფოტიგა

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საქართველოშია.  დიპლომატი თბილისში შეხვედრებისთვის ჩამოვიდა. ხვალ ის   ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის კონფერენციას გახსნის, რომელსაც “გადამწყვეტი წელი” ჰქვია. როგორც ანა ფოტიგა ამბობს, მისი საქართველოში ცამოსვლის მიზანი ქართველი ხალხის მხარდაჭერაა. „ჩემი მიზანი აქ ჩამოსვლის ქართველი ხალხის მხარდაჭერაა. რა თქმა უნდა, ჩემს ვიზიტებს ლეხ კაჩისნკის ხსოვნის პატივისცემით ვიწყებ, რადგან ის თავისუფლებისთვის მებრძოლი იყო. მე ვიცი მისი შეხედულება სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით. პოლიტიკური პარტიები დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი გარანტია, მათი მუშაობის შეზღუდვა მიუღებელია. ძალიან სამწუხაროა, რაც ახლა საქართველოში ხდება. ხალხი ამას ხედავს საქართველოს გარეთაც. პერსონალური სანქციები ძალიან ახლოსაა. ჩვენ ვცდილობთ, ქართველ ხალხს დავეხმაროთ, მაგრამ არჩევნებამდე თუ…

მეტი...

ისრაელში მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით საყოველთაო გაფიცვა მოეწყობა

ისრაელში 2 სექტემბერს მძევლების გასათავისუფლების მოთხოვნით საყოველთაო გაფიცვა მოეწყობა. როგორც ისრაელის პროფკავშირების კონფედერაციის ხელმძღვანელმა, განაცხადა, 2 სექტემბერს, ისრაელში ერთდღიანი საყოველთაო გაფიცვა გაიმართება. გაფიცვის მთავარი მოთხოვნაა, ქვეყნის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ მიაღწიოს ღაზის სექტორში დაკავებული მძევლების გათავისუფლებას. „მე მოვუწოდებ ისრაელის ხალხს, გამოვიდეს ქუჩებში და ყველა ორგანიზაცია შეუერთდეს გაფიცვას“, – განაცხადა პროფკავშირების ხელმძღვანელმა. ბარ-დავიდის თქმით, „ჰამასის“ მიერ გატაცებული მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება „პოლიტიკური შეხედულებების გამო“ ჭიანურდება.

მეტი...

„შეძრწუნებული ვარ „ჰამასის” ექვსი ისრაელელი მძევლის მკვლელობით” – ჯოზეფ ბორელი

„შეძრწუნებული ვარ „ჰამასის” ექვსი ისრაელელი მძევლის მკვლელობით, რომელთა ცხედრები ღაზაში იპოვეს, საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა ამ ტრაგედიის დასასრულებლად და ყველა მძევლის სახლში დასაბრუნებლად“ – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „ეს ახალგაზრდა უდანაშაულო მამაკაცები და ქალები დიდი ხანია უსაფრთხოდ უნდა მიეყვანათ საყვარელ ადამიანებთან. ყველა მძევლის გვერდით ვდგავართ. საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა ამ ტრაგედიის დასასრულებლად და ყველა მძევლის სახლში დასაბრუნებლად“, – აცხადებს ბორელი. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელელმა სამხედროებმა „ჰამასის” მიერ 7 ოქტომბერს გატაცებული კიდევ ექვსი მძევლის ცხედარი ღაზას სამხრეთით, რაფაჰში მდებარე ერთ-ერთ გვირაბში…

მეტი...

ბუდუ ზივზივაძე მატჩის საუკეთესო მოთამაშეა

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუე“ „ბრაუნშვაიგს“ ესტუმრა და ბოლო წუთებზე ქართველი თავდამსხმელის მიერ გატანილი ბურთით მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა – 2:1.საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 89 წუთი ითამაშა. ოთხი ტურის შემდეგ „კარლსრუემ“ 10 ქულა დააგროვა, მეორე ადგილზეა და პირველადგილოსან „დიუსელდორფს“ მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება. ბუდუ ზივზივაძემ მაღალი შეფასება (7,7) მიიღო და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი (MVP) გახდა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ოთხ მატჩში ოთხი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. ამ მაჩვენებლით, ის მეორე ბუნდესლიგის ბომბარდირთა დავაში „ელვერსბერგის“ თავდამსხმელს, ფისნიკ ასლანს დაეწია.  

