კამჩატკაში გაუჩინარებული ვერტმფრენის ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაღუპულია

კამჩატკაში გაუჩინარებული „მი-8“ ტიპის ვერტმფრენის ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი, წინასწარი შეფასებით, დაღუპულია. ამ დროისთვის ნაპოვნია 17 ცხედარი. ინფორმაციას რუსული მედია საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ავიაკატასტროფის მიზეზი, სავარაუდოდ, უამინდობის გამო გამოწვეული ცუდი ხილვადობა გახდა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ კამჩატკის ნახევარკუნძულზე რუსული ვერტმფრენი გაუჩინარდა. ვერტმფრენი ვულკან ვაჩკაჟეცის მახლობლად მდებარე ბაზიდან აფრინდა და რადარებიდან მაშინვე გაუჩინარდა. ვერტმფრენის ბორტზე 22 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 3 წევრი და 19 მგზავრი.

მსგავსი თემები