პროტესტის უკიდურესი ფორმა-შუქრუთში სამმა ადამიანმა პირი ამოიკერა

სოფელ შუქრუთის მცხოვრებლების ნაწილმა შიმშილობა დაიწყო. აქციის სამმა მონაწილემ კი, პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. ისინი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის” მიერ ე.წ. შავი ოქროს მოპოვების სამუშაოების შეჩერებას მოითხოვენ.

„სამართალს ვერ მივაღწიეთ, ვერც კომპანიასთან და ვერც მთავრობასთან. გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ შიმშილობა დავიწყოთ. რამდენიმე ადამიანი პირს იკერავს, რათა ჩვენი სოფელი გადარჩეს.მილიარდობით მადანი ჩვენი კუთვნილი ნაკვეთებიდან გააქვთ. ჩვენი სახლი სადაც არის, იქ, თვითონ კომპანიამ ვახტები დახურა. იმიტომ გაიყვანა, რომ იქ მუშის შესვლა უკვე აკრძალული იყო და არ შეიძლებოდა. იქ ჩვენი სახლებია და იქ ვცხოვრობთ. რაიმე რომ მოხდეს და ვინმე დაიღუპოს, ვინმე პასუხისმგებელი არის?“ – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

 

მსგავსი თემები