მეტი...

„არიიიის! სენ დენიზე საქართველოს ჰიმნი მაინც გაჟღერდება!”- გიგა ოჩხიკიძესთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია ვრცელდება

“სენ დენიზე საქართველოს ჰიმნი მაინც გაჟღერდება, დავიცავით გიგას უფლებები, კომისიამ საბოლოო ვერდიქტი გამოაცხადა და გიგას ოქროს მედალიც დაუბრუნდა და მსოფლიოს რეკორდიც” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „არიიიის! სენ დენიზე საქართველოს ჰიმნი მაინც გაჟღერდება! დავიცავით გიგას უფლებები! კომისიამ საბოლოო ვერდიქტი გამოაცხადა და გიგას ოქროს მედალიც დაუბრუნდა და მსოფლიოს რეკორდიც! გიგა ოჩხიკიძე, უკვე ორგზის ჩემპიონი ხარ!“ , – წერს რატი იონათამიშვილი. როგორც ცნობილია, გიგა ოჩხიკიძის შედეგები მოროკოს და ირანის დელეგაციებმა გაასაჩივრეს და ბირთვის კვრის ორგანიზატორება გადაწყვეტილება შეცვალეს. თუმცა, ქართულმა დელეგაციამ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.  

მეტი...

„ბუდუ კვლავ შეუჩერებელია“- ზივზივაძემ „ბრაუნშვაიგს“ გაუტანა

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა და გერმანული კლუბის „კარსლრუეს“ ფეხბურთელმა ბუდუ ზივზივაძემ გოლი კვლავ გაიტანა. ამჟამად ბუდუს გუნდი ბუნდესლიგა 2-ის მე-4 ტურში ბრაუნშვაიგს დაუპირისპირდა. „ბუდუ კვლავ შეუჩერებელია“- ასე ეხმაურებიან სოციალურ ქსელებში ქართველი ფეხბურთელის მიერ გატანილ გოლს.

მეტი...

გიგა ოჩხიკიძეს ოქროს მედალი ჩამოართვეს

პარამძლეოსან გიგა ოჩხიკიძეს, რომელმაც პარალიმპიადაზე ოქროს მედალი მსოფლიო რეკორდით მოიპოვა, შედეგი გაუქმეს და მედალი ჩამოართვეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამარჯვებულად ქართველი პარასპორტსმენის გამოცხადების შემდეგ, მოროკოს და პოლონეთის დელეგაციებმა შედეგები გააპროტესტეს. ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ კი მსაჯები მივიდნენ გადაწყვეტილებამდე, რომ ოჩხოკიძემ წესები დაარღვია და მისი შედეგი გააუქმეს. ამჟამად ჩემპიონად მაროკოელია გამოცხადებული, ვიცე-ჩემპიონად – ირანელი, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორად – პოლონელი პარამძლეოსანი. ჯერჯერობით უცნობია, როგორია მომხდართან დაკავშირებით ქართული დელეგაციის რეაქცია.  

მეტი...

რუსულმა ძალებმა ხარკოვს 10-მდე დარტყმა მიაყენეს-28 ადამიანი დაშავდა

რუსულმა ძალებმა ხარკოვს 10-მდე დარტყმა მიაყენეს, რის შედეგადაც 28 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვსა და ხარკოვის მერზე, იგორ ტერეხოვზე დაყრდნობით ავრცელებს. ტერეხოვმა განაცხადა, რომ 22 ადამიანი სალტოვსკის რაიონში დაშავდა, ექვსი კი – ნემიშლიანსკში, მათ შორის ექვსი წლის ბავშვი. დაშავებულებს შორის მედიკოსებიც არიან. დაზიანებულ ინფრასტრუქტურას შორისაა სავაჭრო ცენტრი, სპორტული ინფრასტრუქტურის ობიექტი და საცხოვრებელი კორპუსები  

მეტი...

