ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ინდივიდუალურ ასპარეზობებში ორი მედალი მოიპოვა

პერუს დედაქალაქ ლიმაში დასრულებულ ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ინდივიდუალურ ასპარეზობებში ორი მედალი მოიპოვა. ტურნირის ბოლო დღეს +90 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალს ნოდარ კობალაძე დაეუფლა – ქართველმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ფრანგი ძიუდოისტი დაამარცხა.

მსოფლიო პირველობაზე 29 აგვისტოს გიორგი გივიშვილი (66 კგ) ჩემპიონი გახდა – ქართველმა ფინალში რუს აბდულახ პარჩიევს გაფრთხილებებით სძლია.

 

 

მსგავსი თემები