სექტემბრიდან ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის წესები იცვლება-რა უნდა იცოდე გამგზავრებამდე

1-ელი სექტემბრიდან ევროკავშირის აეროპორტებმა მგზავრებისთვის სითხის გადატანაზე კვლავ შეზღუდვები დააწესა. უფრო კონკრეტულად, ხელბარგში 100 მლ-ზე მეტი სითხის გადატანა იკრძალება.

ევროკომისია ახლა აცხადებს, რომ ახალი სკანერები, რომლებიც ადრე განიხილებოდა მოწინავე ტექნოლოგიის ნიმუშად, „სახიფათოა“, რადგან ისინი თხევად აალებად ნივთიერებას ჩვეულებრივი წყლისგან ვერ განასხვავებენ. სკანერები უნდა გაუმჯობესდეს, ხოლო სანამ პრობლემა არ მოგვარდება, ევროპის აეროპორტებმა აპრობირებული მოწყობილობები უნდა გამოიყენონ და სითხეების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით ძველ პროცედურებსა და წესებს დაუბრუნდნენ.

ცნობისთვის, გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა დიდმა ბრიტანეთმაც, რომელიც ამჟამად ევროკავშირის წევრი სახელმწიფო არ არის.

 

მსგავსი თემები