პოლონეთის პრეზიდენტმა გერმანიას მეორე მსოფლიო ომის დროს მიყენებული ზარალის ანაზღაურებისკენ მოუწოდა

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ  გერმანიას მეორე მსოფლიო ომის დროს მიყენებული ზარალის ანაზღაურებისკენ მოუწოდა. „პატიება და ბრალის აღიარება ერთია, ზარალის ანაზღაურება კი – სხვა წლისთავზე… და ეს საკითხი კვლავ გადაუჭრელია, უკვე 80 წელია, თუ მეორე მსოფლიო ომის წლებს ჩავთვლით“-განაცხადა დუდამ ქალაქ ველუნში, ნაცისტური გერმანიის პოლონეთში შეჭრის 85-ე წლისთავზე. ველუნი იყო ერთ-ერთი პირველი პოლონური დასახლება, რომელიც ჰიტლერის ავიაციამ დაბომბა მეორე მსოფლიო ომის დროს. მაშინ თავდასხმის შედეგად დაახლოებით 1 200 ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა. ომის წლებში პოლონეთში სულ დაახლოებით ექვსი მილიონი ადამიანი დაიღუპა, ქვეყნის დედაქალაქი ვარშავა კი თითქმის მთლიანად განადგურდა.

მეტი...

თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლს დაეჯახა

ორეგონის შტატში, ფერვიუში, საშუალო ზომის თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლს დაეჯახა, რამაც ძლიერი ხანძარი გამოიწვია. ორადგილიანი თვითმფრინავი Cessna 421C ტრაუტდეილის აეროპორტთან ახლოს ჩამოვარდა. თვითმხილველის თქმით, თვითმფრინავი ჯერ ელექტროგადამცემ ბოძს დაეჯახა, შემდეგ კი საცხოვრებელ სახლებს. ავიაკატასტროფის შემდეგ, საჭირო გახდა რაიონის ევაკუირება. სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ხანძარი 4 სახლზე გავრცელდა. მისივე თქმით, თვითმფრინავში მყოფი დაშავებულები ან გარდაცვლილები, ჯერ ვერ იპოვეს. ადგილზე მყოფ ადამიანებს კი სამედიცინო დახმარება გაუწიეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ავიაკატასტროფის შედეგად Portland General Electric-ის 9 000 მომხმარებელი დაზარალდა.  

მეტი...

საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა

26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. „26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად ცესკოსთვის მომართვის ვადა განსხვავებული იყო. პოლიტიკური პარტიების ნაწილისთვის, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის დროისთვის არ ჰყავდათ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები და კანონი რეგისტრაციისთვის 25 000 მხარდამჭერის ხელმოწერის წარმოდგენას ავალდებულებდა, ცესკოსთვის მომართვის ვადა 15 ივლისს ამოიწურა. მათგან ცესკოს რეგისტრაციისთვის 30-მა პოლიტიკურმა პარტიამ მომართა. მომართვების შედეგად, 30 პოლიტიკური პარტიიდან არ განხილულა 2-ის განაცხადი (ერთ შემთხვევაში საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებით პარტიის რეგისტრაციის გაუქმების გამო, მეორე შემთხვევაში – ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტის გამო). ხოლო დარჩენილი 28 პარტიიდან რეგისტრაცია გაიარა…

მეტი...

რუსეთში დრონების თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა კონაკოვსკის ჰიდროელექტრო სადგურში

1 სექტემბრის ღამეს ხა თავს.  ხანძარი გაუჩნდა მოსკოვის ჩრდილოეთით, ტვერის რეგიონში მდებარე კონაკოვსკის ჰიდროელექტრო სადგურს. რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ხანძარი ჩააქრო. უცნობია, თუ რა ზიანი მიადგა ჰიდროელექტრო სადგურს. ხანძრის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა ტვერის მცხოვრებლებმა ატვირთეს ტელეგრამის არხში.

მეტი...

