“ვეუბნები “ჰამასის” ტერორისტებს, რომლებმაც დახოცეს გატაცებულები-დაკარგეთ სიცოცხლის უფლება”-ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი არ მოისვენებს მანამ, სანამ პასუხს არ აგებინებს მათ, ვინც პასუხისმგებლები არიან ექვსი მძევლის მკვლელობაში.

„ვეუბნები “ჰამასის” ტერორისტებს, რომლებმაც დახოცეს გატაცებულები და მათ ლიდერებს – დაკარგეთ სიცოცხლის უფლება. არ დავისვენებთ და არ გავჩუმდებით, დაგედევნებით, დაგეწევით და ანგარიშს გავასწორებთ თქვენთან“ – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

მისი თქმით, ისრაელი მზად არის მიაღწიოს შეთანხმებას დარჩენილი მძევლების გათავისუფლებისა და ისრაელის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფის მიზნით.

 

 

მსგავსი თემები