ქართველმა მოჭადრაკე გოგონებმა ევროპის ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვეს

ქართველმა მოჭადრაკე გოგონებმა ევროპის პირველობაზე ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ევროპის ჩემპიონატი ჩეხეთში ექვს ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა. 8 წლამდე ასაკის გოგონათა შორის ვიცე-ჩემპიონი გახდა ლილე სვანაძე. ქართველი მოჭადრაკე მთელი ტურნირის განმავლობაში ლიდერობდა, VII-VIII ტურში კი შეხვედრები დათმო, თუმცა ბოლო ტურში გამარჯვება შეძლო და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მოიპოვა.

14 წლამდე ასაკის გოგონათა შორის ვიცე-ჩემპიონი გახდა მარიამ კალანდაძე. მან ზედიზედ ექვსი პარტია მოიგო, ბოლო ტურში კი ევროპის ჩემპიონთან შეხვედრა ყაიმით დაამთავრა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. დასკვნით ტურში მოპოვებული

გამარჯვებით ბრინჯაოს მედალს დაეუფლა კესარია მგელაძე.

ევროპის ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით ცხრა ტურად ჩატარდა და მასში 47 ევროპული ქვეყნის 1231 მოჭადრაკე მონაწილეობდა.

 

 

მსგავსი თემები