“ჩვენი პარალიმპიელები მუდმივად აღგვაფრთოვანებენ თავიანთი შრომისა და ბრძოლის ჟინით”- ბიძინა ივანიშვილი

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პარიზში მიმდინარე 2024 წლის პარალიმპიურ თამაშებზე ქართველ პარამძლეოსან გიგა ოჩხიკიძეს ბირთვის კვრაში (F53)ოქროს მედალს  ულოცავს. „გილოცავთ! ქართველი პარამძლეოსანი, გიგა ოჩხიკიძე ზაფხულის პარალიმპიური თამაშების ჩემპიონია! ქართველი პარასპორტსმენი, პარიზში მიმდინარე 2024 წლის პარალიმპიურ თამაშებზე ბირთვის კვრაში (F53) ოქროს მედლის მფლობელი გახდა და ორმაგად სასიხარულოა, რომ მან მსოფლიო რეკორდიც დაამყარა. ეჭვი არავის გვეპარებოდა, რომ ქართველი ოლიმპიელების წარმატებულ გამოსვლას პარალიმპიელებიც ღირსეულად გააგრძელებდნენ. გიგა ოჩხიკიძესთან ერთად, რომელმაც საქართველოს პარალიმპიურ ნაკრებს პირველი უმაღლესი სინჯის მედალი მოუტანა, აღსანიშნავია ახალგაზრდა პარალიმპიელი ანა ჯაფარიძე, რომელმაც ასევე დიდ წარმატებას მიაღწია და პარატაეკვონდოში ჩვენს ქვეყანას ბრინჯაოს მედალი მოუტანა. ჩვენი პარალიმპიელები მუდმივად აღგვაფრთოვანებენ თავიანთი შრომისა და ბრძოლის ჟინით. თითოეული მათგანის შეუპოვრობა, მონდომება და გამბედაობა, შთამაგონებელი მაგალითია მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის.…

მეტი...

“ღაზაში ომის კოშმარი აუცილებლად უნდა დასრულდეს”- გაერო-ს გენერალური მდივანი

გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში 6 ისრაელელი მძევლის ცხედრის პოვნას ეხმაურება და აცხადებს, რომ ღაზას სექტორში ომის კოშმარი უნდა დასრულდეს. „დღევანდელი ტრაგიკული ამბები არის დამანგრეველი შეხსენება იმისა, რომ ყველა მძევალი უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს და ღაზაში ომის კოშმარი აუცილებლად უნდა დასრულდეს“, – წერს გუტერეში სოციალურ პლატფორმა X-ზე. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელელმა სამხედროებმა „ჰამასის” მიერ 7 ოქტომბერს გატაცებული კიდევ ექვსი მძევლის ცხედარი ღაზას სამხრეთით, რაფაჰში მდებარე ერთ-ერთ გვირაბში აღმოაჩინეს.

მეტი...

პროტესტის უკიდურესი ფორმა-შუქრუთში სამმა ადამიანმა პირი ამოიკერა

სოფელ შუქრუთის მცხოვრებლების ნაწილმა შიმშილობა დაიწყო. აქციის სამმა მონაწილემ კი, პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. ისინი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის” მიერ ე.წ. შავი ოქროს მოპოვების სამუშაოების შეჩერებას მოითხოვენ. „სამართალს ვერ მივაღწიეთ, ვერც კომპანიასთან და ვერც მთავრობასთან. გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ შიმშილობა დავიწყოთ. რამდენიმე ადამიანი პირს იკერავს, რათა ჩვენი სოფელი გადარჩეს.მილიარდობით მადანი ჩვენი კუთვნილი ნაკვეთებიდან გააქვთ. ჩვენი სახლი სადაც არის, იქ, თვითონ კომპანიამ ვახტები დახურა. იმიტომ გაიყვანა, რომ იქ მუშის შესვლა უკვე აკრძალული იყო და არ შეიძლებოდა. იქ ჩვენი სახლებია და იქ ვცხოვრობთ. რაიმე რომ მოხდეს და ვინმე დაიღუპოს, ვინმე პასუხისმგებელი არის?“ – განაცხადა…

მეტი...

