ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საქართველოშია. დიპლომატი თბილისში შეხვედრებისთვის ჩამოვიდა. ხვალ ის ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის კონფერენციას გახსნის, რომელსაც “გადამწყვეტი წელი” ჰქვია. როგორც ანა ფოტიგა ამბობს, მისი საქართველოში ცამოსვლის მიზანი ქართველი ხალხის მხარდაჭერაა.
„ჩემი მიზანი აქ ჩამოსვლის ქართველი ხალხის მხარდაჭერაა. რა თქმა უნდა, ჩემს ვიზიტებს ლეხ კაჩისნკის ხსოვნის პატივისცემით ვიწყებ, რადგან ის თავისუფლებისთვის მებრძოლი იყო. მე ვიცი მისი შეხედულება სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით. პოლიტიკური პარტიები დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი გარანტია, მათი მუშაობის შეზღუდვა მიუღებელია. ძალიან სამწუხაროა, რაც ახლა საქართველოში ხდება. ხალხი ამას ხედავს საქართველოს გარეთაც. პერსონალური სანქციები ძალიან ახლოსაა. ჩვენ ვცდილობთ, ქართველ ხალხს დავეხმაროთ, მაგრამ არჩევნებამდე თუ არაფერი შეიცვალა, სანქციებს ვნახავთ. ჩანს, რომ „ოცნება“ ევროპის წინააღმდეგია, დანარჩენი ქართველი ხალხის გადასაწყვეტია” – თქვა პოლონელმა დიპლომატმა.