„არიიიის! სენ დენიზე საქართველოს ჰიმნი მაინც გაჟღერდება!”- გიგა ოჩხიკიძესთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია ვრცელდება

“სენ დენიზე საქართველოს ჰიმნი მაინც გაჟღერდება, დავიცავით გიგას უფლებები, კომისიამ საბოლოო ვერდიქტი გამოაცხადა და გიგას ოქროს მედალიც დაუბრუნდა და მსოფლიოს რეკორდიც” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„არიიიის! სენ დენიზე საქართველოს ჰიმნი მაინც გაჟღერდება! დავიცავით გიგას უფლებები! კომისიამ საბოლოო ვერდიქტი გამოაცხადა და გიგას ოქროს მედალიც დაუბრუნდა და მსოფლიოს რეკორდიც! გიგა ოჩხიკიძე, უკვე ორგზის ჩემპიონი ხარ!“ , – წერს რატი იონათამიშვილი.

როგორც ცნობილია, გიგა ოჩხიკიძის შედეგები მოროკოს და ირანის დელეგაციებმა გაასაჩივრეს და ბირთვის კვრის ორგანიზატორება გადაწყვეტილება შეცვალეს. თუმცა, ქართულმა დელეგაციამ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

 

მსგავსი თემები