“რუსეთი უკვე პასუხობს კურსკის ოლქზე უკრაინის თავდასხმაზე”- პესკოვი

„რუსეთი უკვე პასუხობს და გააგრძელებს პასუხის გაცემას კურსკის ოლქზე უკრაინის თავდასხმაზე“ – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. ”პასუხის გაცემა, ფაქტობრივად, უკვე ხდება, რატომ ფიქრობთ, რომ ეს არის რაღაც ერთჯერადი მოვლენა? თქვენ ხედავთ ჩვენი შეიარაღებული ძალების გადამწყვეტ მოქმედებებს, უდავოა, რომ ისინი გაგრძელდება, – აღნიშნა პესკოვმა. უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის კურსკის ოლქში ოპერაციას 6 აგვისტოდან ახორციელებს.  

მეტი...

ქართველი წყვილი სამეჯლისო სპორტულ ცეკვებში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ქართველი წყვილი – გვანცა ციხელაშვილი და აკა მოდებაძე სამეჯლისო სპორტულ ცეკვებში მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ. ჩემპიონატი 31 აგვისტოს ბულგარეთში, ქალაქ ბურგასში გაიმართა.  სამეჯლისო სპორტულ ცეკვებში საქართველომ უკვე მეორედ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი. საფინალო შედეგი ასე გამოიყურება: 1 საქართველო 2 ამერიკის შეერთებული შტატები 3 ბულგარეთი 4 გერმანია 5 გერმანია 6 ჩეხეთი წყვილი 2023 წელს გერმანიაში, ქალაქ დრეზდენში გახდა საქართველოს ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონი, მათ ასევე მოიპოვეს 2024 წლის ევროპის ჩემპიონის ტიტული.  

მეტი...

პარამკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ერთმა ქართველმა წარმატებით იასპარეზა

პარამკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე, კიდევ ერთმა ქართველმა პარასპორტსმენმა, თიკო სარალიძემ წარმატებულად იასპარეზა ის 21-22 აგვისტოს, მოლდოვაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლის შედეგად, პარამკლავჭიდში ვერცხლის მედალოსანი გახდა.

მეტი...

“მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება არცერთი მხარისთვის არ იქნება სასარგებლო“- მეუფე დავითი

„მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება არცერთი მხარისთვის – არც ეკლესიისთვის და არც სახელმწიფოსთვის არ იქნება სასარგებლო“ – ამის შესახებ ალავერდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე დავითმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მეუფე ამბობს, რომ სინოდის წარმომადგენლებს მთავრობის წევრებთან შეხვედრა და კონსულტაცია არ ჰქონიათ. „კათოლიკოს – პატრიარქის მოსაყდრე ხვდებოდა, საუბრობდა და ჩვენ, სინოდის თითქმის ყველა წევრი, უბრალოდ, ამ შემოთავაზებაზე ერთად ვმსჯელობდით. შემოთავაზება კათოლიკოს – პატრიარქისა და სინოდის ყველა წევრის მიერ არ იქნა მიღებული, რადგან ჩვენ უფრო უკეთესი და მაღალი თანამშრომლობის და შეთანხმების ფორმა გვაქვს, რაც არის კონსტიტუციური შეთანხმება. აქედან გამომდინარე, მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება არცერთი მხარისთვის – არც…

მეტი...

ქართველმა პარამძლეოსანმა ბირთვის კვრაში ოქროს მედალი მოიპოვა

პარიზში მიმდინარე 2024 წლის პარალიმპიურ თამაშებზე ქართველი პარამძლეოსანი გიგა ოჩხიკიძე ბირთვის კვრაში (F53) ოქროს მედლის მფლობელი გახდა – ქართველმა პარასპორტსმენმა მსოფლიო რეკორდიც დაამყარა, მან ბირთვი 9,66 მეტრზე გაისროლა და საქართველოს პარალიმპიურ ნაკრებს ტურნირზე პირველი უმაღლესი სინჯის მედალი მოუტანა. ქართველმა პარამძლეოსანმა მსოფლიო რეკორდი 44 სმ-ით გააუმჯობესა.  

