დონალდ ტრამპმი ფლორიდაში მარიხუანის ლეგალიზაციას მხარს დაუჭერს

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს ფლორიდაში პირადი მოხმარებისთვის მარიხუანის ლეგალიზაციას. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. რესპუბლიკელმა პრეზიდენტობის კანდიდატმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ზე დაწერა, რომ ნოემბერში დაგეგმილ კენჭისყრაზე ამომრჩევლები, დიდი ალბათობით, მარიხუანის ლეგალიზაციას მისცემენ ხმას და ამიტომ „ეს სწორად უნდა გაკეთდეს“.

„ადამიანი არ უნდა იყოს კრიმინალი ფლორიდაში, როდესაც მარიხუანა ლეგალურია ამდენ სხვა შტატში. ჩვენ არ უნდა დავუნგრიოთ ადამიანს ცხოვრება და არაა საჭირო გადასახადების გადამხდელების ფულის ფუჭად ხარჯვა ზრდასრული ადამიანების დასაპატიმრებლად, რომლებსაც პირადი მოხმარებისთვის განკუთვნილი რაოდენობის მარიხუანა აქვთ“ – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ეს პოზიცია ეწინააღმდეგება სხვა მაღალი რანგის რესპუბლიკელების მოსაზრებებს.

 

მსგავსი თემები