“არ მეგონა, რომ ორჯერ მოგვიწევდა ჩემი გამარჯვების ზეიმი”- გიგა ოჩხიკიძე (video)

„დღეს არ მეგონა, რომ ორჯერ მოგვიწევდა ჩემი გამარჯვების ზეიმი და დიდი ემოციები იყო” – ამის შესახებ პარალიმპიურმა ჩემპიონმა გიგა ოჩხიკიძემ, პარიზში, გულშემატკივრებისთვის ჩაწრეილ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

“დღეს არ მეგონა, რომ ორჯერ მოგვიწევდა ჩემი გამარჯვების ზეიმი და დიდი ემოციები იყო. მთელი გუნდის დახმარებით, ბატონი რატის დახმარებით, მთელი დელეგაციის შემადგენლობით, დავიბრუნეთ ჩვენი რეკორდი და მედალი მოგვაქვს საქართველოში. მადლობა მწვრთნელებს, მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ზურაბ კახაბრიშვილს, ამ შეჯიბრის წინა პერიოდში, შეუძლოდ ვგრძნობდი თავს, ანთებაც გადავიტანე და მან დიდი წვლილი შეიტანა ჩემს გამარჯვებაში. მედალი მოგვაქვს საქართველოში”- აცხადებს პარალიმპიური ჩემპიონი გიგა ოჩხიკიძე.

შეგახსენებთ, რომ გიგა ოჩხიკიძე ქართული პარასპორტის ისტორიაში მეორე პარასპორტსმენი გახდა, ვინც ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა, პირველად პარალიმპიადის გამარჯვებული 2016 წელს რიოს თამაშებზე პარაძიუდოსტი ზვიად გოგოჭური გახდა.

მსგავსი თემები