მეტი...

“ვეუბნები “ჰამასის” ტერორისტებს, რომლებმაც დახოცეს გატაცებულები-დაკარგეთ სიცოცხლის უფლება”-ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი არ მოისვენებს მანამ, სანამ პასუხს არ აგებინებს მათ, ვინც პასუხისმგებლები არიან ექვსი მძევლის მკვლელობაში. „ვეუბნები “ჰამასის” ტერორისტებს, რომლებმაც დახოცეს გატაცებულები და მათ ლიდერებს – დაკარგეთ სიცოცხლის უფლება. არ დავისვენებთ და არ გავჩუმდებით, დაგედევნებით, დაგეწევით და ანგარიშს გავასწორებთ თქვენთან“ – აღნიშნა ნეთანიაჰუმ. მისი თქმით, ისრაელი მზად არის მიაღწიოს შეთანხმებას დარჩენილი მძევლების გათავისუფლებისა და ისრაელის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფის მიზნით.    

მეტი...

კამჩატკაში გაუჩინარებული ვერტმფრენის ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაღუპულია

კამჩატკაში გაუჩინარებული „მი-8“ ტიპის ვერტმფრენის ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი, წინასწარი შეფასებით, დაღუპულია. ამ დროისთვის ნაპოვნია 17 ცხედარი. ინფორმაციას რუსული მედია საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ავიაკატასტროფის მიზეზი, სავარაუდოდ, უამინდობის გამო გამოწვეული ცუდი ხილვადობა გახდა. გუშინ ცნობილი გახდა, რომ კამჩატკის ნახევარკუნძულზე რუსული ვერტმფრენი გაუჩინარდა. ვერტმფრენი ვულკან ვაჩკაჟეცის მახლობლად მდებარე ბაზიდან აფრინდა და რადარებიდან მაშინვე გაუჩინარდა. ვერტმფრენის ბორტზე 22 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 3 წევრი და 19 მგზავრი.

მეტი...

გურამ თუშიშვილი ტედი რინერთან ინციდენტის გამო ექვსთვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) ქართველი მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი პარიზის ოლიმპიადის მეოთხედფინალში ტედი რინერთან შეხვედრისას მომხდარი ინციდენტის გამო ექვსთვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. შეგახსენებთ, რომ ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ ფრანგმა გამარჯვება დამცინავად გამოხატა, რინერის პროვოკაციული ქმედება თუშიშვილმა შეურაცხყოფად მიიღო და ძიუდოისტებს შორის მცირე დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. ტურნირის ორგანიზატორებმა ქართველი მაშინვე ჩახსნეს ოლიმპიური თამაშებიდან. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ კი მეორე დღიდან სადისციპლინო კომიტეტის განაჩენამდე თუშიშვილს ტურნირებში მონაწილეობა აუკრძალა.    

მეტი...

აზერბაიჯანში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის ფარიდ ორუჯევის განცხადებით, ხმის მიცემის დაწყებიდან პირველი ოთხი საათის განმავლობაში ამომრჩეველთა აქტივობამ 20,39 პროცენტი შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ საკუთარი არჩევანი 1 309 522-მა ამომრჩეველმა გააკეთა. საარჩევნო უბნები მთელი ქვეყნის მასშტაბით დილის რვა საათზე გაიხსნა. ცესკო-ს მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 6,343 საარჩევნო უბანი ფუნქციონირებს. უბნები 19:00 საათზე დაიხურება. სულ ქვეყანაში დაახლოებით 6.5 მილიონი ამომრჩეველია რეგისტრირებული, მათგან 51 ათასზე მეტი პირველად მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში.  

მეტი...

