პოლონეთის პრეზიდენტმა გერმანიას მეორე მსოფლიო ომის დროს მიყენებული ზარალის ანაზღაურებისკენ მოუწოდა

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ  გერმანიას მეორე მსოფლიო ომის დროს მიყენებული ზარალის ანაზღაურებისკენ მოუწოდა.

„პატიება და ბრალის აღიარება ერთია, ზარალის ანაზღაურება კი – სხვა წლისთავზე… და ეს საკითხი კვლავ გადაუჭრელია, უკვე 80 წელია, თუ მეორე მსოფლიო ომის წლებს ჩავთვლით“-განაცხადა დუდამ ქალაქ ველუნში, ნაცისტური გერმანიის პოლონეთში შეჭრის 85-ე წლისთავზე.

ველუნი იყო ერთ-ერთი პირველი პოლონური დასახლება, რომელიც ჰიტლერის ავიაციამ დაბომბა მეორე მსოფლიო ომის დროს. მაშინ თავდასხმის შედეგად დაახლოებით 1 200 ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა. ომის წლებში პოლონეთში სულ დაახლოებით ექვსი მილიონი ადამიანი დაიღუპა, ქვეყნის დედაქალაქი ვარშავა კი თითქმის მთლიანად განადგურდა.

მსგავსი თემები