ბაზარზე კოსმეტიკური პროდუქციის განთავსების წესებისა და ნორმების განსაზღვრა მოხდება

ბაზარზე კოსმეტიკური პროდუქციის განთავსების წესებისა და ნორმების განსაზღვრა მოხდება. ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის 2024 წლის სამოქმედო გეგმაში, რომელიც აღმასრულებელმა ხელისუფლებამ პარლამენტს წარუდგინა. შესაბამისი ცვლილებების შეტანა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში იგეგმება. „კანონპროექტის შემუშავების ერთ-ერთი საფუძველია საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზება ევროკავშირის რეგულაციასთან (Regulation (EC) N 1223/2009), რომელიც კანონის პროექტისა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის შემუშავების პროცესში სახელმძღვანელოდ იყო გამოყენებული. „ტექნიკური რეგლამენტი – კოსმეტიკური პროდუქციის შესახებ“ ადგენს ბაზარზე კოსმეტიკური პროდუქციის განთავსების წესებსა და ნორმებს, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით. რეგლამენტი არ ვრცელდება იმ ნივთიერებებზე ან ნარევებზე, რომლებიც განკუთვნილია ენდოგენურად მისაღებად, ინჰალაციის, ინექციის ან ადამიანის სხეულში…

მეტი...

ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ინდივიდუალურ ასპარეზობებში ორი მედალი მოიპოვა

პერუს დედაქალაქ ლიმაში დასრულებულ ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ინდივიდუალურ ასპარეზობებში ორი მედალი მოიპოვა. ტურნირის ბოლო დღეს +90 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალს ნოდარ კობალაძე დაეუფლა – ქართველმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ფრანგი ძიუდოისტი დაამარცხა. მსოფლიო პირველობაზე 29 აგვისტოს გიორგი გივიშვილი (66 კგ) ჩემპიონი გახდა – ქართველმა ფინალში რუს აბდულახ პარჩიევს გაფრთხილებებით სძლია.    

მეტი...

„ჰამასის“ ლიდერები გადაიხდიან საფასურს ამ დანაშაულებისთვის”- ჯო ბაიდენი ღაზაში ქვსი ისრაელელი მძევლის ცხედრის პოვნას ეხმაურება

ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ღაზაში მდებარე „ჰამასის“ გვირაბში ექვსი ისრაელელი მძევლის ცხედრის პოვნას ეხმაურება, რომელთაგან ერთ-ერთი აშშ-ის მოქალაქე იყო. „განადგურებული და აღშფოთებული ვარ. ის იმ უდანაშაულო ადამიანთა შორის იყო, რომელთაც სასტიკად დაესხნენ თავს, როდესაც ისინი მუსიკალურ ფესტივალს ესწრებოდნენ ისრაელში 7 ოქტომბერს“ – აღნიშნავს ბაიდენი 23 წლის ისრაელ-აშშ-ის მოქალაქე, ჰერშ გოლდბერგ-პოლინის შესახებ. ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ისინი განაგრძობენ მუშაობას, რათა მხარეებმა მიაღწიონ შეთანხმებას, რაც თავის მხრივ, დარჩენილი მძევლების გათავისუფლებას ითვალისწინებს. „ჰამასის“ ლიდერები გადაიხდიან საფასურს ამ დანაშაულებისთვის“ – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.  

მეტი...

ქართველმა მოჭადრაკე გოგონებმა ევროპის ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვეს

ქართველმა მოჭადრაკე გოგონებმა ევროპის პირველობაზე ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ევროპის ჩემპიონატი ჩეხეთში ექვს ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა. 8 წლამდე ასაკის გოგონათა შორის ვიცე-ჩემპიონი გახდა ლილე სვანაძე. ქართველი მოჭადრაკე მთელი ტურნირის განმავლობაში ლიდერობდა, VII-VIII ტურში კი შეხვედრები დათმო, თუმცა ბოლო ტურში გამარჯვება შეძლო და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მოიპოვა. 14 წლამდე ასაკის გოგონათა შორის ვიცე-ჩემპიონი გახდა მარიამ კალანდაძე. მან ზედიზედ ექვსი პარტია მოიგო, ბოლო ტურში კი ევროპის ჩემპიონთან შეხვედრა ყაიმით დაამთავრა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. დასკვნით ტურში მოპოვებული გამარჯვებით ბრინჯაოს მედალს დაეუფლა კესარია მგელაძე. ევროპის ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით ცხრა…

მეტი...